imedi /  13 აგვისტო 2021, 21:59 / სანდო წყარო

კახა კუჭავა: უნდა გვქონდეს მიზანი, რომ უფრო ძლიერი გავხადოთ ყველა რეგიონი. ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი და საკრებულო

კახა კუჭავა

კახა კუჭავა

თელავი განსაკუთრებულად გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილი. გარკვეული პერიოდის წინ, ჩემს უცხოელ მეგობრებთან ერთად, გია ალხანაიძის თელავური ლუდის დასაგემოვნებლად ვიმყოფებოდით, მათ ვმასპინძლობდით. მათ ასეთი რამ მითხრეს, როცა თელავში რომ ვსეირნობთ - ევროპულ ქალაქში ვართო. ჩემგან პასუხიც შესაბამისი იყო - დიახ, ეს ევროპული ქალაქია, ეს ქართული ქალაქია, შესაბამისად, ევროპული ქალაქია, - ამის შესახებ თელავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

„ჩვენ ვართ მეფე ერეკლე სასახლეში, რომელმაც ქართველს ხალხს დაუბრუნა რწმენა ძლიერი საქართველოსი. გუშინ დიდგორობა აღვნიშნეთ - ბრწყინვალე გამარჯვების დღე, რომელიც ნამდვილად საამაყოა თითოეული ქართველისთვის. სანამ თელავში ჩამოვიდოდით, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მის მემორიალთან პატივი მივაგეთ. საუკუნის წინ თუ უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენი ქვეყნის გმირებმა, შექმნეს ბრწყინვალე საფუძველი იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ ოკუპაცია და გავაგრძელოთ მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება. წინ ბევრი გამოწვევაა და აუცილებელია, ერთობით შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანი, რომ უფრო ძლიერი გავხადოთ ყველა რეგიონი.

„ამისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი მერი, ძლიერი საკრებულო. აუცილებელია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გუნდს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში თავისი ხელი დაატყო ყველა რეგიონს. თელავი ნამდვილად გამორჩეულია ამ კუთხით - მხოლოდ მეღვინეობაზე რომ არ ვისაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი მთავარი და პირველია, აქაურობა გამორჩეულია ხელოვნების, კულტურის, სპორტის კუთხით. თელავის საერთაშორისო ჩოგბურთის ტურნირმა უკვე სახელი დაიმკვიდრა მსოფლიოში. აქ აშენდა ბრწყინვალე, საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი, უნივერსიტეტი, სადაც მეც მომეცა ბედნიერება, რამდენიმე საჯარო ლექცია წამეკითხა, ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრი, სადაც ბრწყინვალე წარმოდგენები იმართება. ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ თელავი გავხადოთ არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე ტურიზმისთვის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი.
ჩვენ გვყავს მერობის ძლიერი კანდიდატი, ძლიერი გუნდი საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს, ერთმანეთს მივულოცავთ გამარჯვებას. თელავი გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ყველა სიახლე

იური იგნატი

25 აგვისტო 2026, 09:43

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ქვეყანა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მწვავე დეფიციტს განიცდის

Patriot-ის ტიპის რაკეტების გარდა უკრაინის თავდაცვის ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო სხვა შეიარაღების მწვავე დეფიციტიც აქვს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი იური იგნატი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 09:39

სპორტი

აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

25 აგვისტო 2026, 09:27

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.

ლევან ჭოტორლიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:24

პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება

ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.

ენდი ბერნემი

25 აგვისტო 2026, 09:19

მსოფლიო

Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლაშა მარგიშვილი

25 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად, ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა წარუდგინა. გივი მიქანაძემ მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

25 აგვისტო 2026, 09:13

პოლიტიკა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.

25 აგვისტო 2026, 09:10

პოლიტიკა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 09:06

პოლიტიკა

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.

25 აგვისტო 2026, 09:00

მსოფლიო

მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ანდრეი მელნიკი

25 აგვისტო 2026, 04:23

მსოფლიო

გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება

გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.

25 აგვისტო 2026, 04:14

მსოფლიო

ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას

სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:57

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის

უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

25 აგვისტო 2026, 03:40

მსოფლიო

The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის

აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.

25 აგვისტო 2026, 03:24

მსოფლიო

აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.

მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი

25 აგვისტო 2026, 03:16

მსოფლიო

ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს

ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.

25 აგვისტო 2026, 03:04

მსოფლიო

NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება

ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.

25 აგვისტო 2026, 02:51

მსოფლიო

ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.

ნიკოლ ფაშინიანი

25 აგვისტო 2026, 02:40

მსოფლიო

ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.

დენ ნეგრეა

25 აგვისტო 2026, 02:33

მსოფლიო

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.