Imedi /  28 ივლისი 2017, 12:41 / სანდო წყარო

არასამთავრობოები მაიკ პენსს ღია წერილით მიმართავენ

მაიკ პენსი

მაიკ პენსი

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს ღია წერილით მიმართავს:

"ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გვსურს, მოგმართოთ საქართველოში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის წინ, რათა გამოვკვეთოთ ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო მართვის საკითხში და ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

პირველ რიგში, გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი მისი მუდმივი თანადგომისათვის. აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის კუთხით  უმნიშვნელოვანესი იყო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ეს მხარდაჭერა ჭეშმარიტად სტრატეგიულ პარტნიორობად გადაიქცა, რომლის კომპლექსური დღის წესრიგი  მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ადამიანებს შორის ურთიერთობები. ამ ძალისხმევის წყალობით შევძელით, გავმხდარიყავით თავისუფალი სამყაროს ერთგული მოკავშირეები, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვეტანა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში და განგვევითარებინა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები.

ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უახლოესი და სანდო პარტნიორია, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საერთო ღირებულებებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში კვლავაც რჩება ქართველი ხალხისა და მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ძალზე ქმედით პარტნიორად.

საქართველოს თავისუფლებისკენ სწრაფვა რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის სამიზნედ იქცა. ჰიბრიდული საშუალებებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გამოყენებით თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი მუდმივად ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობას საქართველოს ტერიტორიების მუდმივი ოკუპაციითა და მცოცავი ანექსიით, უკანონო სამხედრო კონტინგენტის არსებობითა თუ  სხვა იძულებითი ღონისძიებებით.

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია დემოკრატიის განმტკიცების, ქვეყნის მოდერნიზაციისა და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების მხრივ. ამ პროგრესმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და დაეხმარა საქართველოს, გამოემუშავებინა მედეგობა რუსეთის  ზეწოლის მიმართ.

ამასთან ერთად გვსურს, გამოვკვეთოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს და საფრთხის წინაშე აყენებს უკანასკნელი წლების დემოკრატიულ მიღწევებს. ქართული დემოკრატიის ეს კონკრეტული ნაკლოვანებები ზემოქმედებას ახდენს როგორც ჩვენს განვითარებაზე, ისე უსაფრთხოებაზე.

ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს პრობლემად მიგვაჩნია მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპიროვნული რეფორმირება. მმართველმა პარტიამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციის პროექტზე ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. ისეთ სადავო საკითხებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმება, პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ვენეციის კომისიის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, რეფორმამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შეცვლა. ნაცვლად ამისა, „ქართული ოცნება" ენერგიულად ესწრაფოდა იმგვარი მექანიზმების შემოღებას, რომლებიც გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა ამჟამინდელ პოლიტიკურ პარტიას, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების შემდგომი კონცენტრაციის საგანგაშო ნიშანია. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამ პროცესმა შეიძლება, შელახოს კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, გამოიწვიოს პოლიტიკური სპექტრისა და ფართო საზოგადოების  შემდგომი პოლარიზება და, შესაძლოა, პოლიტიკური პროცესების პარალიზებამდეც მიგვიყვანოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს ფართო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით და ამით გამოხატოს მზადყოფნა პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერებისათვის არსებითი ცვლილების განსახორციელებლად.

სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად გვსურს, განსაკუთრებული შეშფოთება გამოვხატოთ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად რეფორმების სამი ტალღისა და მართლმსაჯულების სისტემის ზოგიერთი პოზიტიური ცვლილებისა 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების მთავრობამ უმეტესწილად ვერ შეძლო ამ სფეროში არსებული სისტემური პრობლემების მოგვარება. შედეგად, სასამართლო კვლავაც ექვემდებარება არასათანადო გავლენის როგორც ხელისუფლების, ისე სასამართლოს შიგნითვე არსებული ინტერესთა ჯგუფების მხრიდან. სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობის პრობლემა განსაკუთრებით გამოხატულებას ჰპოვებს პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების შემთხვევებში, მაგალითად, „რუსთავი 2“-ისა და სხვა გახმაურებული საქმეების განხილვის პროცესში. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის დავალებით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად, სასამართლოსადმი საქართველოს მოსახლეობის ნდობა 2012 წლის შემდეგ შემცირდა ან არ გაუმჯობესებულა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ამ წერილში, არის  სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების დაუსჯელობა და ანგარიშვალდებულების არარსებობა. სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე არ არსებობს ეფექტური საპარლამენტო და სამოქალაქო, ან სასამართლო კონტროლი. ადამიანის უფლებათა დარღვევის (ძალაუფლების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის, ნარკოტიკების ჩადებისა და ა. შ. ბრალდებები) შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოყვება შედეგიანი და ობიექტური გამოძიება. ამ პრობლემების უახლესი და ყველაზე სერიოზული მაგალითებია აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტის აფგან მუხტარლის გატაცებისა და ყოფილი გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის  ფაქტების გამოუძიებლობა.

მედიაგარემოს გაუარესება და პლურალიზმის შემცირების მცდელობები კიდევ ერთი ტენდენციაა, რომელზეც გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ. საქართველოში მედიის სფეროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის მედიის პლურალიზმს საქართველოში. სამი სამაუწყებლო კომპანია მმართველ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული პირების მფლობელობაშია. „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელსაც  მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაფინანსება აქვს, ჰყავს ახალი მენეჯმენტი, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ერთადერთი ნაციონალური მაუწყებელი, რომლიდანაც ისმის ალტერნატიული კრიტიკული აზრი, არის ტელეკომპანია „რუსთავი 2", რომელიც გადარჩენისათვის იბრძვის  და ჩართულია მისი საკუთრების საკითხზე წარმოებულ სამართლებრივი პროცესში.

ამ წერილში ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მწვავე პრობლემა გამოვყავით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია  იმ სისტემური პრობლემებისა, რომლებიც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის მანკიერი პრაქტიკიდან და სახელმწიფო დაწესებულებებზე არაუფლებამოსილი პირების გავლენიდან მოდის. ჩვენს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მმართველი ელიტის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის ტენდენციები, რადგან ის მყიფე, თუმცა ფუნქციონირებადი ინსტიტუტების რღვევას იწვევს და, თუ არ შეიცვალა, შესაძლებელია, პოლიტიკური პროცესების სრული პარალიზება გამოიწვიოს, რაც შემდგომ საფრთხეებს შეუქმნის სტაბილურობას და  დაბრკოლებებს წარმოშობს საქართველოში ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემის საკითხში.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართული დემოკრატიის წარმატება აშშ-ისა და დასავლეთის სასიცოცხლო ინტერესებშია. თქვენი მომავალი ვიზიტი ამის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა.

ამიტომ, თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩვენი საერთო ფასეულობების წინაშე უსაფრთხოების მხრივ  დღისათვის არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ იმედი გვაქვს, აშშ გააგრძელებს საქართველოს მიმართ  აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობასა და გრძელვადიან პოლიტიკას. ჩვენ ჭეშმარიტად მადლიერები ვართ და დიდად ვაფასებთ იმას, რომ აშშ გვიჩვენებს თავის მტკიცე ერთგულებას თავისუფლებისა და დემოკრატიის ვალდებულებებისადმი და  კვლავაც  ადასტურებს და აგრძელებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიურ მხარდაჭერას.

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში არსებული პრობლემების აღნიშვნისას, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება უზომოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის მომავალი განვითარებისათვის, სასარგებლოა აშშ-ისათვისაც და საერთოდ წინსვლის ერთადერთ გზად გვესახება. ამასთან დაკავშირებით, გვსურს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოვკვეთოთ:

საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია ვერ მოახერხებდა დაფუძნებოდა სამართლის უზენაესობის პრინციპს. იმ დროს, როდესაც საქართველო მზარდი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ქართველები აფასებენ ამერიკის ადმინისტრაციის თითოეულ მცდელობას, დამკვიდრებულიყო საქართველოში კარგი მმართველობის პრინციპები და ამ მხარდაჭერას უფრო ამბიციური რეფორმების კატალიზატორად აღიქვამენ.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ორმხრივი უსაფრთხოების ფარგლებში აშშ-ის მიერ საქართველოსათვის გაწეულმა დახმარებამ  ჩვენს ქვეყანას საშუალება მისცა, შეექმნა ეფექტური შეიარაღებული ძალები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის თავდაცვის ძირითად ფუნქციასთან ერთად აშშ-ისა და სხვა მოკავშირეების მხარდამხარ წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში. საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის ერთ-ერთი უპირველესი გამოვლინება და დასავლეთის რუსეთთან კონფლიქტის ძირითადი მიზეზია. 2008 წლის სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთი განაგრძობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უარესიც, მოსკოვი განაგრძობს მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ანექსიის ეს პოლიტიკა განსაკუთრებით საგანგაშო გახდა 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ხელი მოაწერა ოკუპირებულ სუბიექტებთან „შეთანხმებათა" წყებას, რომელთა მიზანია ამ სუბიექტების კანონების, პოლიციის, შეიარაღებული ძალების, სოციალური სამსახურებისა და ბიუჯეტების  რუსეთის სისტემაში ინტეგრირება. თუ პროცესი დროულად არ შეწყდება, ორივე ოკუპირებული რეგიონი ახლო მომავალში, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება. ამ საფრთხის დასაძლევად საქართველომ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს  ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი ანექსიის საწინააღმდეგო / დეოკუპაციის სტრატეგია. საკითხის სირთულე მოითხოვს დასავლეთის ძალისხმევის კოორდინირებას აშშ-ის ხელმძღვანელობასთან.  ჩვენ ვაფასებთ და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აშშ-ის ამჟამინდელ ძალისხმევას, რითაც ის ადასტურებს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისა და გაძლიერების კუთხით აღებულ ვალდებულებას იმით, რომ საქართველოს ოკუპაციის საკითხებს აშშ-რუსეთის პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელ ნაწილად ტოვებს.

ბოლო 16 წელია, საქართველო ნატოში გაწევრიანების გზას ადგას. ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხს ქართული საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აქვს. ალიანსში საქართველოს სამომავლო გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება 2008 წელს ნატოს წევრი ქვეყნებისა და მთავრობათა ხელმძღვანელების მიერ იქნა მიღებული. ასევე აღიარებულია, რომ საქართველომ გამოავლინა მედეგობა, პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, საიმედოობა და თავისი მოქმედებით მოკავშირედ აღიქმება. ჩვენ მყარად გვწამს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება მთელი რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებს ემსახურება და სასარგებლო იქნება ალიანსისათვის. ჩვენ გვჯერა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ნატოში სწრაფვის მხარდაჭერას და იმედი გვაქვს, ის ხელს შეუწყობს საქართველოსათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების პროცესს, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს.

ჩვენ გულწრფელად გვწამს, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ეფექტური მმართველობისა და მისი ნატოში გაწევრიანების სწრაფვის უწყვეტი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელოვანია; ეს ორივე ქვეყნის ინტერესებშია და აუცილებელია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობისათვის".

ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

ლიბერალური აკადემია თბილისი

მედიის განვითარების ფონდი

მწვანე ალტერნატივა

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი

საზოგადოება და ბანკები

ხმა საქართველოდან

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის

საფარი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

სტუდია რე

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.

21 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ

22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერეს მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

21 სექტემბერი 2026, 21:35

მსოფლიო

საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.

21 სექტემბერი 2026, 21:26

მსოფლიო

მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

21 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

21 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.

მიხაილო ფედოროვი

21 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.

გოგი აბუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 20:54

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.

გიორგი გველესიანი

21 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპორტსმენის განცხადებებს, სადაც მან ეროვნულ გუნდზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან ბულინგი მოჰყვა.

21 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყალბი კამპანია ე. წ. არაბიზაციაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ცრუ ნარატივის მიზანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლაა. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნე, ამჯერად „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიანი ინვესტიციაა.

21 სექტემბერი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - „ქრონიკა“ მუსიკოს კორძის კონცერტის დამფინანსებლებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების პოზიციით დაინტერესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - ასე აფასებს მმართველი გუნდი მუსიკოს კორძის კონცერტის დაანონსებას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით დანიის კულტურის ინსტიტუტმა და ხელოვნების სახლმა სექტემბრის ბოლოსთვის დააანონსა.

ნიკა გვარამია

21 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

ნიკა გვარამიას მორიგი სკანდალური განცხადება და შეტევა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი გვარამიას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში ადანაშაულებს, თავად ოფიციალური თბილისის პოზიცია კი მკაფიოა - ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის ხარჯზე არ განიხილება.

21 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

ბახმაროში გამართული სემინარის საკითხს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაირღვა თუ არა გრანტების შესახებ კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებული და ევროპული საბჭოს მხარდაჭერილი სემინარით, საკითხს აუდიტის სამსახური სწავლობს.

21 სექტემბერი 2026, 20:08

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკშია - ირაკლი კობახიძე დღეს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მთავრობის მეთაურს არაერთი შეხვედრა აქვს დაგეგმილი, ხვალ კი ოფიციალურად გაიხსნება გენერალური დებატები.

ალიშერ უსმანოვი

21 სექტემბერი 2026, 19:25

მსოფლიო

Reuters: დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ორშაბათს შეთანხმდნენ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის მიმართ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო დაწესებული სანქციების გაუქმებაზე - აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუ უახლოეს საათებში ევროკავშირის წევრი რომელიმე სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ პრეტენზიას არ გამოთქვამს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 19:09

მსოფლიო

ტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით

აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

პროკურატურა

21 სექტემბერი 2026, 19:05

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა საქართველოში მოქმედ კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან, პირადი და მასთან აფილირებული პირების საბანკო ანგარიშებიდან დანაწევრებით ჩარიცხა რამდენიმე ათეული მილიონი უცხოური ვალუტა. ბრალდებულმა თანხის წარმომავლობა, შესაბამის დოკუმენტაციაზე მითითებით, შენიღბა კანონიერი გზით მიღებულ შემოსავლად და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით, აქტივის ნაწილი გადაიტანა ოფშორული სახელმწიფოს საბანკო სისტემაში.