imedi /  27 აგვისტო 2021, 12:32 / სანდო წყარო

„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

„ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარტიაში შექმნილი სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები წარადგინა.

მისი თქმით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა დაასახელა. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 პროცენტი.

„პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

ქართული ოცნება 47,4%
ნაციონალური მოძრაობა 25,2%
გირჩი - მეტი თავისუფლება 4,9%
საქართველოსთვის 4,7%
მოქალაქეები 3,2%
ლელო 2,4%
პატრიოტთა ალიანსი 1,9%
ევროპული საქართველო 1,8%
სტრატეგია აღმაშენებელი 1,7%
გირჩი 1,1%
ლეიბორისტული პარტია 0,7%
ერთიანი საქართველო 0,7%
სხვა პარტიები 4,3%

ამ მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 40 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

• „ქართული ოცნება“- 22 მანდატი
• „ნაციონალური მოძრაობა“- 12 მანდატი
• „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეები“- 2-2 მანდატი

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

ასევე, წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:

კახა კალაძე 60,1%
ნიკანორ მელია 29,2%
სხვა კანდიდატები 10,7%

როგორც ხედავთ, კვლევის შედეგების მიხედვით, კახა კალაძე პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს არჩევნებში.

გამოვთქვამთ იმედს, რომ სუსტი ელექტორალური მხარდაჭერის მიუხედავად, რადიკალურ ოპოზიციას ეყოფა კეთილგონიერება და არ მიმართავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს, რისი მომსწრეც ქართული საზოგადოება პრაქტიკულად ყველა წინა არჩევნების დროს არაერთგზის გამხდარა.
ასევე, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება საუბრები არჩევნების გადადებაზე, რაც, უსათუოდ, ოპოზიციის მიერ საარჩევნო კაპიტულაციის წინასწარ გამოცხადებად იქნება აღქმული“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

11 ივლისი 2026, 20:00

სპორტი

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი იმართება. LIVE

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი იმართება - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:44

სამართალი

ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.

ირაკლი ყანდაშვილი

11 ივლისი 2026, 18:39

საზოგადოება

ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება

ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:25

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.

ირაკლი გოგავა

11 ივლისი 2026, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს

ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც ჯო უილსონმა მოამზადა. გოგავას თქმით, ჯო უილსონი საქართველოს თემით პოლიტიკური ქულების დაგროვებას ცდილობს.

11 ივლისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის

ევროკავშირი, როგორც პროექტი, რომელიც სუპერ მდიდრებმა თავის დროზე მოიგონეს, დააფუძნეს, სულ უფრო ემსგავსება ტოტალიტარულ ერთობას, სამხედრო ბლოკს, რომელიც აწარმოებს ეგზისტენციალურ ომს, როგორც მათ მიაჩნიათ, ბუნებრივი რესურსებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ.

11 ივლისი 2026, 17:56

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 11 ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - სატრანსპორტო მანქანის მართვის წესის დარღვევის ფაქტზე, რასაც სამხედროს გარდაცვალება მოჰყვა.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 17:53

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჰერჩინსკი კვლავ გამოირჩევა უსამართლო მიდგომით და უსაფუძვლო კრიტიკით. იგი ამბობს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ სახელმწიფოებს შორის საქართველო არ არის, რაც აბსოლუტური სიცრუეა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ მორიგ განცხადებებს „აბსოლუტური სიცრუე“ უწოდა „ხალხის ძალის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ყველაფერი არის იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლის ერთ-ერთი გამოვლენა იყო ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მიღებული დეკლარაცია.

11 ივლისი 2026, 17:40

პოლიტიკა

სასამართლოს განაჩენისა და ვიდეოკადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედება ტერორისტული აქტი აქ ყოფილა

სასამართლოს განაჩენისა და ვიდეოკადრების მიუხედავად, ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადგილი არ ჰქონია ტერორიზმს, სადაც ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს კანცელარიის შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა, ხანძრის გაჩენა.

11 ივლისი 2026, 17:22

რეგიონი

სოფელ ნოსტეში გიორგი სააკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული - „სააკაძეობა“ გაიმართა

„სააკაძეობა“ წლების განმავლობაში არ ჩატარებულა და მერიის ორგანიზებით გასულ წელს აღდგა. გიორგი სააკაძის კოშკის მიმდებარედ მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა/გაყიდვა. კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

11 ივლისი 2026, 17:19

სპორტი

შალვა გოგოლაძე: მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება, აღიარება იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთი ტიპის სპორტული ფორუმების უმაღლეს დონეზე ჩატარება

მნიშვნელოვანია და პატივია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ პირველად RAF-ი გამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

11 ივლისი 2026, 17:18

საზოგადოება

საქართველოში დედის რძის პირველი ბანკი გაიხსნა

დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობისა და მათი ოპტიმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.

11 ივლისი 2026, 16:54

მსოფლიო

მედია: ირანი მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, ვიდრე აშშ საკუთარ პოზიციებს არ შეცვლის

ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში არ შევა, ვიდრე ვაშინგტონი საკუთარ ამჟამინდელ პოზიციებს არ გადახედავს. ინფორმაციას ირანული მედია ირანის მოლაპარაკებების ჯგუფთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.