პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 14:36

პრემიერი: ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში

ტერორიზმის მიმართ სოლიდარობა არის სრულიად ახალი მწვერვალი, რაც დაიპყრო როგორც ადგილობრივმა აგენტურამ, ასევე მათმა პატრონაჟმა ქვეყნის გარეთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე, რომელიც არის შექმნილი როგორც ევროპულ ბიუროკრატიაში, ასევე ადგილობრივ აგენტურაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

13 ივლისი 2026, 14:32

თელავში, სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდა - ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ

თელავში, სტიქიის ზონაში სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. მობილიზებულია ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალაც. სტიქიის ზონაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთნენ.

დავით მათიკაშვილი

13 ივლისი 2026, 14:24

დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს შეგნებულად ხდება ევრობიუროკრატების მხრიდან ისეთი „მესიჯბოქსის“ გავრცელება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაღრმავებას უწყობს ხელს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 14:13

ირაკლი კობახიძე: სიტყვა ოპოზიცია ფორმალურად გამოიყენება ხოლმე, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებითა და ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, თუმცა ფასი დაკარგა ამ ყველაფერმა, საზოგადოება ძალიან მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს ერთმანეთისგან

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასე მოქმედებს ე.წ. ოპოზიცია, ფორმალურად გამოიყენება ხოლმე ეს სიტყვა, თუმცა ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დაკვეთა, რომ სიცრუით, ტყუილებით, ცილისწამებით რაღაცნაირად მოახერხონ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სტიქიით დაზარალებულ მოქალაქესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილს შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 14:11

ირაკლი კობახიძე: თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან

ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და, რა თქმა უნდა, სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

13 ივლისი 2026, 14:05

თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შალვა პაპუაშვილი

13 ივლისი 2026, 14:04

შალვა პაპუაშვილი: „მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას“ - სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება

ცუდია, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არაპროვოცირებულად, მოწმენდილ ცაზე კვლავ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ირაკლი კობახიძე

13 ივლისი 2026, 14:00

პრემიერი: ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს

ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა გადახედოს საკუთარ კომიკურ დამოკიდებულებას საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, გასაგებია, რომ უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, ხუთჯერ გავიგეთ ეს ყველაფერი, ხუთჯერ სცადეს ხელისუფლებაში გვარამიას, ბოკუჩავას, ხაბეიშვილის და ამ ადამიანების დაბრუნება, მაგრამ ხომ ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამ ადამიანებს არ იღებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}