IMEDI /  01 სექტემბერი 2021, 19:52 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: როცა უყურებ ამ მართლაც გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და ბოლო დღეა, მსოფლიოს დაცემის დღე

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ გავიხსენეთ ბნელი წარსული, ის მძიმე პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იდგა და არც თუ ისე შორეული წარსულში, სულ რაღაც 8 წლის წინ; მართლაც, როდესაც უყურებ ნიკა გვარამიას, ან სააკაშვილს, გახსენდება ახალაია, კეზერაშვილი, გიგი უგულავა, რატომ უნდა მოგინდეს, რომ მაინცდამაინც ამ მჩაგვრელებს და კრიმინალებს დაუჭირო მხარი; ძალიან მაინტერესებს, რატომ უჩნდება მოქალაქეების ნაწილს სურვილი, მათ დაუჭიროს მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გოგორიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შეცდომაშია შეყვანილი.

„ვუყურებთ ჩვენს კანდიდატებს, ჩვენს მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, ყველას, ვისაც ჩვენი ხელწერა გვაქვს და ვინც მართლაც ჩვენი ქვეყნის გასაჭირზე ვფიქრობთ, ვშრომობთ, ვმუშაობთ, სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ შეცდომაშია შეყვანილი. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო. ერთ-ერთი მთავარი მეთოდი, რასაც ეს ანტიეროვნული, მჩაგვრელი ადამიანები და ანტისახელმწიფოებრივი ძალის წარმომადგენლები იყენებენ, გახლავთ, რომ უწყვეტი პროპაგანდის პირობებში, ჯოჯოხეთს მოგვაჩვენებენ სამოთხედ და პირიქით. ასევე, თუ უწყვეტი პროპაგანდა მიმდინარეობს, სამოთხეს მოგაჩვენებენ ჯოჯოხეთად. კარგად გვახსოვს ციხეებში მდგომარეობა, წამება, გაუპატიურება, როგორ არეკეტებდნენ ბიზნესს, ართმევდნენ ქონებას, ადამიანებს ანადგურებდნენ და მეორეს მხრივ, რას ვუყურებდით ჩვენ ტელევიზიების საშუალებით, რა გარემო იყო. მედიაგარემო სრულად იყო მონოპოლიზებული, არავითარი სივრცე არ იყო დატოვებული თავისუფალი სუნთქვისთვის, ადამიანს არ ეძლეოდა თავისუფალი სიტყვის გამოხატვის საშუალება და ა.შ. დღეს, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით ოპოზიციაში გადავიდნენ, იმ დღიდან ყველაფერი ამოტრიალდა. ქვეყანა თითქოს დაინგრა, მანამდე იდეალური იყო სამყარო, სამოთხე იყო და თითქოს, მეორე დღესვე, 1-ელ ოქტომბერს დადგა ჯოჯოხეთი, ასეთი მეთოდებით იბრძვიან და დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე. ჩართეთ მათი ტელევიზიები, ორი წელია, აღარ ვუყურებ და მართლაც წარმოუდგენელია, ამ ტელევიზიებს უყურო - „მთავარ არხს, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“, ეს ერთი ხელწერაა და ამ მეთოდებით პირდაპირ იბრძვიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ - თესავენ შიშს, პანიკას, ისტერიკას, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ვერე დაგეგმონ ხვალინდელი დღე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება ხომ ეს არის, რომ ადამიანი ვერ გეგმავს ხვალინდელ დღეს, არ აქვს პროგნოზირებადობა და განცდა, რა იქნება ხვალ. როცა უყურებ ამ მართლაც გარყვნილების პროპაგანდას, გვარამიას ტელევიზიას, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ყველაფერი დაინგრა, სამყაროს აღსასრულია და ბოლო დღეა, მსოფლიოს დაცემის დღე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხმა ძალიან ბევრი განსაცდელი ნახა, დაწყებული 90-იანი წლების ბნელი დღეებიდან, როცა კრიმინალები მართავდნენ ქვეყანას.

„მათ შორის უნდა აღვნიშნო, რომ იმდროინდელი კრიმინალები დღესაც „ნაცმოძრაობის“ რიგებში არიან ერთ-ერთ წამყვან პოზიციებზე, მათ შორის ბატონი რურუა, რომელიც პოლიტპატიმრად და სინდისის პატიმრად გამოაცხადეს. გვახსოვს, რომ ეს ადამიანები მართავდნენ, ჩაგრავდნენ და ხოცავდნენ ხალხს იმ პერიოდში. მე აბსოლუტურად ბუნებრივად და გულწრფელად მიჩნდება კითხვა და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ არის შეცდენილი, მე ასე მჯერა, რომ მათ სჯერათ, რომ კიდევ შეიძლება, ასე არ იყო, ან ამ ადამიანებს შეიძლება, გამოსწორების რაღაც შანსი მიეცეთ, ძმებო და დებო, როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის, ამდენი მძიმე დანაშაულის შემდეგ, მხარი დაუწირო ამ ძალას. თუნდაც ერთ მაგალითს მოვიყვან, პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ აარიდებს საკუთარ ხალხს და ქვეყანას ტერიტორიების დაკარგვას, ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის თავიდან არიდება ვერ შეძლეს სააკაშვილმა და ა.შ და ჩვენ გვახსოვს, თვითონ როგორ ლაჩრულად მოიქცა, მიატოვა ჩვენი ჯარი, ჩაახოცინეს ბიჭები და შემდეგ ვერ გამოიყვანეს, რომ არა ჩვენი პატრიარქი. კოდორის ხეობა არაფრის გამო გაატანეს ოკუპანტს, 100-ზე მეტი სოფელი, რომელსაც სააკაშვილმა თავად „რუსთავი 2“-ის ეთერში უწოდა „ქვების გროვა“. კითხვა მიჩნდება, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს კიდევ დაუჯერო. ეს ხომ ჩვენი დანაშაული იქნება, ჩვენც ხომ თანამონაწილენი ვხდებით იმ ბნელი წარსულის და დანაშაულის, რომელზეც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახსენეთ ჩვენს მოსახლეობას, რამ უნდა აღადგინოს, რამ უნდა დააკომპენსიროს ის მძიმე დანაკარგი და გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატი, მოღალატეობრივი პოლიტიკა თუ უგუნურება, როცა შენი ქვეყნის 20%-ს ჩააბარებ მტერს, კოდორის ხეობას, 100-ზე მეტ სოფელს, დევნილად აქცევ შენს საკუთარ მოსახლეობას და ამის შემდეგ კვლავ გაგიჩნდება სურვილი პოლიტიკაში დარჩენის და ხელისუფლებაში დაბრუნების. თუ ასეთ ძალას ჯერ კიდევ მხარს უჭერ, აქ უბრალოდ თეთრსა და შავზე გვაქვს საუბარი. თეთრი და შავი უნდა ავირჩიოთ და მადლობა ღმერთს, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მყარად და მტკიცედ დგას სიმართლის მხარეს. ცნობილი ფაქტია, რომ ცნობილი თაღლითები და მატყუარა ხალხი გამოირჩევიან განსაკუთრებული უნარით, ადამიანის მასების შეცდენის და ეს კარგად მოგვეხსენება, წაგვიკითხავს და ვიცით, როგორ ხდება. მჯერა, რომ ამას ახსნა ალბათ ეს აქვს, რომ ეს ადამიანები ჯერ კიდევ შეცდენილები არიან ჩვენი მოქალაქეების მცირე ნაწილი, მაგრამ მეტი კომუნიკაციაა მათთანაც საჭირო, რომ ეს საფრთხე, ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას აღარ დაუბრუნდეს და რა თქმა უნდა, დაუბრუნდება. ჩვენ მათ აღარ მივცემთ ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევის უფლებას. ეს იყო ერთი შემთხვევა, ეს იყო განსაცდელი, რომელიც ყველამ ერთად მოვიხადეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

კონსტანტინე ჟღენტი

19 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: ქართულმა საზოგადოებამ იმდენჯერ დაინახა „ენჯეოების“ დამოკიდებულება და იქიდან შეკვეთილი დოკუმენტები თუ ანგარიშები, რომ საზოგადოებამაც ისწავლა, თუ რას წარმოადგენენ. ამ ყველაფერმა შელახა მათი ავტორიტეტი

რაღაცა რომ შეგელახოს, უნდა გქონდეს. აღარ არის [არასამთავრობო ორგანიზაციების] ავტორიტეტი საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმა ქართული „ენჯეოების“ შელახული ავტორიტეტის ბრიუსელის მიერ აღდგენის მცდელობაზე საუბრისას.

 კოტე ჟღენტი

19 აპრილი 2026, 23:28

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მოვლენებს შეხედოს რეალურად და არა აღქმების საფუძველზე, რისი იმედიც მე ნაკლებად მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა.

კოტე ჟღენტი

19 აპრილი 2026, 23:18

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი ევროკავშირის ანგარიშზე: არანაირი ცვლილება ამ დოკუმენტის შემდგენლებში არ იქნება. ცვლილება არ იქნება იმათში, ვინც ინფორმაციას აწვდის. ამიტომ უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო

რეალობიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს იგივე მოლოდინი, რაც წინა დოკუმენტებში იყო, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში, კოტე ჟღენტმა ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას.

 თემურ ჭყონია

19 აპრილი 2026, 22:57

ეკონომიკა

თემურ ჭყონია პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე: მიდგომაზე არის დამოკიდებული შედეგიც. საჭიროა, შეიქმნას მეორე ინდუსტრია, რომელიც არანაკლებ მომგებიანია, არანაკლები ტექნოლოგიები სჭირდება და სამუშაო ადგილების შექმნაც შეიძლება

რომ გითხრათ, რომ ვადა ძალიან დიდია, ვერ გეტყვით, მაგრამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ თემის გადაწყვეტა 100%-ით, - განუცხადა „იმედის კვირას“ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ პლასტიკატის ბოთლების წარმოების აკრძალვის 4 წლით გადავადებაზე.

სვიმონ ჯანგულაშვილი

19 აპრილი 2026, 22:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ ის სასულიერო პირები, ვინც პატრიარქს ებრძოდნენ, პოლიტიკურად მუდამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს იყვნენ და ყველა საკითხზე მათ პროპაგანდას აჟღერებდნენ

ნანუკა ჟორჟოლიანს, ამ ყველაზე დაბალი სტანდარტების, არაპროფესიონალ, დილეტანტ ადამიანს, რომლის მთელი პროფესიული მიღწევები არის მხოლოდ და მხოლოდ სკანდალზე, სიყვითლეზე, ყვითელ თემებზე აწყობილი, აღელვებდა თავისი ახლად შექმნილი უბადრუკი მედია, რაღაცა პლატფორმისთვის რეიტინგის მოპოვება, - განაცხადა გადაცემაში იმედის კვირა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

 მიხეილ დუნდუა

19 აპრილი 2026, 22:32

ეკონომიკა

მიხეილ დუნდუა: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წლიდან წლამდე აძლიერებს თავის პოზიციებს და კეთილდღეობის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებს, ვიდრე ადრე ჰქონდა დაფიქსირებული, - განუცხადა „იმედის კვირას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

19 აპრილი 2026, 22:01

საზოგადოება

თანამედროვე სივრცითი დაგეგმარება - როგორი იქნება ქართული სოფლები და ქალაქები წლების შემდეგ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული ქალაქების - ძველი უბნების არქიტექტურა ბევრს ხიბლავს, განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს. თვალშისაცემია ქართული სივრცითი განაშენიანების უნიკალური სტილი სვანეთში, სამეგრელოში, გურიაში, ხევსურეთში, რაჭაში, აჭარაში, სამცხე -ჯავახეთში, ქართლში თუ კახეთში, რომელიც აქა-იქ შემორჩა, მაგრამ ერთ მთავარ რამეზე მიუთითებს - საქართველოს ჰქონდა უდიდესი კულტურა სივრცითი განაშენიანებისა, რომელიც დროსა და თვითნებურ მშენებლობებში ჩაიკარგა.

დავით ნებიერიძე

19 აპრილი 2026, 21:57

პოლიტიკა

ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ, პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ

თქვენი წარმატება მხოლოდ სპორტის ფარგლებში რჩება და საზოგადოებაში ლაჩრები და მედროვეები ხართ. პირში გაჩრილი ოქროს მედლებით და ფულით ჯიბე გამოვსებული კაცუნები ხართ, - წერს ოპოზიციის პროპაგანდისტი, დავით ნებიერიძე, ქართველი სპორტსმენების მოსამართით სოციალურ ქსელში.

გიორგი გაბუნია

19 აპრილი 2026, 21:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით

გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამძაფრდება სიძულვილის ენა, სიბინძურის ენა, რომელიც ეკლესიის მიმართ ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საზოგადოება არის ყურადღებით, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

ანდრია ჯაღმაიძე

19 აპრილი 2026, 21:40

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი

მეუფე პეტრე კვლავ შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადებებით გამოვიდა პატრიარქის მისამართით და ძალიან საკვირველია, როდესაც ელემენტარული კულტურის ნორმებია დასაცავი, - განუცხადა „იმედის კვირას“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

19 აპრილი 2026, 21:39

ეკონომიკა

ოთხწლიანი შეღავათი ბიზნესს - პლასტიკის ბოთლში სასმლის წარმოებისა და იმპორტის გადავადებული აკრძალვა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

საკვებთან შემხებლობაში პლასტმასის გამოყენება აკრძალულია - 4 წლით გადავადდა მხოლოდ ერთი აკრძალვა, რომელიც 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო და პლასტიკის ბოთლში სასმელის წარმოებასა და იმპორტს ეხება.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

19 აპრილი 2026, 21:34

საზოგადოება

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია

განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 21:29

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება

„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

19 აპრილი 2026, 21:27

პოლიტიკა

სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა ფეშენებელურ ვილას ყიდის - შაშკინის მდიდრული ცხოვრება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თბილისში მდებარე ეს ფეშენებელური ვილა დღეს გასაყიდად არის გამოტანილი. სწორედ ამ მისამართზე იწყება „იმედის კვირის“ სიუჟეტი. პოტენციური მყიდველის როლში, „იმედის კვირა“ ესტუმრა ობიექტს, სადაც მასპინძელი დიმიტრი შაშკინია — სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურა, ციხეებში ახალაიას სისასტიკის გამგრძელებელი და განათლების სისტემაში ტერორის შემოქმედი, რომლის სახელსაც თავდაცვის მინისტრობისას არაერთი სისხლიანი ოპერაცია უკავშირდება.

 მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

19 აპრილი 2026, 21:19

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო

პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 21:13

მსოფლიო

ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

19 აპრილი 2026, 21:04

საზოგადოება

ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ

გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.

19 აპრილი 2026, 21:04

პოლიტიკა

თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

19 აპრილი 2026, 20:57

ეკონომიკა

თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში

უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.

19 აპრილი 2026, 20:52

საზოგადოება

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.