ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაცმოძრაობას“ არ აქვს მორალური უფლება, ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკოს, ერთადერთი გამოსავალია, დატოვონ პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
მოდით, ვთქვათ, ვინ არის დღეს ოპოზიცია - სამწუხაროდ, ერთადერთი დესტრუქციული რადიკალური ძალა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მისი ბელადის, სააკაშვილის მეთაურობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტები მოსახლეობას ვერავითარ კონკრეტულ ხედვას თუ პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ სთავაზობენ.
„ვინმეს უნახავს რაიმე ან გამოსავლის გზები მათი მხრიდან შემოთავაზებული, ან რაიმე კონკრეტული გეგმა, ხედვა, პროგრამა? ნული, არავითარი. მათი მხრიდან 8 წლის განმავლობაში მხოლოდ ისმის ძალადობა, ზიზღი, შუღლი, ერთმანეთთან დაპირისპირება და ცილისწამების მთელი ეს პროპაგანდა, რომელიც უწყვეტად მოედინება მათი ბაგეებიდან და მათი ტელევიზიებიდან. სწორედ მათი მეთოდური მუშაობით, ეს ცნობილი მეთოდია, სხვათა შორის ფაშისტები იყენებდნენ, უწყვეტი პროპაგანდის მეშვეობით, შეუძლიათ, ჯოჯოხეთი ადამიანს მოაჩვენონ სამოთხედ და პირიქით. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ჩვენ მართლაც ჯოჯოხეთში ვცხოვრობდით. აქ არ არსებობდა არც თავისუფლება, არც ღირსება, არაფერი საერთოდ, ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო იყო, დღეს რომ გამოდიან და ბედავენ, რომ სასამართლოზე გველაპარაკებიან. ვინ გველაპარაკება ამას, ადეიშვილის და სააკაშვილის, ახალაიას, მერაბიშვილის, გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას, კეზერაშვილის პარტია, ამ თაღლითი მძარცველებისა და მჩაგვრელი ადამიანების პარტია. გველაპარაკებიან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პროკურატურის გამჭვირვალობაზე, პოლიციაზე, ჯარზე და ა.შ. მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, ჩვენი ხელისუფლება გააკრიტიკონ. მათი ერთადერთი გამოსავალია, დატოვონ პოლიტიკა, რომ ქვეყანა დაწყნარდეს, ხალხი დამშვიდდეს და ის ქაოსი და ისტერია, რაც შექმნილია მათი ტელევიზიების მეშვეობით, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. უნდა დამთავრდეს პოლარიზება, ადამიანების დაპირისპირება, ხელოვნური, გამოგონილი ბინძური ბრალდებებით და ცილისწამებებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს, ქვეყნის და ხალხის გამოწვევაა, რადგან ხალხს სჭირდება შინაგანი სიმშვიდე, სტაბილურობა თავისუფლება და ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც მთავრობა უქმნის.
„დასაქმებაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, 24 საათის განმავლობაში მათ ტელევიზიებსა და მათ რიგებში მიმდინარეობს საუბარი მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, უამრავ ბრალდებაზე. არავითარი დისკურსი, არავითარი საუბარი არ მიმდინარეობს ჩვენი მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე - გაჭირვებაზე, უმუშევრობაზე, დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე. რატომ? იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვა თემებით არის გაჯერებული. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი გზით, რადგან იციან, რომ 7 არჩევნებში სასტიკად დამარცხდნენ და მე-8 არჩევნებშიც სასტიკად დამარცხდებიან. რა თქმა უნდა, ხანდახან ადამიანს გიჩნდება სურვილი და ნატვრა გაქვს, ოცნებაც გაქვს, რომ ღირსეული კონკურენტი, ღირსეული მოწინააღმდეგე გყავდეს. ასეთ ადამიანებთან ასეთი დაპირისპირებაც უკვე მომაბეზრებელია ჩვენთვის ყველასთვის და მით უმეტეს, ხალხისთვის. წარმოგიდგენიათ, რამდენად აუტანელია მათი დემაგოგიის მოსმენა ყოველდღიურად, რაც ხდება მათ ტელევიზიებში. ყოველდღიურად, დილიდან დაწყებული გვიან ღამემდე, მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდა, რომ მოსახლეობა დაძაბონ, ხალხი მუდმივ სტრესში ამყოფონ და ეს განწყობა და შფოთვა მუდმივად სუფევდეს ჩვენს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს არაფერი, რომ მოსახლეობამ ვერ დაგეგმოს ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 03:12
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყება: აშშ-ის მიერ დაწესებული ბლოკადა უკანონო და არაეფექტურია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ „ირანის ალყაში მოქცევა შეუძლებელია“, რაც პასუხია ტრამპის მიერ ამ კვირაში გამოცხადებულ ბლოკადაზე.
16 აპრილი 2026, 03:00
მსოფლიო
ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ირანის მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში გაიმართება.
16 აპრილი 2026, 02:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის ირანთან საბრძოლო მოქმედებების შესაძლო განახლებისთვის, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აგრძელებს ოპერაციებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ და პარალელურად იწყებს მოლაპარაკებებს ლიბანთან.
16 აპრილი 2026, 01:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, ეთილსინდისიერად აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
16 აპრილი 2026, 01:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოსა და უნგრეთს შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ახალი ხელისუფლების პირობებში
ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა, ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყო საქართველოსთვის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „ღამის კურიერის" ეთერში საუბრისას.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში.
16 აპრილი 2026, 00:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალური სანქციებიც გამოიყენეს. ეს მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს, აძლიერებს იმ იდეას, რისთვისაც ვიღებთ ამ დარტყმას
ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ და იმდენი გაუგონარი რამ იქნა გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ პერსონალურ სანქციებიც გამოიყენეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა,"ღამის კურიერის" ეთერში.
16 აპრილი 2026, 00:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები
„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
16 აპრილი 2026, 00:46
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: მშვიდობა და სტაბილურობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნება“ ასჯერ ზომავს თითოეულ ნაბიჯს, იმისთვის, რომ საქართველოში ოდნავადაც არ გაიზარდოს უსაფრთხოების რისკები, ყველაფერს ვაზღვევთ
უნგრელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი. რა თქმა უნდა მივესალმებით უნგრელი ხალხის არჩევანს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:38
მსოფლიო
USA TODAY: პენტაგონი კუბაში შესაძლო სამხედრო ოპერაციებისთვის დაგეგმარების პროცესს ააქტიურებს
ამერიკული გამოცემა USA TODAY-სთვის ცნობილი გახდა, რომ კუბაში პენტაგონის შესაძლო ოპერაციისთვის სამხედრო დაგეგმარება აქტიურდება, იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქ ინტერვენციის ბრძანებას გასცემს.
16 აპრილი 2026, 00:33
პოლიტიკა
მაჭავარიანი: უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად“
უსამშობლო, უღმერთო, ნამდვილად არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა რა უნდა ვუწოდოთ ბოკუჩავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აცხადებს იმას, რომ პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად ახლა ეკლესია უნდა გამოიყენონ „სათამაშო მოედნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:15
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა
ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
16 აპრილი 2026, 00:01
მსოფლიო
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა
„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.
15 აპრილი 2026, 23:53
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია
არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
15 აპრილი 2026, 23:51
პოლიტიკა
პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება
სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.
15 აპრილი 2026, 23:32
საზოგადოება
პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი
დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
15 აპრილი 2026, 23:31
პოლიტიკა
პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები
აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.
15 აპრილი 2026, 23:16
პოლიტიკა
სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.


