ირაკლი ღარიბაშვილი: ვიდრე ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იქნება პოლიტიკაში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ვერ დაისვენებს, მათი დარჩენა ნიშნავს მუდმივ ქაოსს და დესტაბილიზაციას
ირაკლი ღარიბაშვილი
„ნაცმოძრაობა“ რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა სრულად გამყარებული დიქტატურა და ჩვენ დავემშვიდობებოდით ევროკავშირსაც, ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, ნატოსთან მიმართებაში ყველაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ერთხელ უკვე დაკარგეს ტერიტორიები და მეორედ ამის უფლება აღარ მიეცემათ.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, ვიცოდით რა მათი უგუნური პოლიტიკა, სამუდამოდ დავკარგავდით დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს. რა მაძლევს ამის თქმის უფლებას და საფუძველს? - მაძლევს ის, რომ არაფრის გამო კოდორის ხეობა ჩააბარეს ოკუპანტს, ასზე მეტი სოფელი, რომელზეც გამოვიდა ეს მავნებელი სააკაშვილი, მასხარა და თქვა, რომ ეს იყო ქვების გროვა. თქვენ გესმით რაზეა საუბარი? კაცი, რომელიც იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში, მტერს ჩააბარებს ასზე მეტ სოფელს და შემდეგ უწოდებს "ქვების გროვას" რაზეა საერთოდ საუბარი, სად ვართ?!. რატომ ვსაუბრობ ამდენს, იმიტომ, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, მეგობრებო. მე განსაკუთრებული აქცენტი მაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჯერ კიდევ შეცდენილია და ჯერ კიდევ ილუზია აქვს, რომ ამ ძალას, ვინც ერთხელ უკვე ნგრევა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩაგვრა და წამება ჩვენს მოქალაქეებს, აქვთ კიდევ რაიმეს გაკეთების შანსი და უფლება. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ჩვენი ტერიტორიები და მეორედ არ მივცემთ ამის გაკეთების უფლებას”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მმართველი გუნდის ფასეულობებზე და აღნიშნა, რომ ოპონენტების ნებისმიერ პროვოკაციას პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემა.
„ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, პროგრესზე, მშვიდად, მტკიცედ, მყარად უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, აუღელვებლად, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ძლიერი ხელისუფლება მათ ნებისმიერ პროვოკაციას მშვიდად, მტკიცედ და მყარად კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა, გასცემს და ყოველთვის გაუცია პასუხი და ადგილს მიუჩენს მათ ყოველთვის, მათი ადგილი არის პოლიტიკის მიღმა, ეს ადამიანები უნდა გავიყვანოთ პოლიტიკიდან, მათი დარჩენა ნიშნავს მუდმივ ქაოსს და დესტაბილიზაციას ჩვენი ქვეყნის, ხალხი ვერ დაისვენებს, ჩვენი ქვეყანა ვერ დაისვენებს, მანამ სანამ ეს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ძალა იქნება პოლიტიკაში, ეს არის რეალობა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ღირებულებებზე და ფასეულობებზე. ჩვენი ჯგუფი, ჩვენი გუნდი რატომ არის ძლიერი და რატომ ვიგებთ ამ არჩევნებს. კიდევ ვიმეორებ, შეცდომებიც არის, ყველაფერი არის, მაგრამ ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები და ამიტომ ვართ შეკავშირებულები ერთმანეთთან. მიმდინარეობს ბუნებრივი ფილტრაციაც - ზოგი გვტოვებს, ზოგიც მიდის, ზოგი მოდის, მაგრამ ჩვენი რიგები ყოველთვის არის შევსებული ღირსეული ადამიანებით, რომლებიც აფასებენ ერთგულებას, სიმართლეს, პატიოსნებას, ღირსებას, თავისუფლებას და რაც მთავარია, მათ ესმით სამშობლოს სიყვარული. აი, ამ ფასეულობებზე დგას „ქართული ოცნება“ სწორედაც და ასევ გავაგრძელებთ ჩვენ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის პატრონობას და ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომას. რაც მთავარია, შეხედეთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეორე გუნდს. შემთხვევითი არ არის რა თქმა უნდა, რომ ასეთი ბექგრაუნდის, ასეთი მემკვიდრეობის მქონე ადამიანების რაღაც სახე არის, თითქოს ერთსახოვანია, ყველა ერთნაირია ოპოზიციის რიგებში. რატომ, იმიტომ, რომ მათაც ანალოგიური ამ ყველაფრის ანტიპოდები არიან და ამის ყველაფრის საპირისპირო ღირებულებები აკავშირებთ. სააკაშვილს, გვარამიას, ნიკა მელიას, რომელიც ასევე წარმატებით იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში წინა ხელისუფლების დროს და ახლაც. ჩვეულებრივი კრიმინალია და ყველა ეს ადამიანი - კეზერაშვილი იქნება, ბოკერია იქნება, უგულავა თუ სხვა, ვანო მერაბიშვილი, ახალაიები და სადისტები და სისასტიკით გამორჩეული ადამიანები. ამიტომაც არჩევანი სახეზეა მეგობრებო. ჩვენ ან ავირჩევთ ისევ სააკაშვილს, ბოკერიას, უგულავას, ახალაიას, მერაბიშვილს და ექნებათ ის 15 თუ 20 პროცენტი, ისევ გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნის მოწამლვას და ჩვენი მოსახლეობის ისევ დაძაბვას, ან მეორე მხრივ არის ძალა, რომელიც თავის სიკეთეებით, თავისი შეცდომებით, თავისი ფასეულობებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ჩვენი ქვეყნის წინ წაწევას”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


