სალომე ზურაბიშვილი მთავრობის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას გამოეხმაურა
სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ზუსტად 1 თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენაბამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელი არის და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები, სიძულვილის ენის, ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე, დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები და ამასთან, ამ პროცესს დააკვირდებიან პარტნიორები
„აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი პოლიტიკური თუ ეკონომიკური სირთულე. რომ არა, ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა თუ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.
ისიც გვესის, რომ რაიმე სახით ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომის და ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.
სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, განცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი - ვალის შემცირების აუცილებლობა- ანალიზს ვერ უძლებს! როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას, და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონ ევროიანი (ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის) სესხი. გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად პრიორიტეტული საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია.
ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით - არ შემოიფარგლება. აქ მთავარი ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი სიტყვის სანდოობაა! მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება გააჩნია, თუმცა სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, აისახოს, როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ასევე უცხოელი ინვესტორების განწყობაზეც.
დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური იზოლაციონიზმი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მდიდარ ქვეყნებისთვისაც მიუღწევადია, და ჩვენთვის როგორც პატარა ქვეყნისთვის სახიფათო ილუზიაა, ამ გადაწყვეტილებებს არ უდევს საფუძვლად, თუმცა საჭიროა სიფრთხილე, რათა ასეთმა ნაბიჯებმა მოსახლეობაში არ გააჩინოს ცრუ წარმოდგენები.
ევროკავშირის სოლიდარობასა და პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია, რაც მოსახლეობის 80%-ს არა თუ ესმის, კიდევაც იზიარებს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ავღანეთის შემდგომ პერიოდში, ახალი სტრატეგიული ვითარება იქმნება, სადაც ჩვენი სტაბილურობა და უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება ევროპაზე ვიდრე აქამდე.
როცა ჩვენს მოქალაქეებს ვპირდებით „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“ და ევროპელ პარტნიორებს 2024 წელს კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამ გზაზე შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების სრული ნდობა და მხარდაჭერა!
ჩემი როლი ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში: მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს, ყველაფერს ვიღონებ, რომ არავინ, არც ხელისუსფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმეტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა; მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.
ჩემი პოზიცია უცვლელია: მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის, რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.
21 ივლისი 2026, 20:26
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.
21 ივლისი 2026, 20:24
პოლიტიკა
გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდიდან საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაცია აღარ იძებნება. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
7 თვიანი ლოდინის დასასრული და შესაძლებლობა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვისთვის - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია რწმუნებათა სიგელებს გერმანიის პრეზიდენტს 23 ივლისს გადასცემს.
21 ივლისი 2026, 20:11
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში. „ქრონიკა“ სინგაპურიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში - მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური რეფორმები, ფინანსური სექტორი და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების გამოცდილების გაზიარებაა.
21 ივლისი 2026, 19:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.


