ირაკლი ღარიბაშვილი: მამუკა ხაზარაძემ ბრალი დამდო, რომ ხალხს ვატყუებ და ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კმ გზა, სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რომ შესულიყო, ძალიან მარტივად გაარკვევდა, რომ ქვეყანაში არის 21 101 კმ გზა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
მინდა, რამდენიმე სიტყვით ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩვენს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შევახსენო, თუ რა გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში; იმის მიუხედავად, რომ უამრავი სირთულე იყო, ჩვენ შევძელით და დავიწყეთ მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზმომარაგება, წყალგაყვანილობა, სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, ასობით სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდა ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშენდა 170 ახალი სკოლა, 250 სკოლის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა და მომდევნო წლებში 800 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით.
„ბაღების მშენებლობა იქნება, ამბულატორიების, 100-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა-მოწყობა მოხერხდა ბოლო წლების განმავლობაში. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია აღდგენა მოხდა. გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოვიდა ტელევიზიით, კერძოდ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბრალი დამდო, რომ მე ვატყუებ ხალხს და არასწორი მონაცემები მაქვს გაჟღერებული. კერძოდ, მან თქვა, რომ ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კილომეტრი გზა. ამ დროს ძალიან მარტივი იყო ამის გადამოწმება, სულ მცირე, სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რომ შესულიყო ადამიანი ან მისი თანაშემწე, ძალიან მარტივად გაარკვევდა, რომ ქვეყანაში არის 21 101 კილომეტრი გზა. აქედან 10 ათასი კილომეტრზე მეტი და პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე, გზის აღდგენა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში. 150 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზის მშენებლობა დავასრულეთ და ჯამში აშენებულია 219 კილომეტრი. მხოლოდ 68 კილომეტრი იყო აშენებული წინა ხელისუფლების დროს და გაოცებული კითხულობდა, როგორ მოახერხეს ამდენიო. ჩვენი ბრალია, რომ ჩვენს მოსახლეობას აქტიურად არ ვაბარებთ ანგარიშს. ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემა მართლაც ეს არის. თავიდან, მოგეხსენებათ, ზღვარგადასული პროპაგანდის, კამპანიის და პიარის პირობებში, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ჩვენი მთავრობის ხელწერა შედარებით შევცვალეთ, თუმცა ეს შეცდომა იყო. ამიტომაც, ჩვენ კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტი საქმე უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროგრამები თუ სხვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის პროგრამებში 2 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და 1700-მა ბენეფიციარმა ისარგებლა შესანახი-სამაცივრე მეურნეობების მოსაწყობად განკუთვნილი პროგრამებით.
„14 ათასამდე ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა, გრძელვადიანი კულტურები. 6 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახი გაშენდა და ასობით საწარმო დაფინანსდა, იქნებოდა ეს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ თუ სხვა უამრავი პროგრამა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, იქნებოდა ეს სასტუმროების მშენებლობა და ამ მიმართულებით წახალისება თუ სხვა. ასობით ახალი სასტუმრო გაიხსნა, აშენდა, მათ შორის ჩვენი თანადაფინანსებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებული ბიძგი მივეცით ტურიზმის განვითარებას, ყველა მიმართულებით. შემთხვევითი არ იყო ის, რომ 2019 წელს საქართველოში ტურისტების, ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა - 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მაქსიმალურად სრულად ავითვისოთ ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ულამაზეს, უნიკალურ ქვეყანას გააჩნია. ვიმყოფებით რა ამ ულამაზეს, ასევე უნიკალურ მუნიციპალიტეტში, რა თქმა უნდა, ხონს აქვს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი. ამიტომაც, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, კიდევ უფრო მეტ პროგრამებს შევთავაზებთ მოსახლეობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 15:55
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა
„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
19 აპრილი 2026, 15:55
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.
19 აპრილი 2026, 15:55
საზოგადოება
დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
19 აპრილი 2026, 15:35
სპორტი
ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა
მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
19 აპრილი 2026, 15:02
სპორტი
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.
19 აპრილი 2026, 14:50
საზოგადოება
ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება
Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.
19 აპრილი 2026, 14:47
მსოფლიო
ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია
„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.
19 აპრილი 2026, 14:36
საზოგადოება
მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.
19 აპრილი 2026, 14:32
ეკონომიკა
ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში
საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.
19 აპრილი 2026, 14:30
მსოფლიო
„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს
„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.
19 აპრილი 2026, 14:23
მსოფლიო
Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა
ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
19 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით
„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
19 აპრილი 2026, 14:16
მსოფლიო
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან
ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.
19 აპრილი 2026, 14:10
მსოფლიო
ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს
„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.
19 აპრილი 2026, 14:06
მსოფლიო
მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 აპრილი 2026, 13:45
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
19 აპრილი 2026, 13:35
მსოფლიო
ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს
დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.
19 აპრილი 2026, 13:33
საზოგადოება
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.
19 აპრილი 2026, 13:21
რეგიონი
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.
19 აპრილი 2026, 13:04
სპორტი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებით დაბრუნდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე მან ამერიკელ მოჭიდავეს დაძაბულ ბრძოლაში 8:5 აჯობა.


