მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომაზე განხილული საკითხები დაასახელა
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ამნისტიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
„ყოველი პლენარული სხდომის წინ ტრადიციულად იმართება უმრავლესობისა და ფრაქციის სხდომა. ხვალ რამდენიმე მნიშვნელოვანი კენჭისყრაა. აქედან გამოვყოფდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაზეც დღეს დილითაც ვიმსჯელეთ ოპოზიციასთან.
ჩვენ არ ვეხებით არც ერთ სხვა საკითხს, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველივე ვერსიაში იყო გათვალისწინებული და რაზეც შეთანხმება იყო, გარდა ერთისა. ხვალ ჩვენ სხდომაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომელსაც პრაქტიკულად დასავლურ, ცივილურ სამყაროში, მსოფილოში ანალოგი და პრეცედენტი არ გააჩნია.
ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე მივდიოდით მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს დოკუმენტი ანულირებულია და ამის აღარანაირი ვალდებულება აღარ გაგვაჩნია, ვფიქრობთ, გადავწყვიტოთ ეს საკითხი თანამედროვე, მსოფლიო, ცივილიზებული სტანდარდატის შესაბამისად. ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები იქცევიან და ჩავწეროთ კონსტიტუციაში ისეთივე ჩანაწერი, უფრო სწორად დავტოვოთ ისეთივე ჩანაწერი, რომელიც პროკურორის არჩევის წესთან არის დაკავშირებული. მათ შორის სხვა ქვეყნებშიც, რომელთან დაკავშირებით ჩვენ კითხვის ნიშნები არ გვაქვს.
ცესკო-ს თავმჯდომარე ან წევრი რა წესითაც უნდა აგვერჩია, ასეთივე დათქმა იწერებოდა პროკურორთან დაკავშირებით, რაც არ არის არც პრაქტიკული და არც რაიმე იურიდიული ლოგიკიდან გამომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისე დარჩება როგორც არის. სხვა საკითხებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით კენჭისყრა იქნება და ისე დავუჭერთ მხარს, როგორც ეს პირველივე ვერსიაში იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევის საკითხს ხვალინდელი მოსმენის დროს ცვლილება არ შეეხება.
„ბარიერის 2%-მდე დაწევაზე დღესაც იყო მსჯელობა. უდიდესი ალბათობით ხვალ ჩვენ ამ საკითხს საბოლოო ჯამში კენჭისყრის დროს არ შევეხებით, ანუ 2%-იანი ბარიერი დარჩება ამ მოსმენის დროს. ფრაქციების დაკომპლექტების წესზეც რა შეთანხმებაც შედგა, არ ვეხებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ასევე, მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ამნისტიის საკითხებზეც იმსჯელეს.
„ჩვენ დღის წესრიგში გათვალისწინებული გვქონდა ამნისტიის საკითხებიც და უმრავლესობის სხდომაზე ამაზეც ვიმსჯელეთ, რადგან ეს იყო პრემიერ-მინისტრის დიდი ხნის წინანდელი დაპირება კოვიდ ჯარიმების ამნისტირებასათან დაკავშირებით, ოღონდ ეს არ შეეხება მომავალ ურთიერთობებს. ამ მიმართულებით ჩვენ ოქროს ბალანსი გვაქვს დასაცავი. ასევე ვიმსჯელეთ იმ ამნისტიაზე, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
ამას შეთანხმება არ სჭირდება. ჩვენ ამ ურთიერთობაზე მივყვებით. ჰაერიდან მოტანილ პრინციპს რომ იყენებდნენ და ამბობდნენ, პრაქტიკულად თანხმობაა წინააღმდეგობის არ გაწევაო, აქ მათ პრინციპზე და დაკრულზე ვერავინ ივლის. ამნისტია მის ობიექტს რომ შეეხოს, საჭიროა, სულ მცირე, არ დააფიქსიროს წინააღმდეგობა ამნისტიის გამოყენების მიმართ. ამ შემთხვევაში შეეხება ამნისტია ყველას, ვისზეც იყო საუბარი ამნისტიის პირობებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
27 მაისი 2026, 21:08
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.
27 მაისი 2026, 20:53
პოლიტიკა
უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს - სენატორი ჯინ შაჰინი ომში მყოფ ქვეყანაზე და შეფასებები თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ინტერესების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ გზის აუცილებლობას მმართველ გუნდს ამერიკელი სენატორის განცხადებაც უჩვენებს.
27 მაისი 2026, 20:51
პოლიტიკა
ისტორიის გადაწერის მცდელობა ოპოზიციისგან - მმართველი გუნდი 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 მაისი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენენ და მართავენ, მძიმე წარსულის ფაქტობრივი დასტურია.
27 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს
ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 20:42
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.
27 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.
27 მაისი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ახალი სლოგანი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მორიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ე.წ. საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო.
27 მაისი 2026, 20:23
პოლიტიკა
„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.
27 მაისი 2026, 20:20
მსოფლიო
„არა, არა, არავითარ შემთხვევაში“ - ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის.
27 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:17
სამართალი
გამოძიება სამართალდამცველების წინააღმდეგ. დეტალები „ქრონიკაში“
ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტება - პროკურატურამ გორში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.
27 მაისი 2026, 20:08
რეგიონი
პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მომავალ წელს ზუგდიდში დევნილებს ახალი და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ექნებათ. ეს ერთ-ერთია სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. მათ შორის არის განახლებული სკოლა სენაკში და რძის საწარმო.
27 მაისი 2026, 20:02
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.
27 მაისი 2026, 19:54
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
27 მაისი 2026, 19:51
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
27 მაისი 2026, 19:45
პოლიტიკა
„საჰაერო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა.
27 მაისი 2026, 19:38
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.


