IMEDI /  06 სექტემბერი 2021, 20:06 / სანდო წყარო

კახა კალაძე წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს

კახა კალაძე

კახა კალაძე

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს - რა იგეგმება დედაქალაქში მომავალი 4 წლის განმავლობაში:

„პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში თქვენგან ვგრძნობ. მადლობა ყველას იმ გულწრფელი კრიტიკის და შექებისთვის, რომელიც მაძლევდა უფრო მეტ მოტივაციას და ძალას, ჩვენი დედაქალაქის სამსახურში მეტი ენერგია და მოწადინება ჩამედო.

მე, ამ ქალაქისთვის არა უბრალოდ კარგი, არამედ ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო მინდა, ეს არის ჩემი ამბიცია, ჩემი როგორც პოლიტიკოსის, როგორც მოქალაქის, როგორც თბილისის სამსახურში მდგომი საჯარო მოსამსახურის მიზანი, გნებავთ გამოწვევა და თქვენგან დაკისრებული ვალდებულება !

მე ვარ ბედნიერი, როცა სამუშაო დღის ბოლოს, ვბრუნდები სახლში და ჩემს ოთხ პატარა თბილისელს, ჩემს მეუღლეს ვუყვები, თუ როგორ ჩაიარა მორიგმა სამუშო დღემ, ვუყვები იმ გეგმებზე რასაც ვახორციელებთ მათთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს დედაქალაქში ცხოვრობს და მომავალში იცხოვრებს. ბედნიერი ვარ, როცა რიგითი მოქალაქეების თვალებში ვხედავ მხარდაჭერას, მოწონებას და იმედს-რომ ჩვენი თბილისი არა მხოლოდ კარგი, არამდე საუკეთესო ქალაქი იქნება.

და აი დღეს, მინდა გულწრფელად გესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, ასეთი ნამდვილად ბევრია და არაერთხელ გვისაუბრია, არამედ მინდა ისიც შეგახსენოთ, თუ რისი გაკეთება დავგეგმეთ ამ ოთხი წლის წინ, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო სამწუხაროდ შეფერხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს პროექტები არ განხორციელდება პირიქით ამასაც გავაკეთებთ და ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

აუცილებლად განვავრცობ თითოეული პროექტის სამომავლო გეგმებს, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ პროექტების რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში და გაგაცნობთ საარჩევნო პროგრამის საკვანძო მიმართულებებს, ამის შესახებ მომდევნო დღეებში სათითაოდ, თემატურად უფრო დეტალურ პრეზენტაციებს წარმოგიდგენთ.

ოთხი წლის წინ, მე და ჩემმა გუნდმა ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც წინა მმართველებმა არაერთი კარგი საქმე გააკეთეს, თუმცა აგრეთვე უდიდესი პრობლემები დაგვრჩა მემკვიდრეობად. უკანასკნელი 30 წლის ისტორიის ქარტეხილების, სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური, გნებავთ მორალური მიზეზების გამო, სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრაზე საფუძვლიანად და სისტემურად ზრუნვა ვერავინ შეძლო. მეტიც, ზოგიერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ რიგი პრობლემები კიდევ უფრო მოცულობითი გახადა, და ეს არასწორი გადაწყვეტილებები ქალაქის ინტერესებს დღესაც კი აზიანებენ.

ამ საკითხების მოსაგვარებლად და განვითარების სწორ, შეუქცევად გზაზე თბილისის დასაყენებლად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა 2017 წელს შევქმენით ამბიციური და ამავდროულად რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მაშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა. ეს იყო სტრატეგიული ჩანაფიქრი--ერთადერთი სწორი გამოსავალი დედაქალაქის განახლების და ევროპულ სტანდარტზე მიახლოების მიზნის მისაღწევად.

დიდი მადლობა ყველა თბილისელს ვინც ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა კარგად გააცნობიერა და ქალაქის საჭიროებები პირად კომფორტზე წინ დააყენა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

ამ შვიდი პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე თბილისელებს უკვე ჩავაბარე დეტალური ანგარიში და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო 4 წლის წინ.

დღეს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, აქცენტს გავაკეთებ იმ პროექტებზე, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, თუმცა სხვადასხვა ობიექტური ფაქტორების გამო, მათი განხორციელება ვერ შევძელით. ვერ შევძელით, რადგან რთულია, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს მიჰყვე წინასწარ დაგეგმილ ჩანაფიქრებს და არ აუწყო ფეხი, და მენეჯმენტი ამ გლობალურ პრობლემას.; რთულია ახალი ძვირადღირებული რეკრეაციული სივრცეების, ან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იფიქრო, როდესაც, კოვიდისგან გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო ათასობით შენი თანამოქალაქე შემოსავალის და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გარეშე რჩება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მერია მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაზე და ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაეწყო, სახსრებიც ამ მიმართულებით გადავანაწილეთ და ამ მხრივაც ბევრის გაკეთება შევძელით ჩვენი მოსახლეობისთვის.

მინდა მაგალითისთვის შეგახსენოთ ის გეგმები, რაც პანდემიამ შეგვიფერხა. დაპაუზდა ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი სამგორი ლილოს მიმართულებით. ლოქდაუნის გამო ვერ შევძელით დროულად მოგვეძიებინა კვალიფიცური კომპანიები, რომლებიც თბილისის ანძის პროექტს განახორციელებდნენ, 4 წელიწადში ვერ დავასრულეთ ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, თუმცა ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია, როგორც ამ და ისე ჩამოთვლილ პროექტებს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.
ასევე, პანდემიისგან გამოწვეულმა პროცესებმა დააზიანა ღამის ეკონომიკის პროგრამა და ვერ შევძელით ბოლომდე აგვეთვისებინა ის პოტენციალი, რაც თბილისს ამ მიმართულებით გააჩნია, თუმცა მოვახერხეთ, გლობალური პანდემიით დაზარლებულ ღამის ეკონომიკის სექტორებს გვერდში დავდგომოდით და შევეცადეთ, კრიზისი შეგვემსუბუქებინა, რათა თბილისის დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით შენარჩუნდეს. ასევე, გადაიდო გამზირების რეაბილიტაცია,რომელიც თბილისის უბნებს კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს გახდიდა.

სამწუხაროდ, ასე შეაფერხა მსოფლიო პანდემიამ ჩვენი თბილისური გეგმები, თუმცა პროექტების განხორციელებას მაინც შევძლებთ უახლოეს მომავალში, ყველა ეს პროექტი გათვალისწინებულია ჩვენს შემდგომ, ოთხწლიან პროგრამაში. ყველას იმედი გვაქვს რომ ეს პანდემია სულ მალე უკან დაიხევს და ყველანი დავუბრუნდებით ჩვეული ცხოვრების რიტმს.

ოპტიმიზმის და მომავლის იმედს გვმატებს ის, რომ 2017 წელს წარმოდგენილი ჩვენი სარჩევნო პროგრამიდან ამ რამდენიმე მიმართულების გარდა, პრაქტიკულად ყველა პროექტის განხორციელება შევძელით. ეს გვიქმნის სტიმულს და თავდაჯერებულობას, რომ შევძლებთ იმ რამდენიმე შეუსრულებელი პროექტის განხორციელებასაც, რომელიც 2017 წლის პროგრამით წარმოვადგინეთ და იმ პროგრამული დაპირებების შესრულებასაც, რომელსაც ახალი საარჩევნო პროგრამით ვგეგმავთ და რომელიც არსებითად შეცვლის ჩვენს ქალაქს უკეთესობისკენ.

ახლა კი, წარმოგიდგენთ იმ პროგრამულ მიმართულებებს, რომლებიც ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე პრიორიტეტული იქნება“, - მიმართა კახა კალაძემ შეკრებილებს.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2026, 23:45

რეგიონი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:35

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი, AfD-ის წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის

თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:32

პოლიტიკა

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

მმართველ სისტემას ეშინია ახალი მთავრობისა, რომელიც შეიძლება გერმანიაში ჩამოყალიბდეს. ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ყველაზე ძლიერი პარტია აღმოვჩნდით საქსონია-ანჰალტში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა.

ირმჰილდ ბოსფორდი

13 სექტემბერი 2026, 23:29

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა, ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

გერმანელმა ევროპარლამენტარმა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ირმჰილდ ბოსდორფმა გადაცემაში „EURO ანატომია“ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ.

ირმჰილდ ბოსდორფი

13 სექტემბერი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია, შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა

წამყვანმა მას გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და მისი პარტიის ყოველწლიურად მზარდ რეიტინგს გაუსვა ხაზი. კითხვაზე, რატომ დაკარგა მათი პარტიის სტიგმატიზაციამ გავლენა გერმანელ ამომრჩეველზე და რამ განაპირობა არჩევნებში AfD-ს გამარჯვება, ბოსდორფმა განაცხადა, რომ ადამიანები ხედავენ, რომ გერმანიაში პრობლემების რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, მათი პარტიის წინააღმდეგ გამოთქმულმა არგუმენტებმაც აზრი დაკარგა.

13 სექტემბერი 2026, 22:25

კულტურა

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

აჭარამ „გონიოს ჰანგებს“ უმასპინძლა. საერთაშორისო ფესტივალი ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლესთან ასოცირდება.

ზურაბ სიჭინავა

13 სექტემბერი 2026, 22:20

ეკონომიკა

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი, მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ.

13 სექტემბერი 2026, 22:02

მსოფლიო

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

მსოფლიო ლიდერებთან ერთად მასშტაბურ ფორუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა. კოსმოსის თემაზე ასეთი მასშტაბის უმაღლესი დონის შეკრება პირველად გაიმართა. 120-მდე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კოსმოსის მომავალზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

გურამ დავითაშვილი

13 სექტემბერი 2026, 22:02

სამართალი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა გურამ დავითაშვილმა.

ალექსანდრე დარახველიძე

13 სექტემბერი 2026, 21:55

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები, თავშესაფრის სისტემას და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.

13 სექტემბერი 2026, 21:39

სამართალი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

როგორც აღმოჩნდა, ფიქციურ ქორწინებასა და სტუდენტის ყალბ სტატუსს, დასავლური ქვეყნების მსგავსად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად საქართველოშიც ხშირად იყენებენ. შესაბამისად, არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით, სახელმწიფოს დამატებითი რეგულაციების შემოღება და კანონების გამკაცრება მოუხდა.

გორდონ კიოლერი

13 სექტემბერი 2026, 21:32

პოლიტიკა

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე, სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ გორდონ კიოლერმა AfD-ს აკრძალვის მცდელობაზე საუბრისას.

კრისტიან მერტენსი

13 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

AfD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში AfD-ს დეპუტატმა კრისტიან მერტენსმა. გერმანელი დეპუტატი რეგიონულ არჩევნებში AfD-ს გამარჯვებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ საქსონია ანჰალტის მოსახელობის დიდი უმრავლესობის ხმები მიიღო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პოლიტიკის წარმოებას მხოლოდ და მხოლოდ გერმანელი ერის ინტერესების შესაბამისად აპირებს.

13 სექტემბერი 2026, 21:17

სამართალი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

გამოძიების ვერსიით, სქემის მონაწილეები პაციენტებისა და ექიმების მონაცემებს „დარქნეტზე“ ყიდულობდნენ და შესაბამისად, დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვს აღარ იწვევდა და თანხებიც ფიქციური კომპანიების ანგარიშებზე ყოველგვარი შეფერხების გარეშე ირიცხებოდა, შემდეგ კი, დანაშაულებრივი სინდიკატების ოფშორულ ანგარიშებზე ხვდებოდა. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა პენსიონერებმა მიიღეს ათასობით დოლარის ხარჯთაღრიცხვა მომსახურებაზე, რომლითაც არ უსარგებლიათ.

არჩილ გორდულაძე

13 სექტემბერი 2026, 21:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

როგორც ირკვევა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა სხვა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები ჰქონდა მიცემული სხვა მაღალი თანამდებობის პირს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბატონი ირაკლის წინააღმდეგ და ახალი ბრალის წარდგენასაც ლოგიკურად იგი მოელოდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას.

13 სექტემბერი 2026, 20:59

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უამრავი ხელოვნური ბარიერის, ზეწოლის და აკრძალვის მცდელობის მიუხედავად, რეგიონულ არჩევნებში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება და მისი სწრაფად მზარდი რეიტინგი აჩვენებს, რომ გერმანიასა და მთლიანად ევროკავშირში ბრიუსელის ცენტრალიზებული პოლიტიკით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება.

ვატო შაქარიშვილი

13 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ვხედავთ, რომ ის აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ კამპანიაში, „ასავალ-დასავალთან“, „პატრიოტთა ალიანსთან“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, რომლის მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება

ყოველგვარ მორალს მიღმაა ისეთი ადამიანის ტრაგედიით სპეკულურება, როგორიც გახლდათ ზურაბ ლაზარე ჯორბენაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე საუბრისას. მისი თქმით, ლაზარე ჯორბენაძის ადამიანის პირადი ტრაგედიის პოლიტიკაში გადატანა და ამით დივიდენდების მიღების მცდელობა ამორალურია.

13 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

რატომ ჩადგა ყოფილი პრემიერი თავისი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - ღარიბაშვილის მეტამორფოზა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

რატომ ჩადგა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი ყოფილი გუნდის ოპოზიციაში - წერილები ციხიდან გრძელდება და უმძიმესი ბრალდებები ისევ ისმის.

ამირან სალუქვაძე

13 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ტყვე რას ნიშნავს? ტყვე არის, რომელიც ჩაგბარდა და წინააღმდეგობას აღარ გიწევს. ვინც გებრძვის იარაღით, იმას ესვრი და კლავ, ეს დანაშაულად არ ითვლება. რა მომენტიდანაც ის [ტყვე] ჩაგბარდა, მის უფლებებს იცავს საერთაშორისო სამართალი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ბარამიძის შემთხვევა იქნება გამაფრთხილებელი სხვებისთვის და მსგავსი განცხადების გაკეთებამდე ასჯერ დაფიქრდებიან.