არჩილ თალაკვაძე: ერთადერთი დაბრუნება, რაც სააკაშვილს შეუძლია, არის, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ეს ადრე თუ გვიან ასეც მოხდება
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩამოდის და მათ შორის არცერთი მიხეილ სააკაშვილი და არც ერთხელ მიხეილ სააკაშვილი არ ჩამოსულა, იმიტომ რომ მას აქვს პრობლემები კანონთან და საქართველოს სახელმწიფოსთან. მან უარი თქვა მოქალაქეობაზე და დღემდე უკრაინიდან უკანონო ჩარევას ახორციელებს პოლიტიკურ პროცესსა და არჩევნებში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეებსაც ატყუებს, როდესაც ეუბნება, რომ იგი სხვებზე მეტი უკრაინელია და სხვებზე მეტად უყვარს ქვეყანა. თალაკვაძემ განმარტა, რომ სააკაშვილი იმავეს აკეთებდა საქართველოშიც. მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო და ამავე დროს მათ საკუთრებას ართმევდა, უფლებებს ულახავდა, ბიზნესსა და ტელევიზიებს რეკეტს ეწეოდა.
„რაც შეეხება მის დაპირებას, ამის უკან ორი რამ დგას. მას მართლაც უნდა დაბრუნება კანონის გვერდის ავლით და ასევე სურს ძალაუფლება როგორმე დაიბრუნოს საარჩევნო ყუის გვერდის ავლით. ყველა მცდელობა, რაც დღემდე იყო, მისი მოწოდებები - ავიღოთ იარაღი, დავამხოთ ხელისუფლება, ავადუღოთ სამეგრელო, ყველა ეს მესიჯები ერთმანეთთანაა დაკავშირებული, როგორც არეულობისა და დესტაბილიზაციის გზავნილი საკუთარი მხარდამჭერებისა და პარტიის მისამართით.
ეს მისი ახლანდელი ანონსიც მაღალი ალბათობით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას მართლაც სურდა წინა თვეებში, ამ წლის დასაწყისში ჩამოსვლა და სურდა სწორედ დესტაბილიზაციური სცენარით, რომელზეც ჩვენ შემდეგ გაგვიჩნდა კითხვები, რაზეც „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად ვსაუბრობდით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლასა და დესტაბილიზაციას ვერ შეძლებს, რადგან ამისთვის მას სჭირდება ხელისუფლებაში დასაყრდენი და დესტაბილიზაცია.
„მას სჭირდება ქვეყანაში არეულობის ფონი და დესტაბილიზაცია, რასაც ცდილობს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ჯერზე აღკვეთა ასეთი მცდელობები. ჩვენ არ დავუშვებთ არც იმას, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ვინმემ, მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირმა, სცადოს და ხელი შეუწყოს მიხეილ სააკაშვილს ასე დაბრუნებაში. ერთადერთი დაბრუნება, რაც მას შეუძლია, არის ის, რომ წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ეს ადრე თუ გვიან ასეც მოხდება“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 23:19
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.


