ირაკლი ღარიბაშვილი: შეხედეთ ჩვენს ოპონენტებს, არავინ საუბრობს არც ხვალინდელ დღეზე, არც ხედვებზე, რადგან არ გააჩნიათ, მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება სიღარიბე და უმუშევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც განხორციელდება, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის, მთავარი მტრის დასამარცხებლად უნდა იყოს გამიზნული და ორიენტირებული.
„ჩვენთვის არ არსებობს სხვა გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა, სიღარიბისა და უმუშევრობისა. ამ სამ მთავარ გამოწვევაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ვფიქრობ, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ოკუპაციის გამოწვევასაც, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს და ასეც არის, უალტერნატივო პერსპექტივა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. შეხედეთ ჩვენს ოპონენტებს, არავინ საუბრობს არც ხვალინდელ დღეზე, არც გეგმებზე, არც ხედვებზე, რადგან არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია, რადგან ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70%-ზე მეტი, 75% არის წინააღმდეგი ყოფილი ხელისუფლების და მათი ჯალათების. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის განმეორების უფლებას არ მივცემთ. ამიტომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება. განვითარება უნდა შევიდეს ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს სიკეთე გადანაწილდება რეგიონების მიხედვით. თითოეულ მუნიციპალიტეტს მოვარგებთ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც იქ არსებულ გამოწვევებს გადაჭრის, ასევე გათვალისწინებული იქნება ის რესურსები და პოტენციალი, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს. ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას, განახლდეს, როგორც ძველი, ასევე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, რომ მეტი დამსვენებელი მოვიზიდოთ, წავახალისოთ როგორც შიდა ტურიზმი, ასევე გავზარდოთ გარედან ტურისტების რაოდენობა. 2,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით, ეს არის 1300 ახალი საწარმოს დაფინანსება და ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ პროექტებსა და პროგრამებსაც ასევე გადავანაწილებთ რეგიონების მიხედვით, ისე, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ რეგიონში არ იყოს თავმოყრილი ეს სიკეთეები“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით, იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა ჯანსაღ, ევროპული ტიპის სკოლებში მიიღონ განათლება.
„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 32 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში გზების, ხიდების მშენებლობის დასაფინანსებლად. ასევე მინდა აღვნიშნო ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც დავიწყეთ და დუშეთშიც, ძალიან მალე იხილავთ ხელშესახებ პროგრესს და სიკეთეს, რომელიც ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება. თანდათანობით ჩვენ უნდა გარდავქმნათ და ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა გარდაიქმნება და რეალურად შეიძლება გახდეს მართლაც სამაგალითო, ევროპული ტიპის ქვეყანა. ასეც არის, გვაქვს უნიკალური ქვეყანა თავისი გამორჩეული ბუნებით, პოტენციალით, რესურსებით და გამორჩეული ხალხით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
27 ივლისი 2026, 23:09
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.
27 ივლისი 2026, 22:30
საზოგადოება
გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო
სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 22:24
პოლიტიკა
გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ
„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:11
პოლიტიკა
ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა
„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:06
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი
„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
27 ივლისი 2026, 22:02
მსოფლიო
ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.
27 ივლისი 2026, 21:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს
ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:43
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
27 ივლისი 2026, 21:36
საზოგადოება
ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.
27 ივლისი 2026, 21:34
პოლიტიკა
„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
27 ივლისი 2026, 21:26
პოლიტიკა
ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას
„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.
27 ივლისი 2026, 21:19
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
27 ივლისი 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
27 ივლისი 2026, 20:49
ეკონომიკა
სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში
როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.
27 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი
ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.
27 ივლისი 2026, 20:40
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.
27 ივლისი 2026, 20:40
პოლიტიკა
იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.
27 ივლისი 2026, 20:31
პოლიტიკა
„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.
27 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 კომპანიის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.„ქრონიკის„ სიუჟეტი
21-მილიონზე მეტი ლარის გათეთრება - პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 კომპანიის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
27 ივლისი 2026, 20:27
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ომისა და მშვიდობის დროის განსაზღვრის უფლებას არასდროს მისცემს
ორშაბათს ირანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აშშ-თან მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და „საკუთარ თავს მანამ დაიცავს, სანამ ამას მისი ინტერესები მოითხოვს“.


