კახა კუჭავა: დარწმუნებული ვართ, ჩვენი კანდიდატი ნინოწმინდაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“
პროდუქციით, რომელიც ნინოწმინდაში იქმნება, მარაგდება მთელი საქართველო. უნდა შევეცადოთ ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავიმკვიდროთ ადგილი როგორც ევროპის, ისე სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამის შესაძლებლობას იძლევა და იგი სრულად უნდა გამოვიყენოთ., - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.
„ერთია, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი და მეორე, როგორი ხედვა არსებობს. რა თქმა უნდა, დასაფასებელია მშრომელი ხალხი და ამავდროულად მუნიციპალიტეტს სჭირდება ხელმძღვანელი, მერი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს მიაღწევს. ასეთია ჩვენი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს აქ პატივისცემას, სიყვარულს და დარწმუნებული ვარ, დამაჯერებლადაც გაიმარჯვებს. დღეს საქართველოში იგი ერთადერთი ქალი მერია, რომელიც საქმეს ბრწყინვალედ უძღვება. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ქალების მეტ ჩართულობას პოლიტიკაში და ეს საუკეთესო მაგალითია იმ გაკეთებული საქმით და შედეგით, რომლებიც 4 წლის განმავლობაში დაიდო და ამას ყველა ხედავს. როდესაც ვსაუბრობთ ამ მუნიციპალიტეტზე, ერთ-ერთი პირველი გვახსენდება ულამაზესი ფარავნის ტბა. მახსოვს საკმაოდ რთული იყო მისვლა გზების გამო, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა და დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. წალკიდან შეიძლება გადმოსვლა და იკვრება წრე, რომელიც კიდევ უფრო ბევრ სტუმარს მოიყვანს ნინოწმინდაში.
მერს ზურგს უნდა უმაგრებდეს ძლიერი საკრებულო, ამიტომ მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ არა მხოლოდ მერობის კანდიდატს, არამედ ჩვენი საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებს, რათა ყველა დაწყებული პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონის სიძლიერეზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს, აუცილებელია გვესმოდეს ესა თუ ის პროგრამა როგორ მოვარგოთ რეგიონს. სიახლეები საჭიროა, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოდიოდეს მოსახლეობის, ახალგაზრდობის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა კუჭავამ.
ყველა სიახლე
19 აპრილი 2026, 21:34
საზოგადოება
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პეტრე ცაავაზე: განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია
განცხადება, რომ ის არ ნანობს თავის საქციელს პატრიარქთან მიმართებით, სრულიად გამაოგნებელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ პეტრე ცაავაზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:29
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: უახლოეს წლებში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური შესაძლებლობებისადმი საერთაშორისო ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება
„ჩინეთის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მხარდაჭერილია საერთაშორისო ფინანსური კონსულტანტებისა და საინვესტიციო სტრუქტურების მიერ, თანდათან ზრდის ტრანზიტული სახელმწიფოების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
19 აპრილი 2026, 21:19
საზოგადოება
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი ილია მეორეზე: პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო
პატრიარქის მყოფობა ჰგავდა მზეს, რომელიც წყვდიადს ფანტავს. მან აკურთხა ეს ქვეყანა, საქართველო, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 21:13
მსოფლიო
ომი და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მშვიდობას მოაქვს მეტი ინვესტიცია, მეტი განვითარება და მეტი სამუშაო ადგილი, მაგრამ ყველგან არ არის სახარბიელო ვითარება და არსებობს პრობლემები , რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველას ეხება და აზარალებს. შეუძლებელია, თავი დააღწიო ომისგან მიყენებულ ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
19 აპრილი 2026, 21:04
პოლიტიკა
თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები „ატლანტიკური საბჭოს“ ატლასში - საქართველოს მორიგი აღიარება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საერთაშორისო რეიტინგებსა და ინდექსებზე მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია ინვესტორისთვის. „თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების“ საფუძველზე გამოქვეყნებული „ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ატლასის მიხედვით, საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
19 აპრილი 2026, 21:04
საზოგადოება
ეფრემ ვატოპედელი: გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი საჭეთმპყრობლის შემდეგ
გული იმანაც განსაკუთრებით შემიძრა, თუ როგორი გულისმიერი სიტყვები წარმოთქვა მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ და როგორი ერთსული და ერთიანია იერარქია, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა მეუფე შიოზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:57
ეკონომიკა
თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება - დეტალები „იმედის კვირის“ მიმოხილვაში
უმნიშვნელოვანესი ამბავი გახდა გუშინ ცნობილი - The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობა იგეგმება. ეს პროექტი პირდაპირი დასტურია იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური გარემო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, მიმზიდველი და ხელსაყრელია.
19 აპრილი 2026, 20:52
საზოგადოება
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი მეუფე შიოზე: ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანის თავმდაბლობამ, ეკლესიისადმი მისმა დიდმა სიყვარულმა და ღვთისადმი უდიდესმა ერთგულებამ, - განუცხადა „იმედის კვირას“ მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა.
19 აპრილი 2026, 20:49
პოლიტიკა
ახალგაზრდების ხმა პოლიტიკაში და დიდი რეზონანსი, რომელიც ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილის საკვანძო სიტყვას - დეპოლარიზაციას მოჰყვა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლარიზაცია - რადიკალების მასაზრდოებელი მთავარი წყარო. დეპოლარიზაცია - ჯანსაღი გარემოს განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი. დისკუსია, დებატები, აზრების გაცვლა და განსხვავებული ხედვის მიუხედავად ერთად ზრუნვა სამშობლოზე - ეს არის ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე , რომელსაც ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის.
19 აპრილი 2026, 20:44
საზოგადოება
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო
ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:37
პოლიტიკა
პეტრე ცაავა და ანტიეკლესიური კამპანია. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
როგორ სტკენდნენ გულს უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მისივე სულიერი შვილები, მათ შორის ერთ დროს მაღალი იერარქი, რომელმაც თავისივე უგუნურებით განიცადა იერარქიული დაღმასვლა და დღეს არაფრით განსხვავდება რიგითი რადიკალებისგან - სინოდის მიერ დასჯილი პეტრე ცაავა ახლა უწმინდესის სულს შეურაცხყოფს და ეკლესიის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს კადრულობს.
19 აპრილი 2026, 20:34
საზოგადოება
არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი ილია მეორეზე: იყო ნამდვილი მწყემსი კეთილი. ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა
ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ილია მეორეზე საუბრისას.
19 აპრილი 2026, 20:27
საზოგადოება
პატრიარქის ჯვარი - „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი ერის სულიერ მამაზე, რომელიც გვასწავლიდა, რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი
ერის სულიერი მამის გარდაცვალებიდან მალე ორმოცი დღე გავა. ახლა ვდგავართ გლოვისა და სიახლის გზაჯვარედინზე - დავკარგეთ პატრიარქი და ველოდებით ახალს, ახალი ეპოქის დასაწყისს. ეს არ იქნება მზიანი ღამე, მაგრამ იქნება ისტორიული, ეპოქალური დღე, როცა ილია მეორის შემდეგ პატრიარქის ჯვარი უნდა იტვირთოს მან, ვისაც უფალი ინებებს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად.
19 აპრილი 2026, 19:19
კულტურა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. „გრან პალეში“ ეროვნულ სტენდზე, მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულმა მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა და კულტურულმა პროგრამამ, სლოგანით - „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“, ფესტივალის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
19 აპრილი 2026, 19:10
სპორტი
საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ისტორიული შედეგით დაასრულა
თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის კავშირის პრეზიდენტ ლასლო ტოთთან ერთად კონტინენტის პირველობის დასკვნით საშეჯიბრო დღეს დაესწრო.
19 აპრილი 2026, 17:58
საზოგადოება
მეუფე შიო: უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო
მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, - განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძარში თომას კვირას, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).
19 აპრილი 2026, 17:54
ეკონომიკა
ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ნათია თურნავამ აშშ-ში საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ქალი მმართველების დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
19 აპრილი 2026, 17:50
სპორტი
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია
გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია - ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მან ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.
19 აპრილი 2026, 17:27
საზოგადოება
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა
ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილი გარდაიცვალა - ის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
19 აპრილი 2026, 17:26
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ისრაელმა დაამტკიცა, რომ აშშ-ის ნამდვილი მოკავშირეა. სხვებისგან განსხვავებით, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს
„იმისდა მიუხედავად მოგწონთ თუ არა ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ შეერთებული შტატების ნამდვილი მოკავშირეები არიან. ისინი მამაცები, გაბედულები, ერთგულები და ჭკვიანები არიან და სხვებისგან განსხვავებით, ვინც კონფლიქტისა და სტრესის მომენტში თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინეს, ისრაელი კარგად იბრძვის და იცის, როგორც მოიგოს!” - წერს ტრამპი.


