ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით, კიდევ მეტ ადამიანს უნდა დავეხმაროთ, ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ მცირე და საშუალო ბიზნესი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
გვაქვს მასშტაბური გეგმები და ამოცანები, რომ ყველა მთავარ გამოწვევას, რაც არის სიღარიბე, უმუშევრობა, ღირსეულად ვუპასუხოთ. შევქნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტად წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება, მცირე და საშუალო ბიზნესი, რომ მეტი დასაქმების ადგილი შევქმნათ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატის, თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონების მიხედვით შემუშავებულია გეგმები, რომლებიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.
„ტურიზმის მიმართულებით, ვუყურებთ რა ასეთ ულამაზეს ბუნებასა და ტურისტულ ადგილებს, უნდა განვავითაროთ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში, ტურისტული ლოკაციები, ახალი ტურისტული ცენტრები შევქმნათ, ახალი საწარმოების შექმნას შევუწყოთ ხელი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ ჩვენ, მთავრობა და კერძო ბიზნესთან ერთად, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ უახლოესი წლების განმავლობაში. ამ პროექტს წელსვე ვიწყებთ. ეს პროექტები და ეს სიკეთე გადანაწილდება თითოეული რეგიონის მიხედვით, ისე, რომ ერთ რეგიონში არ იყოს თავმოყრილი. სოფლის მეურნეობაში ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან მაგარი პროექტები, რომ თითოეული გოჯი მიწა დამუშავდეს, ხელი შეეწყოს მეცხოველეობის განვითარებას, ყველა მიმართულებას, რომელიც ამ დარგს უკავშირდება, რომ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი ქვეყანა გავხდეთ. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა დამოკიდებული იყოს იმპორტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ჩვენ შეგვწევს უნარი და ძალა, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ პროდუქცია, მაღალხარისხიანი და მათ შორის ბიოპროდუქცია, გავიტანოთ ექსპორტზე და ამით ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღორძინებას და განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს ინფრასტრუქტურის, რეგიონების განვითარების მიმართულებით.
„32 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს მომდევნო წლების განმავლობაში. ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება, აქტიურად მიმდინარეობს სამელიორაციო სისტემების აღდგენა და ამას გავაგრძელებთ. ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რათა ყველა ქალაქი ეტაპობრივად გარდავქმნათ ევროპული ტიპის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად. ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი გუნდი, ძლიერი მთავრობა, ძლიერი ხელისუფლება ადგილობრივ დონეზე, რომ ეფექტურად აღსრულდეს ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ და დავიწყებთ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ პროგრამებით. ვიცი, რომ ნაკლებობაა ხელმისაწვდომობაზე, რაც უნდა გავაფართოოთ, კიდევ მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ვასწავლოთ, როგორ გააკეთონ მცირე და საშუალო ბიზნესი, მაქსიმალურად ჩავრთოთ ისინი, მეტი წარმატების მაგალითი უნდა შევქმნათ ქვეყანაში. ხალხს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება. ამიტომ, განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა ქალაქში, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა გასული 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი წამყვანი დარგია, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
„რაც გაკეთდა ბოლო რვა წლის განმავლობაში არ გაკეთებულა ბოლო 20 წელია, მას შემდეგ რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ამას სჭირდებოდა, მომზადება, აღდგენა, საფუძვლის ჩაყრა ხელახლა. რატომ? - იმიტომ, რომ მათ დაანგრიეს ყველა ის საფუძველი, რომელიც არსებობდა ამ დარგსა და სისტემაში. ჩვენ გვყავს ღირსეული მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღირსეული მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ღირსეული მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრები ყველანი, რომლებიც გამოირჩევიან წესიერებით, პროფესიონალზმით, კვალიფიკაციითა და ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით ემსახურებიან თავის საქმეს, თავის ქვეყანასა და თავის ხალხს. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები: პროგრამები, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ „შეღავათიანი აგროკრედიტი“, თუნდაც შიდა ქართლის რეგიონში 360 მილიონი ლარის შეღავათიანი აგრო კრედიტი გაიცა. აქედან 50 მილიონი ლარის თანაინვესტირება ჩვენ განვახორციელეთ, ათეულობით ახალი საწარმო დაფინანსდა, შემნახველი საწარმოები იქნება ეს, თუ გადამამუშავებელი საწარმოები“, - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება განათლების სფეროს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აშენდა 175 ახალი სკოლა და განხორციელდა 250 სკოლის რეაბილიტაცია.
„ახლა 800 სკოლის რეაბილიტაციას ვიწყებთ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. ვაშენებთ პროფესიულ სასწავლებლებს ყველა რეგიონსა და ყველა მუნიციპალიტეტში. დევნილების მიმართულებით, გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენს დაჩაგრულ ხალხს, დევნილებს ვეხმარებით, რომ ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ. ათასობით ადამიანს დაუკანონდა ფართები და საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 20:48
პოლიტიკა
კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან
ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.
17 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.
17 სექტემბერი 2026, 20:41
საზოგადოება
სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.
17 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარალელურად იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.
17 სექტემბერი 2026, 20:34
მსოფლიო
ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.
17 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს
ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
17 სექტემბერი 2026, 20:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.
17 სექტემბერი 2026, 20:04
მსოფლიო
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას
ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.
17 სექტემბერი 2026, 20:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
17 სექტემბერი 2026, 19:58
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
17 სექტემბერი 2026, 19:52
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას
ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.
17 სექტემბერი 2026, 19:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.
17 სექტემბერი 2026, 19:46
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე: საქართველო თავის ენერგეტიკულ განვითარებაში არა მხოლოდ გენერაციის ზრდას გულისხმობს, არამედ იმასაც, რომ ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგია ექსპორტირებული იქნება ევროპის ბაზარზე
იმისთვის, რომ საქართველო გახდეს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ ასევე საექსპორტო ჰაბიც, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დიდი ჰესების განვითარებას, რასაკვირველია, თანხვედრილად მზის და ქარის ელექტროენერგიის წარმოებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
17 სექტემბერი 2026, 19:39
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება
„ჩვენ გვაქვს დიდი პატივი, ვუმასპინძლოთ გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს და ვიზიტის ფარგლებში გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პროდუქტი, გასტრონომია, კულტურა და ყველაფერი ის, რითიც ძალიან ვამაყობთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
17 სექტემბერი 2026, 19:23
რეგიონი
ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის „საბაკონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოკვლევა დაიწყო
მუნიციპალური განვითარების ფონდი გმობს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევას.
17 სექტემბერი 2026, 19:22
მსოფლიო
კარნი ტრამპს: კანადელებს ვერავინ მიუთითებს, რა გააკეთონ
კანადისა და ევროკავშირის დაახლოება „პოზიტიური პროცესია“ და ოტავა შიშის გამო ამ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.
17 სექტემბერი 2026, 19:07
მსოფლიო
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა
გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯეფექტიანი გზაა.
17 სექტემბერი 2026, 19:01
ეკონომიკა
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს
„მიმაჩნია, რომ მთავრობა ბევრს აკეთებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს სათანადო ყურადღება მიექცეს“, - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისიმ საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ.


