14 სექტემბერი 2021, 15:38 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე შესაძლო ფარულ მოსმენებზე: ავთენტურობას შესწავლა სჭირდება, რეალური ანალიზი თუ გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასებებისა და დასკვნის გასაკეთებლად საკმარისი წინაპირობები უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი აზრით, არგუმენტები არასაკმარისია იმისათვის, რომ ჩანაწერებთან დაკავშირებით რომელიმე თანამდებობის პირი პარლამენტში მივიდეს და მოხსენება გააკეთოს.

„შეფასებისა და დასკვნის გამოსატანად საკმარისი წინაპირობები უნდა არსებობდეს. როდესაც ერთ ამბავს გავიგებთ, არ შეიძლება, ამას ავტომატურად ისეთი დასკვნა მიებას, რასაც კიდევ სხვა ფაქტორების შესწავლა სჭირდება. ვინ ვის უსმენს, რას უსმენს, რომელია ავთენტური და რომელი – არა, ამას შესწავლა სჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, გვისმენენ თუ – არა. ბევრი კითხვა მაქვს, ვიდრე დასკვნას გავაკეთებ. ზოგიერთ შემთხვევაში, ვიღაცამ დაადასტურა, ვიღაცამ – არა. ამას კარგად შემოწმება სჭირდება და ამის შემდეგ შეიძლება შეფასების გაკეთება. სხვაგვარად არაერთხელ ყოფილა, როცა წინასწარ გამოტანილი დასკვნები მცდარი აღმოჩნდა.

მსურველი, რომ ეს გამოიყენოს არაკეთილსინდისიერი მიზნებით და რეპუტაციული ზიანისთვის, ბევრია. რეალური ანალიზი და კვლევა თუ გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. გრიგოლ ლილუაშვილი რატომ უნდა მოვიდეს, რას უნდა უპასუხოს? კითხვა რა არის? იმისთვის უნდა მოვიდეს, რომ ჰკითხონ, უსმენდით თუ არაო? – გიპასუხებთ, არაო და სხდომა უნდა დავასრულოთ? დასკვნებამდე არგუმენტაციით უნდა მივდიოდეთ და ამას არ ვაკეთებთ. არ მგონია, საკმარისი არგუმენტები იყოს, რომ რომელიმე თანამდებობის პირი მოვიდეს და მოხსენება გააკეთოს. სხდომაზე დაბარება ერთადერთი ფორმა არ არის, როცა სადეპუტატო უფლებამოსილებას ვასრულებთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერნეტში სავარაუდო ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე მასალები გავრცელდა.

საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

ყველა სიახლე

13 სექტემბერი 2026, 17:40

მსოფლიო

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

„გუნტერ ზაუტერი, კანცლერის ოფისის მრჩეველი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, შაბათს საღამოს კიევიდან პოლონეთისკენ მიმავალ ღამის მატარებელში იმყოფებოდა. დილის დაახლოებით 5:00 საათზე, მატარებელი პოლონეთის საზღვართან გაჩერდა, სასაზღვრო ზონაში დრონების დარტყმების გამო კი, მატარებლის მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა“, - წერს გამოცემა.

13 სექტემბერი 2026, 17:29

მსოფლიო

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები, ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

გამოცემის ცნობით, შეხვედრაზე შეთანხმების გაფორმებაც იგეგმება, რომელიც დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბრიტანეთის პრემიერმა ენდი ბერნემმა, პარლამენტარებს მიანიშნა, რომ შოტლანდიის კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას იმ შემთხვევაში დართავდა ნებას, თუ ამის ირგვლივ „მკაფიო კონსენსუსი“ ჩამოყალიბდებოდა.

13 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. თითქმის უწყვეტ რეჟიმში აკავებენ დანაშაულში მხილებულებს და ოპერატიული მუშაობით სამართალდამცველებმა არაერთი საქმე აღკვეთეს.

ლეო XIV

13 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

რომის პაპი: ყველას მოვუწოდებ, ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს

„კვლავ აღვავლენ ლოცვებს მათთვის, ვინც დაიღუპა და მათთვის, ვინც იმ ტრაგიკული დღის იარებს დღემდე ატარებს. იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტები და ძალადობა ჩვენს ამდენ ძმასა და დას ეხება, ყველას მოვუწოდებ ილოცონ, რათა უფალმა დედამიწას მშვიდობის წყალობა მიანიჭოს“, - განაცხადა პაპმა.

13 სექტემბერი 2026, 17:09

მსოფლიო

ჰორმუზის სრუტეში ირანულ გემს დაარტყეს

ჰორმუზის სრუტეში ირანულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანულ კომერციულ გემს კუნძულ ჰენგამის ახლოს, ქეშმის შიბ-დერაზის სანაპიროსთან გამთენიისას დაარტყეს.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

13 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

პოლონეთში განაცხადეს, რომ უკრაინაზე მორიგი იერიშის დროს, რუსულ დრონებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვევია

„მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს; პოლონეთის საჰაერო თავდაცვა მუდმივად საბრძოლო მზადყოფნის მაღალ რეჟიმში იმყოფება“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.

13 სექტემბერი 2026, 16:00

საზოგადოება

ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების ხელშეწყობის მიზნით, პროექტი განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდებისა და მათი მშობლების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა“ განხორციელდა.

13 სექტემბერი 2026, 15:38

მსოფლიო

დრონის სავარაუდო გამოჩენის გამო ​ლიეტუვამ ვილნიუსის აეროპორტი დახურა, ნატომ კი ჰაერში ავიაცია აწია

უწყების განმარტებით, თვითმფრინავი ჩრდილოეთ ლიეტუვაში მდებარე შიაულიაის ავიაბაზიდან აფრინდა, სადაც ნატოს ბალტიის საჰაერო თავდაცვის მისიის ფარგლებში, ამჟამად იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებია განთავსებული.

დმიტრი პესკოვი

13 სექტემბერი 2026, 15:07

მსოფლიო

პესკოვმა უკრაინასა და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებების ოქტომბერში განახლება არ გამორიცხა

„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ანუ, ოქტომბრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის შემდეგ.

13 სექტემბერი 2026, 14:58

სპორტი

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა.

13 სექტემბერი 2026, 14:51

ტექნოლოგიები

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

შედეგად კომპანიებიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი წავიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც AI-ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. 2023 წელს მასკი და ათასზე მეტი სპეციალისტი გამოდიოდნენ მოწოდებით, GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე ნახევარი წლით შეჩერებულიყო. მოგვიანებით ალტმანმა, ამოდეიმ და სხვა მკვლევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც AI-ისგან კაცობრიობის წინაშე არსებული რისკი პანდემიებისა და ბირთვული ომის საფრთხეების გვერდით დააყენეს.

13 სექტემბერი 2026, 14:47

საზოგადოება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით, დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

დავით მათიკაშვილი

13 სექტემბერი 2026, 14:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები

ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

13 სექტემბერი 2026, 14:20

მსოფლიო

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარ „ლუკასის“ ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ტყის მასივში მძვინვარებს, სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო.

13 სექტემბერი 2026, 14:17

მსოფლიო

გერმანული მედია: ლაიპციგის აეროპორტზე აგვისტოს დასაწყისში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთი დგას

ამავე წყაროების ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ კავშირების შესახებ იცოდა მაშინ, როდესაც დამნაშავე თურქეთიდან ქვეყანაში შევიდა, თუმცა ჩასვლის შემდეგ მასზე თვალთვალი არ განხორციელებულა. ინციდენტი ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტში, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების გამანაწილებელ ცენტრში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა.

კირილ ბუდანოვი

13 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება

„ვემზადებით. ოქტომბრისთვის“, - ასე უპასუხა ბუდანოვმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას.

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი

13 სექტემბერი 2026, 14:03

მსოფლიო

ჯარედ კუშნერი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიებს ასახელებს

„პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ ნდომებოდა, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ეს არ სურს. ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანა კი ისეთი კრეატიული გამოსავლის პოვნაა, რომელიც არ შევა წინააღმდეგობაში მათ [უკრაინის] სურვილებთან, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთან, აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი მოვლენების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.

13 სექტემბერი 2026, 14:00

სპორტი

გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სერია ა-ს მეოთხე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „ჯენოასთან“ ფრედ 1-1 ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. კვერნაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

13 სექტემბერი 2026, 13:42

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

რუსეთის არმიამ დარტყმები მიიტანა კიევზე, ოდესასა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. 13 სექტემბერს, დილით, რუსული დრონი პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 მეტრში, „იაჰოდინის“ გამშვებ პუნქტთან მდებარე სატვირთო ავტომობილს მოხვდა. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. კიდევ ერთი დარტყმა საზღვრიდან 2 კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

13 სექტემბერი 2026, 13:07

საზოგადოება

თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა