კახა კუჭავა: აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს
კახა კუჭავა
ფოტო: ქართული ოცნება
პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ნიშნავს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი, რადგან ოკუპაცია დროებითია და ოკუპაციას აუცილებლად დავასრულებთ! ევროპიდან ახლახან დავბრუნდი. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ სვლა იმ გზაზე, რომელზეც ვადგავართ. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ,,ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.
„მივესალმები გორს! ჩვენს ჩემპიონებს მივესალმები და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. როდესაც გორში ვართ, არ შეიძლება ემოციური არ იყოს ჩვენი გამოსვლა. ვერ წარმოვიდგენდით, თუ 21-ე საუკუნეში ისევ მოგვიწევდა ჩვენი მიწა-წყლისთვის ბრძოლა, თუმცა ეს ის რეალობაა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა და განსაკუთრებით კადრები გორიდან, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. არ შეიძლება არ ვახსენოთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და თითოეული ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას. ჩემი თხოვნა იქნება წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს. როდესაც ვსაუბრობთ გმირებზე, სიცოცხლეზე, რომელიც მათ გასწირეს ქვეყნისთვის, ეს უნდა მივიღოთ როგორც საფუძველი იმისა, რომ მეტად ვიზრუნოთ რათა სანუკვარი მიზანი-გაერთიანებული ქვეყანა, იყოს მიღწეული.
დარწმუნებული ვარ, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ და რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას ნიშნავს, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით აუცილებლად იქნება სისრულეში მოყვანილი, რადგან ოკუპაცია დროებითია და ოკუპაციას აუცილებლად დავასრულებთ! ევროპიდან ახლახან დავბრუნდი. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ სვლა იმ გზაზე, რომელზეც ვადგავართ. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები და კვლავ იხილავს ყველა ძლიერ საქართველოს.
ამისთვის აუცილებელია ძლიერი მუნიციპალიტეტები, აუცილებელია ზრუნვა თითოეულ ოჯახზე. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, დამეთანხმებით ყველა, აუცილებლად სჭირდება კიდევ უფრო მეტი ზრუნვა დევნილ ოჯახებს, დევნილთა დასახლებებს, რომელთაც საკმაოდ ექცევათ ყურადღება, მაგრამ მეტია საჭირო.
განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომა იმ ოჯახებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან თავისი მედგარი სულით დგანან და იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
იმისთვის, რომ გვქონდეს ძლიერი რეგიონები და ძლიერი საქართველო, აუცილებელია სწორი ხედვის არსებობა, ხედვა, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო მიზანთან. ამისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს შედეგების დადებას. თუ არა გორში, სად შეგვიძლია ვისაუბროთ ჩემპიონებზე, შედეგებზე და წარმატებებზე. ჩვენ აქ ნამდვილად გვყავს გამორჩეული ქართველები, რომლებმაც თავიანთი წარმატებებით და გამარჯვებებით არაერთი სიხარული მოგვიტანეს თითოეულ ქართველს.
ლადოს მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მისი ოლიმპიური ჩემპიონობა, აღარ ჩამოვთვლი სხვა წარმატებებს, რა თქმა უნდა არის ის მნიშვნელოვანი გამარჯვებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ხვალინდელ დღეს, ჩვენს მომავალს. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება ელოდება 2 ოქტომბერს, რომელსაც თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით მიაღწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი გამარჯვება იქნება ოთხი წლის თავზე, როდესაც ლადო წარდგება თქვენს წინაშე იმ შედეგებით და წარმატებით, რომელსაც მოუტანს თავის მშობლიურ მუნიციპალიტეტს.
ძალიან ბევრი გაკეთდა ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რეაბილიტირებული და ახალი სკოლები, საბავშვო ბაღები, ამბულატორიები. ბევრი მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პროექტი, განხორციელდა აქ, განსაკუთრებით შრომისმოყვარე კუთხეში, რომელიც საკმაოდ დიდ სიკეთეს ქმნის თავისი შრომით, როგორც ამ კუთხისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კუჭავამ.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.
31 აგვისტო 2026, 13:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 1-2 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა, რამაც შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს
1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:34
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის, თეონა ბაღდავაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ყოფილ პოლიტპატიმარს გიორგი ზერეკიძეს დასცინა და თქვა, „ზერეკიძის კალბასს ვეძახი იმ ბავშვს, რომელსაც ცირკის მაიმუნივით დააგრიალებენ წინ და უკან, მამამისის ისტორიებს რომ ჰყვება“.
31 აგვისტო 2026, 13:26
პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 1 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების დაწყებამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზედაც ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
31 აგვისტო 2026, 13:24
მსოფლიო
Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა
Google Maps-მა ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბის სახელწოდება ამერიკის ტბით შეცვალა და ამით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მოთხოვნები შეასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 13:05
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს
31 აგვისტო 2026, 13:03
საზოგადოება
„ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! გმადლობთ სოლიდარობისა და საიმედო მხარდაჭერისთვის“ - უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძეს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ანდრი ბუტენკო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც მადლობას უხდის ურყევი მხარდაჭერისთვის. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:44
მსოფლიო
„შეძლებს თუ არა ფონ დერ ლაიენი კონტინენტის ეკონომიკური დაღმასვლის შეჩერებას" - POLITICO იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტის პოლიტიკურ მემკვიდრეობას განსაზღვრავს
POLITICO-ს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მეორე ვადის დასრულებამდე სამი წელი რჩება. ამ პერიოდში მან ევროპული ინდუსტრია უნდა გააძლიეროს, ევროკავშირის წესები დაიცვას, უსაფრთხოება გააძლიეროს, უკრაინას მხარდაჭერა გაუწიოს, ბლოკი გააფართოოს და ამ ყველაფრის დაფინანსებაც უზრუნველყოს.
31 აგვისტო 2026, 12:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი საქმე განიხილა.
31 აგვისტო 2026, 12:19
საზოგადოება
www.ekalata.gov.ge -ს მე-14 სუპერმარკეტების ქსელი და ახალი ფუნქციონალები - დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ საინფორმაციო პორტალს – www.ekalata.gov.ge ახალი სუპერმარკეტების ქსელი „ამბარი“ დაემატა. ამასთან, პლატფორმაზე მომხმარებლებისთვის დანაზოგის დათვლისა და თვის განმავლობაში ფასების დინამიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ფუნქციები ამოქმედდა.
31 აგვისტო 2026, 12:06
რეგიონი
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით, მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას რუსთავის საკრებულო ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 12:02
რეგიონი
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
ზუგდიდში გაზგასამართ პუნქტთან არსებულ ვითარებას ზუგდიდის მერი გაეცნო
31 აგვისტო 2026, 12:02
მსოფლიო
დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს
დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 23-დან 60 წლამდე უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლება აღარ ექნებათ. ინფორმაციას დანიური მედია ავრცელებს.


