ზაზა გულიაშვილი ოპერატორის დაშავებაზე: ის არავის არ გადაუგდია - კადრის შორიდან გადაღება უნდოდა და ძალიან დაბალ მოაჯირს მიეყუდა
ზაზა გულიაშვილი
ფოტო: „ქართული ოცნება“
ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ქარელის ოფისში მომხდარ შემთხვევას შეესწრო, აცხადებს, რომ ოპერატორი ვინმეს ზეწოლის შედეგად არ გადავარდნილა მოაჯირიდან.
„ოფისში ვიყავი, როცა ჟურნალისტი და ოპერატორი შემოცვივდნენ. მათ არც ლოგო ჰქონდათ და არც რაიმე სიმბოლო, რომ რომელიმე ტელევიზიიდან იყვნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ „მთავარის“ ჟურნალისტი და ოპერატორი ყოფილან. შემოვიდნენ უწმაწური სიტყვებით, თავხედურად. ჩვენი შტაბის თანამშრომლებმა გარეთ გასვლისკენ მოუწოდეს. ჩვენ ოფისი შენობის მეორე სართულზე გვაქვს. იქ არის ვიწრო ამოსასვლელი, რომელსაც მოაჯირი მოსდევს. როცა ხმაური მომესმა, ჟალუზი ავწიე და დავინახე, რომ ოპერატორი უკან-უკან მოდიოდა“, - ამბობს მერობის კანდიდატი.
კითხვაზე, არსებობდა თუ არა რაიმე საფრთხე, რის გამოც, შეიძლებოდა, ოპერატორს, კამერით ხელში, უკუსვლით ემოძრავა, ზაზა გულიაშვილი ამბობს:
„არაფერი საფრთხე არ ემუქრებოდა. უბრალოდ, ჩვენი შტაბის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რომ ჩასულიყვნენ აივნიდან, ჩვენი ტერიტორია დაეტოვებინათ და გარედან გადაეღოთ კადრები. არავის არ გადაუგდია. თავად წავიდა უკან-უკან. უნდოდა, კადრი შორიდან გადაეღო. იქ არის ძალიან დაბალი მოაჯირი, კიბის და არა აივნის მოაჯირი. დაახლოებით, 50 სანტიმეტრამდე სიმაღლისაა. როცა 50-სანტიმეტრიან მოაჯირს მიეყუდა, ძალიან დიდი კამერა ეჭირა. პირადად დავინახე და ჩემ თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, ვინმეს მონაყოლს არ ვყვები. შიგნიდან დავიყვირე, ფრთხილად - მეთქი. ფანჯარა დახურული იყო და ალბათ, ის ჩემს დაძახებას ვერ გაიგებდა. როცა უკან წავიდა, მოაჯირს ფეხებით მიეყუდა, კიდე უნდოდა ნაბიჯების გადადგმა და უკან რომ გაიწია, მოაჯირმა არ გაუშვა და კამერამ გადაძალა“.
მისივე თქმით, გადავარდნის შემდეგ, ოპერატორს გონება არ დაუკარგავს და საკუთარი ფეხით გავიდა ტერიტორიიდან.
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ყველა სიახლე
13 მაისი 2026, 03:05
მსოფლიო
The New York Times: აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს
ტრამპის ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ირანის განადგურებული სამხედრო ძალების შესახებ მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რასაც აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები პოლიტიკოსებს დახურულ კარს მიღმა ატყობინებენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „აშშ-ის სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ ირანი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სარაკეტო შესაძლებლობებს“.
13 მაისი 2026, 01:34
მსოფლიო
CNN: ისრაელი შეშფოთებულია, რომ ტრამპი ირანთან ცუდ შეთანხმებას დადებს
ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლოა მანამდე გააფორმოს შეთანხმება, ვიდრე იმ ძირითად საკითხებს გადაჭრის, რამაც თავდაპირველად ეს ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა - ამის შესახებ CNN-ს ისრაელის რამდენიმე წყარომ განუცხადა.
13 მაისი 2026, 01:33
საზოგადოება
ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი გამოვლინდა
ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: საბერძნეთი, ფინეთი, ბელგია, შვედეთი, მოლდოვა, ისრაელი, სერბეთი, ხორვატია, ლიეტუვა, პოლონეთი. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია და იტალია, მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.
13 მაისი 2026, 01:12
მსოფლიო
ტრამპი: არ ვფიქრობ ამერიკელების ფინანსურ მდგომარეობაზე, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ - არ უნდა დავუშვათ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი ხელში ჩაიგდოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობისას, ამერიკელების ფინანსური სირთულეები მისთვის პრიორიტეტული არ არის.
13 მაისი 2026, 00:35
მსოფლიო
POLITICO: კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების ლობირებას ცდილობს, კიევში გამწვავებული კორუფციული სკანდალი ძირს უთხრის მის არგუმენტს იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის გაერთიანებაში გასაწევრიანებლად, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „კორუფციული სკანდალი საფრთხეს უქმნის ზელენსკის ძალისხმევას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“.
13 მაისი 2026, 00:04
სპორტი
„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 45 წელი შესრულდა
13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.
12 მაისი 2026, 23:56
მსოფლიო
ტრამპი: ეს ომი დასასრულს უახლოვდება - ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ მივაღწევთ შეთანხმებას რუსეთსა და უკრაინას შორის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიმდინარე წელს რუსეთში მისი შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა.
12 მაისი 2026, 23:53
საზოგადოება
ჯგუფი „ბზიკები“ ევროვიზია 2026-ის ნახევარფინალში წარდგა. ვიდეო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ პირველ ნახევარფინალურ შოუზე მაყურებლის წინაშე წარდგა. ჯგუფი „ბზიკები“ მე-6 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა On Replay შეასრულა.
12 მაისი 2026, 23:13
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი: ვულოცავ ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს აღსაყდრებას! ეს არ არის მხოლოდ ეკლესიური მოვლენა, ეს არის საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ტრადიციული ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის გაგრძელება
დღეს საქართველოს ეკლესიისთვის ისტორიული პასუხისმგებლობის დღეა. მრავალწლიანი სულიერი ბრძოლის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის ეპოქის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ გაკვალული გზა უნდა გაგრძელდეს სიმტკიცით, გონიერებითა და ეროვნული ინტერესების ერთგულებით, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
12 მაისი 2026, 23:01
მსოფლიო
ტრამპი: ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა
ნატომ ჩემი დიდი იმედგაცრუება გამოიწვია - ნატო არ აღმოჩნდა იქ, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
12 მაისი 2026, 22:59
სპორტი
საქართველოს რაგბის კავშირი World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.
12 მაისი 2026, 22:10
მსოფლიო
კაია კალასი: პუტინის პოზიცია სუსტდება და ამან შესაძლოა ომის დასრულების შესაძლებლობა გააჩინოს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 9 მაისის განცხადებები შეაფასა.
12 მაისი 2026, 21:47
სპორტი
პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ჩემპიონია
ქართველმა პარასპორტსმენებმა ჩემპიონატზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს - ლიკა ჩაჩიბაიამ (47 კგ), სანდრო მეგრელიშვილმა (70 კგ), ნატა ოჩიგავამ (57 კგ) და მარიამ ნინიაშვილმა (52 კგ) ტურნირი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.
12 მაისი 2026, 21:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო
ისე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომ ეშმაკიც კი პირჯვარს იწერს, ღმერთო გადამარჩინეო, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
12 მაისი 2026, 21:20
საზოგადოება
თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე: გამორჩეულია პატივი და პასუხისმგებლობა, როცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ავიდა ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული ორიათასწლოვანი ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე
ისტორიის დოქტორი, თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე პატრიარქ შიო მესამის ინტრონიზაციას აფასებს.
12 მაისი 2026, 21:09
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია - ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ყოველგვარ მცდელობაზე.
12 მაისი 2026, 20:59
სამართალი
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - ირანის მოქალაქეს საქართველოში 13 ათასზე მეტი აბი „მეთადონი“ შემოჰქონდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამოღებულია სატვირთოს სამალავში ნაპოვნი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება. აკრძალული ტვირთი სავარაუდოდ, შავ ბაზარზე სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. ქართველმა სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დააკავეს.
12 მაისი 2026, 20:58
კულტურა
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს 23:00 საათიდან „ევროვიზია 2026-ის“ პირველ ნახევარფინალში მილიონობით მაყურებლის წინაშე ქართველი კონკურსანტები წარდგებიან. ჯგუფი „ბზიკები“, რომელმაც 2008 წელს კონკურსის საბავშვო ნაწილში ჩვენი ქვეყნის პირველი გამარჯვება მოიპოვა, ავსტრიის დედაქალაქში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას შეასრულებს.
12 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსისა და სააკაშვილის დაპირისპირება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სააკაშვილი ოპოზიციას განსჯის, ოპოზიცია თავს იმართლებს. ალიანსის სტრატეგია მსჯავრდებულს არ აკმაყოფილებს, გარეთ მყოფებმა კი შეუთვალეს, რომ არ ეთანხმებიან და არგუმენტად დაანონსებული ე.წ. კარდაკარ შეხვედრები დაასახელეს. შიდა კონფლიქტი, დაკარგული მხარდამჭეერები და არარსებული რესურსი-ასე ხედავს მმართველი პარტია და საპარლამენტო ოპოზიცია ალიანსის რეალობას.
12 მაისი 2026, 20:37
პოლიტიკა
საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერება და სანქციები, - ამ მოთხოვნებს აყენებს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია. ავტორები ხელისუფლებას ავტორიტარულ მართვაში სდებენ ბრალს, ქვეყანას კი, რუსეთის მიმართ სანქციებისთვის გვერდის ავლაში.


