კახა კალაძე: თბილისის არჩევანი ასეთია - ან ვირჩევთ ჩვენი ქალაქის მშენებლობის გაგრძელებას, ან ვხდებით მისი დესტრუქციის მოწმე
კახა კალაძე
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.
ონლაინ ჩართვისას მან მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რასაკვირველია, მეც და თქვენც ვამჯობინებდით პირისპირ შეხვედრებს და დიალოგს, თუმცა, გვიწევს ყოფნა რეალობაში, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ჩვენი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. ამასთან, მინდა, ყველამ კარგად გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არ მომერიდება შეფასება და ვიტყვი, რომ ეს არის არჩევანი წინსვლასა და სტაბილურობას, ან ქაოსსა და ძალადობას შორის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში, დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, რომელიც სხვა პროექტებთან ერთად, გზების, ბაღების, სკვერების, ტრანსპორტისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებას ითვალისწინებდა.
„ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო თბილისი წლების წინ - ძველი, გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, ბაღები და სკვერები, რომელიც გადაქცეული იყო ავტომანქანების საპარკინგე სივრცეებად. მწყობრიდან იყო გამოსული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ასევე, ტუალეტებად იყო ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები და ასე შემდეგ. ნახეთ, რა ხდება დღეს თბილისში. ყველა ეს პრობლემა დაძლეულია - ბაღები და პარკები სავსეა ყველა ასაკის ადამიანით, მოწესრიგდა და თანამედროვე სახე მიეცა მიწისქვეშა გადასასვლელებს, განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების მიმართულებით გვრჩება გარკვეული პრობლემები, მაგრამ როგორც დაგპირდით, ქალაქში წლის ბოლოსთვის არცერთი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს. მხოლოდ ახალი, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. დავიწყეთ გზების მოწესრიგება-განახლება. წარმოუდგენლად მასშტაბური სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით. თბილისში იყო ადგილები, სადაც არც გზა და არც მიწისქვეშა კომუნიკაციიები არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი კარგი პროექტი განხორციელდა, ამ მიმართულებით, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება. შემდეგი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეთი უბნები, დასახლებები მოწესრიგებული იყოს. ასე რომ, თბილისის არჩევანი ასეთია - ან ვირჩევთ ჩვენი ქალაქის მშენებლობის გაგრძელებას, ან ვხდებით მისი დესტრუქციის მოწმე“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში არსებული ყველა პრობლემა აღწერილია და მისი საარჩევნო პროგრამა დედაქალაქის მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზეა აგებული.
„რასაკვირველია, ამას არ დავუშვებთ, უკან არ დავბრუნდებით. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, განსახორციელებელი გვაქვს უამრავი კონკრეტული პროექტი, რომელიც გათვალისწინებულია თბილისის ყველა უბნისთვის. რჩება გამოწვევები, თუმცა, მერწმუნეთ, ყველა პრობლემა აღწერილია. სწორედ თქვენს თითოეულ კონკრეტულ საჭიროებაზეა აგებული ჩვენი საარჩევნო პროგრამა და ეს არ არის უბრალოდ დაპირება და ლამაზი სიტყვები. ეს არის ჩვენი ქალაქის განვითარების რეალური გზა და გეგმა. აი, ამ არჩევანზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ჩვენს ხვალინდელ დღეზე, როგორი გვინდა იყოს ქალაქი, სადაც ჩვენი შვილები, შვილიშვილები იზრდებიან, სადაც ვქმნით ჩვენს მომავალს. ეს არჩევანი ყველამ კარგად უნდა გავიცნობიეროთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა მასზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნულ ფორმატში დედაქალაქის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან რიგით მეოთხე შეხვედრას მართავს.
ყველა სიახლე
15 სექტემბერი 2026, 10:07
პოლიტიკა
გიორგი კალანდია: ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაური" და მთელი კამპანია ტყუილსა და მანიპულაციებზეა აგებული: სიცრუეა, რომ წიგნიდან 1921 წლის ოკუპაციაა ამოღებული
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს გარშემო „ატეხილი აურზაურის“ შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი კომენტარის დაწერას, რადგან: არც აჟიოტაჟი აღმოჩნდა ისეთი მასშტაბური, როგორიც, ალბათ, მის დამგეგმავებსა და დამფინანსებლებს სურდათ, და არც „კრიტიკა“ არის ისეთი წონიანი, რომ "ჩიტი ბრდღვნად ღირდეს". ამიტომ მოკლედ ვიტყვი:- მთელი კამპანია ტყუილზე და მანიპულაციებზეა აგებული, - წერს ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია.
15 სექტემბერი 2026, 10:06
საზოგადოება
კომპანია „ნოვა“ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
15 სექტემბერი 2026, 09:51
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის წინააღმდეგ ლინდსი გრემის მიერ შედგენილმა სანქციების კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატაში პროცედურული ბარიერი გადალახა
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტმა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი იყო, პროცედურული ბარიერი გადალახა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მტკიცება, რომ ხელოვნური ინტელექტი „მსოფლიოს დაიპყრობს“, ისეთივე ტყუილია, როგორიც გლობალური „დათბობა“, რომლის მიხედვითაც, ამ დროისთვის ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მტკიცება იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს დაიპყრობს, ისეთივე ტყუილია, როგორც გლობალური დათბობა, რომლის მიხედვითაც, ახლა ყველა უკვე მკვდარი უნდა ყოფილიყო.
15 სექტემბერი 2026, 09:22
მსოფლიო
Reuters: ნატოს გამანადგურებელმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდო
ნატოს გამანადგურებელმა თვითმფრინავმა გვიან ღამით ლიეტუვის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდო. ინფორმაციას Reuters-ი ლიეტუვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 09:05
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
15 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ტაგანროგში Ozon-ის საწყობი დაბომბეს
უკრაინულმა ძალებმა 15 სექტემბრის ღამეს რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ხოლო როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტ Ozon-ის საწყობი რაკეტებით დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 08:47
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 სექტემბერს ქუთაისში ხანმოკლე წვიმა იქნება, დღისით +29 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
15 სექტემბერი 2026, 08:38
ეკონომიკა
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი გაიზარდა 22.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი გაიზარდა 3.3 პროცენტით.
15 სექტემბერი 2026, 08:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 81 000 პირი ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადაიხდიან
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის ახალი ინიციატივის შესახებ წერს.
15 სექტემბერი 2026, 08:20
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე გახარიას პარტიაზე: მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. ისინი ვერ გამოვიდნენ საბოტაჟის რეჟიმიდან
მუდმივად ცდილობენ, რომ დესტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.
15 სექტემბერი 2026, 08:10
პოლიტიკა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პირველი მოსმენით იმსჯელებს. ცვლილება ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს.
15 სექტემბერი 2026, 08:01
საზოგადოება
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება. 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ბევრი სიახლით იხსნება. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი.
15 სექტემბერი 2026, 07:54
პოლიტიკა
პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას - კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ
ჩვენი მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
15 სექტემბერი 2026, 07:50
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგები, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი, ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ყველამ დაინახა, რომ ჩვენ გვქონდა რესურსი, მტკიცედ დაგვეცვა მშვიდობა ძალიან დიდი გამოწვევების და პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად
ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში არ ყოფილა ომი და ამას სჭირდებოდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
15 სექტემბერი 2026, 01:52
მსოფლიო
Financial Times: აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს
ინფორმირებული წყაროების თანახმად, აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში, საფრანგეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სთხოვს, მოუხსნან სანქციები რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 00:55
მსოფლიო
ბელგიაში პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად გაუსწორდა - დაწყებულია გამოძიება. ვიდეო
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ბელგიაში, ნიველ-ჟენაპის პოლიციელი ხელბორკილებიან ქალს ფიზიკურად უსწორდება, საზოგადოების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.
15 სექტემბერი 2026, 00:19
პოლიტიკა
პრემიერი: ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი
ჩვენ რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე. ეს არის პრინციპული საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება.
15 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
პრემიერი: ბანერით რომ დაადგები თავზე პლაჟზე, დისკომფორტს რომ უქმნი ტურისტს, მიზანი რა გაქვს, თუ არა ის, რომ ნაკლები ტურისტი შემოვიდეს საქართველოში?! ამით იცავ ტერიტორიულ მთლიანობას? მიშა მშვილდაძე რუსებზე აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი
„როდესაც პლაჟზე თავზე ადგები რუს ტურისტს და ამით გინდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ხომ აბსურდია?! სადაც თქვენ დადიხართ იმ ტელევიზიის მფლობელი მიშა მშვილდაძე რუსებს აქირავებს ბინას და მერე გამოდის რუსოფობიური განცხადებებით, რომ - პლაჟზე, დიახ, უნდა დაადგე რუს ტურისტს. გემით რომ ჩამოდის ტურისტი, აქცია უნდა მოუწყო, ეს არის ორმაგი სტანდარტი,"- აღნიშნა პრემიერმა.
15 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
პრემიერი: დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, რეაგირება მყისიერი იქნება
როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.


