ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის - ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
„სოკარს“ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კომპანია „სოკარის“ ინვესტიციების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ კომპანის ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ქვეყანაში მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა.
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მე მინდა ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს მადლობა გადავუხადო ჩამობრძანებისთვის. ბატონი როვნაგ აბდულაევი არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი. იგი წარმოადგენს კომპანია „სოკარს“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში. „სოკარს“ ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში და ეწევა ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო,რომ „სოკარს“ გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. განხორციელებული აქვს ძალიან ბევრი სოციალური მნიშვნელობის პროექტები ჩვენი მოსახლეობისთვის სხვადასხვა რეგიონში და დღევანდელი დღე არის სწორედ ამის დადასტურება. ჩვენ ვიმყოფებით მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში და ჩვენ ამ მნიშვნელოვან, ლამაზ საჩუქარს გავხსნით დღეს ოფიციალურად. ეს არის საჩუქარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის - თანამედროვე ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ძალიან ძვირფასი საჩუქარი იქნება, ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ როვნაგს და კომპანია „სოკარს“. რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესი წავახალისოთ და სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ამას გარდა, მინდა ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ვუთხრა, რომ დღეს ბატონი როვნაგი გახსნის მათი დაფინანსებით სოფელ კაბალში საბავშვო ბაღს, რომელი პროექტის განხორციელებაც ერთი წლის წინ დაიწყო და გეტყვით, რომ სულ რაღაც ერთი წელია ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო და დღეს უკვე ვხედავთ, რომ მზად არის. პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა. ასე რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი ძმობის, მეგობრობის და ურთიერთთანამშრომლობის. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩვენთვის მხოლოდ მეზობელი ქვეყანა არ არის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები არიან ჩვენი ძმები და ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. ასევე გეტყვით, რომ სოკართან ერთად მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო მასშტაბის გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია. კიდევ ერთხელ ყველას მოგესალმებით და გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისთვის, როგორიცაა კალათბურთი, მინი-ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა.
სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია.
პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.
ყველა სიახლე
18 ივლისი 2026, 00:11
მსოფლიო
მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.
17 ივლისი 2026, 22:00
საზოგადოება
სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.
17 ივლისი 2026, 21:45
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 ივლისი 2026, 21:36
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
17 ივლისი 2026, 21:28
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.
17 ივლისი 2026, 21:10
პოლიტიკა
როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
17 ივლისი 2026, 21:06
საზოგადოება
75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს
17 ივლისი 2026, 21:00
კულტურა
თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
17 ივლისი 2026, 20:54
სამართალი
შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.
17 ივლისი 2026, 20:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.
17 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.
17 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.
17 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.
17 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
17 ივლისი 2026, 20:16
პოლიტიკა
რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
17 ივლისი 2026, 20:01
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა
შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
17 ივლისი 2026, 19:52
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.
17 ივლისი 2026, 19:16
პოლიტიკა
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
17 ივლისი 2026, 19:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
17 ივლისი 2026, 18:46
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს - ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი
ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, - წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.


