Imedi /  26 სექტემბერი 2021, 16:52 / სანდო წყარო

საქართველოს პრეზიდენტმა დიმიტრი ამილახვარს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი;
დიმიტრი ამილახვრის შთამომავალი

პრინცი ამილახვრის ცხოვრება და ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის გარემოებები ფრანგულ-ქართული კავშირის სიმტკიცის შესანიშნავი სიმბოლოა. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებში, საფრანგეთის სახელმწიფოს ქმედების მიღმა, ფრანგულ-ქართული ურთიერთობა იმითაც არის უნიკალური, რომ ის გარკვეულწილად საფრანგეთის ისტორიაცაა: ეს არის იძულებითი და ტრაგიკული ემიგრაცია, აღიარებით ნასაზრდოები, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებულ ინტეგრაციაში გარდაისახა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარიზში, ვიცე პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვრის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ლეიტენანტ-პოლკოვნიკს დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში, ინვალიდების სასახლეში ჩატარდა, პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო დიმიტრი ამილახვრის შთამომავლებს გადასცა. ეროვნული გმირის წოდება დიმიტრი ამილახვარს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისათვის, საქართველოსადმი განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულების შექმნაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების თავგანწირვისათვის.

„საუკუნე გავიდა 1921 წლიდან, წლიდან რომელიც თავის თავში ქართველი ხალხის იმედსა და ტრაგედიას აერთიანებს. საუკუნე გავიდა რაც საბჭოს პრეზიდენტმა არისტიდ ბრიანდმა, 1921 წლის 27 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა ცნო. საუკუნე იწურება, რაც 1921 წლის მარტში წითელმა არმიამ, იარაღის ძალით საქართველოს საბჭოთა მმართველობაში მოქცევით, დაამსხვრია დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ეს ოცნება.
1921 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველო კარგავდა იმას, რაც 1917 წელს რუსეთის იმპერიის დაცემამ და 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის დასრულებამ მას მინიშნებად დაუტოვა. საქართველომ დაკარგა: რუსეთის, ოსმალებისა და სპარსეთის იმპერიების მიერ მრავალსაუკუნოვანი ოკუპაციის შემდეგ მოპოვებული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი; ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციაზე დამყარებული დემოკრატიული რეჟიმი; ევროპული ერების ერთობაში ინტეგრაცია.

დამოუკიდებლობა, დემოკრატია, ევროპა: ასეთი მისწრაფებები იყო საუკუნის წინათ. ისინი არ შეცვლილა და დღეს, როგორც არასდროს, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ყველაზე მეტად ეს მისწრაფებები უკვლევს გზას.
ამ მისწრაფებაში, საფრანგეთი როგორც განსაკუთრებულ, ასევე უნიკალურ ადგილს იკავებს. მართლაც, თანამედროვე პერიოდში, მსოფლიოს არცერთ სხვა ქვეყანას არ შეუტანია ასეთი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. და ერთ – ერთ ასეთ თვალის დახამხამებაში მომხდარი ამბავი საიდუმლოს შეიცავს - ეს არის 1921 წლის პოლიტიკური ემიგრაციის შვილი, რომელიც ისტორიის პირველი დამთხვევით პრეზიდენტმა შირაქმა საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშნა, და რომელიც დღეს თქვენ საქართველოს პრეზიდენტის რანგში მოგმართავთ.

საფრანგეთი, როგორც ვთქვი, განუყოფელია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსგან, რადგან მან, ბოლო ასი წლის განმავლობაში, მრავალჯერ შეიტანა წვლილი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ერისა და თვით ამ იდეის შენარჩუნებაში. თხრობისას, მე მძაფრ სიტყვას ვიყენებ - შენარჩუნება, რადგან ეს იყო მომენტები, როდესაც მის არსებობას საფრთხე ემუქრებოდა. ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა აღბეჭდილია თავისი ბუნებით განსხვავებულ, თუმცა არსით ერთმანეთთან დაკავშირებულ სამ მომენტში: საერთაშორისო აღიარება 1921 წელს. ამ წლის იანვარში და პირველად, მეფის რუსეთის მიერ 1801 წელს საქართველოს ანექსიის შემდეგ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დამოუკიდებლობის დე იურე აღიარების წყალობით, საქართველო იბრუნებს თავის ადგილს ერთა შორის. საფრანგეთი, პირველი ქვეყანაა, რომელმაც აღიარა საქართველო და ის, საქართველოში საბჭოთა კავშირის შემოჭრის მიუხედავად და მას შემდეგაც ამ ვალდებულების ერთგული დარჩება, რადგანაც საფრანგეთმა (და ამ საკითხის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი) 1922 წელს საბჭოთა კავშირის აღიარების აქტში ოკუპირებული საქართველო არ შეიყვანა. ის იღებს ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობას. პარიზი ხდება გადასახლებაში მყოფი საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის დედაქალაქი, ისევე როგორც ლონდონი თავისუფალი საფრანგეთისა. ამრიგად, საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი მემკვიდრეობა საფრანგეთისთვის, არა სამი, არამედ 15 წელი გაგრძელდება. მხოლოდ 1933 წელს, როდესაც გერმანიასთან დაძაბულობა ძლიერდება, დალადიერის მთავრობას სხვა არჩევანი აღარ დარჩა, გარდა სტალინის დაჟინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ამ სიმბოლურ მხარდაჭერაზე უარის თქმისა. იმავდროულად, საფრანგეთი გახდება ქართული პოლიტიკური ელიტის მეორე სამშობლო, თავისუფალი საქართველოს სამშობლო, რომელმაც აირჩია გარედან ებრძოლა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მას შესისხლხორცებული ჰქონდა მტკიცე რწმენა: საქართველო ერთ დღეს დაიბრუნებდა თავის სუვერენიტეტს, თავის თავისუფლებას და თავის ადგილს ევროპაში.

ქართული ეროვნული საგანძურის დაბრუნება 1944 წელს. ეს გენერალი დე გოლია, ვინც იღებს საქართველოს კუთვნილი ეროვნული საგანძურის დაბრუნების გადაწყვეტილებას. საგანძურისა, რომელმაც დევნილობაში მყოფი მთავრობის ბედი გაიზიარა და რომელიც საფრანგეთის ბანკში ინახებოდა. საფრანგეთის ხელისუფლების ზედამხედველობის წყალობით, ეს საგანძური სრულად დაუბრუნდა თავის ადგილს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ამ ჟესტით საფრანგეთმა დაგვიბრუნა საქართველოს ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

2008 წლის ომი ამ ტრიპტიქის მესამე ფრთა იქნება. როდესაც 1801 წელს მეფის რუსეთისა და 1921 წელს ბოლშევიკური ანექსიის შემდეგ, საქართველოს საზღვრები ირღვევა და ხორციელდება მის ტერიტორიაზე შემოჭრა, როდესაც ვლადიმერ პუტინის რუსეთი აგზავნის თავის ტანკებსა და თვითმფრინავებს - საქართველო ძალიან ეულად გამოიყურება. რუსეთის შემოჭრა პროგრესირებს და არავინ და არაფერი ჩანს, რაც, ან ვინც შეაჩერებს მას და ამ დროს საფრანგეთი ერთვება მისი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სახით და ევროკავშირის თავმჯდომარეობის სახელით და შედეგად მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ მართლაც შეაჩერა საოკუპაციო ძალების წინსვლა და გადაარჩინა საქართველო კიდევ უფრო ტრაგიკული ბედს. თუ სხვა დასავლურმა სახელმწიფოებმა, შეერთებული შტატებიდან გერმანიამდე გაერთიანებული სამეფოს გავლით, ბევრი რამ გააკეთეს საქართველოსთვის, ვფიქრობ, შემიძლია ვთქვა, რომ არავის უთამაშია ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტებში ამდენად კონკრეტული როლი, როგორიც ითამაშა საფრანგეთმა. შემთხვევითი არ არის, რომ 2018 წელს, ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პარიზში შედგებოდა ჩემი პირველი ორმხრივი ვიზიტი. პრეზიდენტ მაკრონთან ერთად, ჩვენ ბეჭედი დავასვით ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებას დიმიტრი ამილახვრის დიალოგის ირგვლივ, იმ ქართველი თავადის, რომლის სიცოცხლესა და საფრანგეთისათვის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვასაც ვიხსენებთ და აღვნიშნავთ დღეს. იმ საფრანგეთისთვის, რომლისთვისაც ამდენი ქართველი ემიგრანტის მსგავსად, ისიც უცხოელი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ასე სიღრმისეულად იყო მიჯაჭვული.

პრინცი ამილახვრის ცხოვრება და ბრძოლის ველზე მისი დაღუპვის გარემოებები ფრანგულ-ქართული კავშირის სიმტკიცის შესანიშნავი სიმბოლოა. ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტებში, საფრანგეთის სახელმწიფოს ქმედების მიღმა, ფრანგულ-ქართული ურთიერთობა იმითაც არის უნიკალური, რომ ის გარკვეულწილად საფრანგეთის ისტორიაცაა: ეს არის იძულებითი და ტრაგიკული ემიგრაცია, აღიარებით ნასაზრდოები, რომელიც საფრანგეთის რესპუბლიკაში წარმატებულ ინტეგრაციაში გარდაისახა.

ამ არასასურველმა ემიგრაციამ თავდაპირველად აღიარება წარმოშვა, რომელსაც თან ახლდა ინტეგრაციის სურვილი და, ვიტყოდი, მოთხოვნაც კი, რომელიც არ იყო დროის ერთადერთი ნაყოფი. ამრიგად, ამ საზოგადოებამ საფრანგეთს მისცა ექიმები, ინჟინრები, სპორტსმენები, მწერლები, მუსიკოსები, გამომგონებლები, დიპლომატები თუ ჟურნალისტები. ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის, რომლებიც საფრანგეთში ისტორიის მოულოდნელობების მიზეზით ჩავიდნენ, საფრანგეთის სამსახურში ყოფნა, მათი შესაძლებლობისამებრ იყო საფრანგეთისათვის იმ მცირედის დაბრუნება, რაც მათ ამ ქვეყანამ მისცა.

პრინცი დიმიტრი ამილახვარი, რომელსაც დღეს სიკვდილის შემდგომ საქართველოს უმაღლესი სამხედრო ორდენით ვაჯილდოებ, ამ განვლილი გზის ყველაზე ნათელი სიმბოლოა. (19)40 წლის ივნისში ლონდონში გენერალ დე გოლის თავისუფალ საფრანგეთთან გაერთიანებით, ვიცე-პოლკოვნიკი ამილახვარი მოწოდებული იყო ემსახურა იმ საფრანგეთისათვის, რომელმაც თავშესაფარი შესთავაზა მის ოჯახსა და თანამოქალაქეებს და რომელიც ყველასთვის განუყოფელი იყო თავისუფლების იდეისგან. მისი ჩართულობა დასრულდება ელ ალამაინში, თავისუფალი საფრანგეთისთვის სიცოცხლის შეწირვით. ”ჩვენ უცხოელებს გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, რომ ვუჩვენოთ საფრანგეთს ჩვენი მადლიერება იმ მიღებისათვის, იმ მიდგომისათვის, რომელიც მან ჩვენ გვარგუნა: დავიხოცოთ მისთვის!”. დაიღუპა რა საფრანგეთისა და მისი თავისუფლებისათვის, ის ასევე დაიღუპა საქართველოს თავისუფლებისათვის. პრინცმა ამილახვარმა ამგვარად აღასრულა საკუთარი ბედისწერა, მსხვერპლად შეეწირა თავის ორ სამშობლოს.

ამიტომაც ვარ განსაკუთრებით ბედნიერი და ჩემთვის პატივია, რომ ამ საიუბილეო და უდიდესი სიმბოლოს მატარებელ დღეს, პრინცი ამილახვრის ორი ბიუსტი, რომელსაც საფრანგეთის ქართული სათვისტომო ერთი მხრივ, უცხოური ლეგიონის (მე-13 ბრიგადის) მუზეუმს და მეორე მხრივ, სენ-სირის სამხედრო აკადემიის მუზეუმს, დღეს ჩემი თანდასწრებით ამ პრესტიჟულ ადგილას გადასცემს. ხვალ კი, მესამე ბიუსტი საქართველოში განთავსდება, რითაც კიდევ ერთხელ დავაკავშირებთ ჩვენს ქვეყნებს, თავისუფლებისა და ძმობის საერთო ღირებულებებით გაერთიანებულებს.
ეს სიმბოლური დღე ავირჩიე სხვა ორი პიროვნების დასაჯილდოებლადაც, რომლებმაც გასული ასი წლის განმავლობაში, ამ თავშესაფრის მიწაზე ქართული ემიგრაციის არსებობას დაატყვეს კვალი.

კონსტანტინე ანდრონიკაშვილი-ანდრონიკოვი მთელი განვლილი გზის სიმბოლოა: ქართული არმიის ოფიცრის ვაჟი, რომელიც წითელი არმიის შემოჭრას ებრძოდა, ის გადაასახლეს და დახვრიტეს 1937 წელს. კონსტანტინე დედასთან ერთად ერთად საფრანგეთს აფარებს თავს 1920 წელს. როგორც უცხოელი ნებაყოფლობით წევრიანდება საჰაერო ძალებში, 1947 წელს ენიჭა საფრანგეთის მოქალაქეობა, შემდგომ მას აქვს სამაგალითო დიპლომატიური კარიერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (/Quai d’Orsay), ის იყო საფრანგეთის სამი პრეზიდენტის პირადი თარჯიმანი, პენსიაში გასვლის შემდეგ თავი მთლიანად თეოლოგიას მიუძღვნა.

თავადი ანდრონიკოვის მსგავსად, (რომელსაც იგი წმინდა სერგის ინსტიტუტში შეხვდა, სადაც ორივე ღვთისმეტყველებას სწავლობდა), დეკანოზი ელი მელია ორმოცი წლის განმავლობაში აცოცხლებდა ქართულ ქრისტიანობას ინსტიტუტის კედლებს მიღმა. ის იყო პარიზის წმინდა ნინოს ქართული სამრევლოს წინამძღვარი, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივი წლების განმავლობაში, ერთადერთი ქართული სამრევლო იყო თავისუფალ სამყაროში. მამა მელია იყო ქართული ემიგრაციის სული და საყრდენი საფრანგეთსა და მსოფლიოში.

ამ პირველ ემიგრაციას მოჰყვება შემდგომი ტალღები, რომლებიც თავისებურად დატოვებენ ქართულ კვალს საფრანგეთში: ემიგრანტები თუ ემიგრანტების შთამომავლები - კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი, ოქრომჭედელი გუჯი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, რაგბისტ იაშვილის ოჯახი, მხატვარი ვერა ფაღავა, მოდის დიზაინერი დემნა გვასალია, ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი, მსახიობი გიომ გალიენი, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმისა, რაც დღეს ჩვენს კულტურულ სიახლოვეს ასახავს.

ქართული ემიგრაციის ისტორია, წარმატებული ემიგრაციის ისტორიაცაა, რომელიც ადასტურებს, რომ ემიგრაცია ყოველთვის არ არის საზღაური, ან ტვირთი, ემიგრაცია შესაძლოა იყოს უპირატესობა. ის ასევე გვიდასტურებს, რომ ინტეგრაცია არ არის წარმოშობის ქვეყანასთან კავშირების შენარჩუნების გამომრიცხავი.

დაბოლოს, ის ასევე ადასტურებს იმას, რისი აღქმაც ძალიან უჭირს დღევანდელ მსოფლიოს, რომ იდენტობა არ ნიშნავს გარიყვას, არამედ ის შეიძლება იყოს შემატება და გამდიდრება. და შებრძოლება ყველა წინააღმდეგობასთან, რაც გამოწვეულია სხვების მსგავსად ფრანგად ყოფნასთან ერთად და ქართველად დარჩენით, ზოგისთვის სრულად, ზოგისთვის ნახევარი დროით. სრულყოფილი ფრანგობის მიუხედავად, ემიგრაციის ქართველებს არ დავიწყებიათ და არ მიუტოვებიათ საქართველო. ეს არის პრინცი ამილახვრის მსხვერპლის მთავარი არსი. ბრძოლა იმისთვის, რომ ერთ დღესაც დაენახა საქართველო, რომელიც გაიზიარებდა ბედს, რომელიც 1945 წელს ერგო საფრანგეთს, როდესაც გახდა თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული ქვეყანა.

ქართულ ემიგრაციას ჩვენამდე ასევე მოაქვს გზავნილი საფრანგეთის უნიკალურობაზე, თავშესაფრის ეს მიწა, რომლის იდენტობა სცდება საფრანგეთის, იგივე ექვსკუთხედის გეოგრაფიულ საზღვრებს, რათა მიისწრაფოდა უნივერსალურისაკენ. საქართველოს ისტორია საფრანგეთში, ასევე საერთო ფრანგული ღირებულებების ისტორიაა, რომელთა შორის პირველი, თავისუფლებაა. ზოგადად, ყველა ქართველი თავს იყრის გენერალი დე გოლის ფორმულაში, რომელიც ეხება „საფრანგეთს და მსოფლიოს თავისუფლებას შორის მრავალსაუკუნოვანი პაქტის“ არსებობას. ყველა ქართველს თან ახლავს ალექსანდრე დიუმას და მისი სამი მუშკეტერის სიმამაცე, გამბედაობა, თავდაჯერებულობა და დიდი ერთგულება, ვინაიდან ეს ფრანგულ-ქართული ურთიერთობა ფაქტობრივად განუყოფელია იმ საერთო ფესვების მქონე კულტურის კუთვნილებისადმი, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ჰქვია: ღვინის უძველესი ცივილიზაცია, მედეასა და არგონავტების ქვეყანა, მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანობის მიმღები ქვეყანა, ლიტერატურისა და პოეზიისადმი გულმხურვალე საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის გეოგრაფიულ საზღვარზეა, ყოველთვის ევროპელად გრძნობდა თავს.

ეს დღეს განმარტავს თუ რატომ სურს მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს აუცილებელი დიპლომატიური არჩევანია, რომელსაც არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ევროპული მისწრაფება ცივილიზაციის არჩევანს წარმოადგენს. ჩვენი ახალგაზრდები მასში ხედავენ თავიანთ მომავალს: ჩვენი ახალგაზრდები მოდიან სასწავლებლად და მკვიდრდებიან ევროპაში, ოცნებობენ პარიზსა და ბერლინზე და ეწაფებიან ევროპულ კულტურას. არავის, ახალგაზრდა თაობიდან, დღეს სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია თავისი მომავალი, თუ არა ევროპის წიაღში. არც რუსეთისაკენ, რომელიც გარდასულ წარსულს წარმოადგენს, არც ცენტრალური აზიისაკენ, თუ ახლო აღმოსავლეთისაკენ - რომელიც გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა, თუმცა კულტურულად ბევრად უფრო შორს.

დღეს ჩვენი აქ ყოფნა ამას ადასტურებს. საქართველო ევროპაა და ჩემი პირადი ისტორიაც ამის განსახიერებაა. ეს არის ჩემი მანდატის არსი: საქართველოსა და ევროპის მჭიდრო დაახლოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა. საფრანგეთმა, რომელიც დღეს ყველაზე წარმატებულ ევროპულ ამბიციას წარმოადგენს (იმ ევროპისა, რომელიც მსოფლიოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს) უნდა გამონახოს ის ციცაბო ბილიკი, რომლითაც მიაღწევს როგორც ევროპული ოჯახის ერთიანობას, რაც ძალაუფლების მოთხოვნაა, ასევე, მთელი ევროპული ოჯახის შავ ზღვამდე განვრცობას, რაც ისტორიული ფაქტია!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.