GORBI-ს კვლევა: დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 49,6% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბი“-მ 10-19 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში ასახულია მხოლოდ იმ რესპონდენტთა პასუხები, რომლებმაც ინტერვიუერს დაუდასტურეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ.
გამოკითხულთა 49,6% „ქართულ ოცნებას“ ირჩევს, რაც გასული თვის იგივე კვლევის შედეგებთან შედარებით 2,4%-ით მეტია. რესპონდენტთა 25,9% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ეს 1%-ით ნაკლებია გამოკითხულთა იმ რაოდენობასთან შედარებით, რომლებიც სააკაშვილის პარტიას გასულ თვეში ირჩევდნენ.
„გორბის“ კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა 5.3%-ის რჩეულია გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“, შემდეგ მოდის 4,1%-ით „პატრიოტთა ალიანსი“, შემდეგ უმანდატო გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველო“ 2,7%-ით, გამოკითხულთა 2,6% ასახელებს „ლელოს“, 2,2% - გიორგი ვაშაძის „მესამე ძალას“, 2% - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩს“, 1,8% შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტებს“, 1,5% ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“, გამოკითხულთა 0,9% ირჩევს იაგო ხვიჩიას „გირჩს“ და სხვა პარტიებს რესპონდენტთა 1,4% ასახელებს.
მოსახლეობა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით გამოიკითხვა, რესპონდენტთა შესარჩევად, გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. საველე სამუშაოებისას ჯამში 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგების ცდომლების ზღვარი ქვეყნის მოსახლეობისთვის +/- 2.5%, თბილისის მოსახლეობისთვის - +/3,4%-ია. კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა, რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩევლი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს.
ყველა სიახლე
09 მაისი 2026, 14:04
მსოფლიო
ერდოღანი: ევროპა თურქეთის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის გარეშე ევროპის მომავალი არქიტექტურა სრულყოფილი არ იქნება.
09 მაისი 2026, 13:46
რეგიონი
გარდაბანში ილია II-ის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საღამოს ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
09 მაისი 2026, 13:39
რეგიონი
ქალაქ ახალციხეში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა
ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა მოადგილეებთან ერთად ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მეორე მსოფლიო ომის ობელისკი ყვავილებით შეამკეს.
09 მაისი 2026, 13:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვუყურებ რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი, რაშიც მონაწილეობის სურვილი, რა თქმა უნდა არ გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის თბილისში ევროკავშირის საელჩოს მიერ ევროპის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას არ აპირებს.
09 მაისი 2026, 13:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია
თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
09 მაისი 2026, 13:27
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ჯაფარიძემ და საკრებულოს წევრებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. საკრებულოს წევრებმა კიკვიძის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს.
09 მაისი 2026, 13:25
რეგიონი
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
09 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 26 მაისს დაგეგმილ აქციაზე: ეს არის მორიგი დანაშაულის დაგეგმვა, როგორც 4 ოქტომბერს აპირებდნენ უცხოელების ხელშეწყობით დანაშაულის ორგანიზებას და საბოლოო ჯამში, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ახლაც ასე იქნება
26 მაისს ჩვენ ველით აღლუმს, რომელიც ტრადიციულად გაიმართება და გვექნება შესაძლებლობა წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიის მოწმე ვიყოთ და ეს იქნება დიდი ზეიმი ჩვენი ხალხისთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.
09 მაისი 2026, 13:22
ჯანდაცვა
სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა
ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
09 მაისი 2026, 13:19
პოლიტიკა
ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით - იგივე მიდგომა იყო მეუფე ესაიას ამოფარებოდნენ პატრიარქის არჩევნებისას
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფების სტრატეგიას ეხმიანება, რომლებიც ავტორიტეტული ფიგურების გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივი გავლენის მოპოვებას.
09 მაისი 2026, 13:16
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დრეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა საქართველოს თანასწორუფლებიან პარტნიორად აღიქვამს:
09 მაისი 2026, 13:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს
ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიასთან, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. ასე რომ, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს და ასეთის სახის განცხადებებსაც გააკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა. კერძოდ, დევდარიანის თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული „იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის „წაღება“ იყო.
09 მაისი 2026, 12:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა
სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისა.
09 მაისი 2026, 12:51
მსოფლიო
CNN: ირანის დაჭრილი უზენაესი ლიდერი საჯაროდ არ ჩანს, მაგრამ სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი მაღალი რანგის სხვა ჩინოვნიკებთან ერთად ისლამური რესპუბლიკის სამხედრო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობას იღებს. ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
09 მაისი 2026, 12:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს
მაშინ პარლამენტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირება რომ არა, შეიძლებოდა, პარლამენტი გადამწვარიყო და მართლა 90-იანი წლების იმ ბნელ წარსულში დავბრუნებულიყავით, ჰერჩინსკი რომ გვიწინასწარმეტყველებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
09 მაისი 2026, 12:22
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ვხედავდით ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ და ამ დროს ჩვენი პოლიციელები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა არ შემდგარიყო
ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ უპირველეს ყოვლისა იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა, გადაცდომებსაც რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის მოვლენების გახსენებისას.
09 მაისი 2026, 12:18
მსოფლიო
მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე გაიმართა
მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
09 მაისი 2026, 12:07
ჯანდაცვა
სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შეისყიდის
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პერსონალურ ამწეებს შეისყიდის.
09 მაისი 2026, 11:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, ასეთ პირობებში, ვერც ერთ მათ პოლიტიკურ ინიციატივას ვერ ექნება წარმატება
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
09 მაისი 2026, 11:55
სამართალი
ძალადობის ფაქტებზე დაკავებული ყოფილი და მოქმედი ძალოვანებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.


