Imedi /  29 სექტემბერი 2021, 00:49 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

რატომ გვახარებს ეკონომიკური ზრდა? გვახარებს იმიტომ, რომ მეტი ფული გაგვიჩნდება ბიუჯეტში. ამ შემოსავლებით ჩვენ შევძლებთ, დავაფინანსოთ კარგი პროექტები, როგორიც არის ახალი საწარმოების შექმნა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომელიც მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და წასახალისებლად 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

„ეს არის ძალიან სერიოზული პაკეტი. 1 300-მდე საწარმოს დავაფინანსებთა და მინიმუმ, 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. რაც შეეხება ტურიზმს, ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს უნიკალური ადგილები, რომელიც მანამდეც შესაძლოა, იყო მომხიბვლელი ტურისტული ატრაქციები და ახლა მივიწყებულია. ამას გარდა, აღმოჩენილია ახალი ლოკაციები, რომლებიც, მინდა, რომ თანაბრად ყველა მუნიციპალიტეტში განვავითაროთ.

გვაქვს გეგმა, ჩემი დავალებით, ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროც და ამ პროექტების განხორციელებას 2022 წლის იანვრიდანვე დავიწყებთ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით გვაქვს 7 მილიარდი ლარის ინვესტირების გეგმა, რათა თანაბრად განვითარდეს მთელი ქვეყანა. ჩვენ, იმის მაგივრად, რომ ვილაპარაკოთ კრიმინალებზე, უნდა ვილაპარაკოთ განვითარებაზე, ხედვაზე, მოსახლეობის მთავარ გამოწვევებზე. ხალხი ძალიან დაიღალა ამ უსაგნო, უსაფუძვლო პოლიტიკური დებატების მოსმენით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2021, 08:00

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კრწანისის რაიონი – 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძისა და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.

ვიქტორ ყიფიანი

25 ოქტომბერი 2021, 00:45

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ქართული სახელმწიფო უნდა იყოს თვითმყოფადი, თვითკმარი და თავმოყვარე

ჩვენ სამი პრინციპი უნდა ვიქონიოთ თვით განმსაზღვრელი: ქართული სახელმწიფო უნდა იყოს თვითმყოფადი, თვითკმარი და თავმოყვარე. ალბათ, ამ სამ სიტყვაში იქნება ჩადებული მისი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური მდგენელები, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანათავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ქართულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ლადო პაპავა

25 ოქტომბერი 2021, 00:32

პოლიტიკა

ლადო პაპავა: თურმე „პროდასავლური“ „ნაცმოძრაობა“ საქართველოში სინგაპურს აშენებდა, სადაც ავტორიტარული მმართველობა იყო და „პრორუსულმა“ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შესთავაზა. ანუ, პრაქტიკულად გვითხრა: „ანკესს გაძლევს, თევზი თვითონ, დაიჭირე“. მაშინ მოიფიქრეს ყველანაირი საბაბი იმისა, რომ ჩვენ დღეს არ ვართ მზად ის პირობები დავაკმაყოფილოთ, რასაც ევროკავშირი გვიყენებს, - ამის შესახებ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო სინგაპური უნდა გახდეს.

ვიქტორ ყიფიანი

25 ოქტომბერი 2021, 00:29

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: დღეს მედია არაკეთილსინდისიერი ფოსტალიონის როლს ასრულებს, მათ არათუ მიაქვთ გზავნილი, არამედ მიტანის პროცესში მისი გადაწერით არიან დაკავებული

როდესაც ქვეყანაში, რომელსაც ეკონომიკურად უჭირს შემოდის ნებისმიერი ნარატივი ვინმეს პრორუსულობაზე, ძალიან ნოყიერ ნიადაგს პოულობს. ნოყიერ ნიადაგს პოულობს მედიის გამოყენებით, რომელიც არაკეთილსინდისიერი ფოსტალიონის როლს ასრულებს. მათ არათუ მიაქვთ გზავნილი, არამედ მიტანის პროცესში მისი გადაწერით არიან დაკავებული და შესაბამისად მიმღები სულ სხვა გზავნილს იღებს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ წარმომადგენელმა, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლადო პაპავა

25 ოქტომბერი 2021, 00:18

პოლიტიკა

ლადო პაპავა: საქართველო არის კრემლის ხაფანგში, რომლის მთავარი მიზანია სტაბილური არასტაბილურობა - ამისთვის საჭიროა სააკაშვილი

„საქართველო არის კრემლის ხაფანგში. და ხაფანგის მიზანი რა არის? ხელისუფლებაში არა ღიად პრორუსული ძალის მოყვანა, რაც არ სჭირდება, იმიტომ რომ მერე რაღაც აფხაზეთში უნდა დათმოს, რაღაც ცხინვალში უნდა დათმოს, მთავარი მიზანი არის სტაბილური არასტაბილურობა. ამისთვის საჭიროა სააკაშვილი. საჭიროა არასტაბილურობა უკრაინაში - გამოიყენებენ უკრაინაში, საჭიროა საქართველოში - გამოიყენებენ საქართველოში. ყველაზე კარგი სცენარი მოსკოვისთვის არის მუდმივად იყოს არასტაბილურობა. ამიტომ, მოდით პრორუსულობაზე ნურავინ დადებს თავს. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ადამიანი თუ იწვევს არასტაბილურობას, უნდა იცოდეს, რომ წყალს ასხამს კრემლის წისქვილზე“ - განაცხადა პაპავამ.

ვიქტორ ყიფიანი

25 ოქტომბერი 2021, 00:14

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ის რაც დეკლარირებული იყო, ხშირად, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებიდან ამონაგლეჯებით მტკიცდებოდა და ჩვენს მოქალაქეებს უჩნდებოდა კითხვა, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი?!

მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს თავიანთი ხვედრი უნდა შეუმსუბუქონ და საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე აიღონ, არამედ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პიროვნებებისგან ისინი ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყნის მოქალაქეებად უნდა იქცნენ, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ლაშა თაბუკაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 00:14

პოლიტიკა

ლაშა თაბუკაშვილი: ერთ-ერთი თავკაცი ამბობს, ყელში ამოვიდა გირგვლიანის საქმეო - გირგვლიანი, რომელიც არ არის ცალკე კრიმინალური ისტორია, ის არის სიმბოლო და ირინა ენუქიძეც იყო სიმბოლო

წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებულ ადამიანებს სულ არ სიამოვნებთ ამის გახსენება, არც საჯარო სივრცეში ამის გამოტანა. ყველაფერი გადახარშული და ნაგლოვია. მაგრამ ახალი თაობა წამოვიდა, რომელსაც აღარ ახსოვს და ამ ყველაფრის შემოქმედნი უტიფარი ენერგიით ამტკიცებენ, რომ არაფერი მომხდარა, - ამის შესახებ მწერალმა და დრამატურგმა ლაშა თაბუკაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ლადო პაპავა

24 ოქტომბერი 2021, 23:50

პოლიტიკა

ლადო პაპავა: ყველა დავფიქრდეთ რა გვინდა, ქვეყნის განვითარება თუ ისევ დაძაბულობასა და არეულობაში ყოფნა

დღეს ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში ვიმყოფებით იმიტომ, რომ ადგილობრივი არჩევნები როგორც წესი პოლიტიკური სიმწვავით არ გამოირჩევა. მისი დატვირთვა არის ადგილობრივი თვითმმართველობის დაკომპლექტება და დაკავშირებულია რეგიონებთან, სადაც საქმე უნდა გაკეთდეს. ჩვენთან ამ ადგილობრივმა არჩევნებმა მიიღო ძალიან გადაგვარებული სახე, - ამის შესახებ ეკონომისტმა ლადო პაპავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ლადო პაპავა

24 ოქტომბერი 2021, 23:47

პოლიტიკა

ლადო პაპავა: იმედის თვალით ვუყურებ ჩვენს ამომრჩეველს, რომ მასობრივად მივა არჩევნებზე და თავის მოქალაქეობრივ ვალს შეასრულებს

„რაც მთავარია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა არ გვინდა და რა გვინდა. გვინდა ისევ ის უბედურება, გვინდა ისევ ის არაადამიანური ზეწოლა, ადამიანების მოკვლა, გამწარება, ბიზნესის ჩამორთმევა თუ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ გამოვძვრეთ ამ მდგომარეობიდან?“ - განაცხადა პაპავამ.

გია გაჩეჩილაძე

24 ოქტომბერი 2021, 23:28

საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე მამა სერაფიმესთან პერფორმანსზე: არ მეგონა, რომ ამას ვიღაც ფარულად გადაიღებდა და Facebook-ზე დადებდა

„არ მეგონა, რომ ამას ვიღაც ფარულად გადაიღებდა და Facebook-ზე დადებდა. მართლაც ვაპირებდი ამის სატელევიზიო ფორმატისთვის კარგად გაკეთებას. მერე ხასიათი გამიფუჭდა და საერთოდ თავი დავანებე. სანამ იმ ჩანაწერს დადებდნენ, მამა სერფიმესთან უკვე ჩაწერილი გვქონდა ეს სიტუაცია და ვაპირებდი, ჩანაწერის გამოშვებას. თუმცა, როგორც კი ეს ამბავი მოხდა, მოტივაცია დავკარგე“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

რატი იონათამიშვილი

24 ოქტომბერი 2021, 23:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი კირკიტაძეზე: „ნაცი“, იგივე მიშისტი - ადამიანი, რომელსაც სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთდროულად შეუძლია იყოს სასტიკი მოძალადე და შეშინებული „ჩმორი“

„ნაცი“, იგივე მიშისტი - ადამიანი, რომელსაც სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, ერთდროულად შეუძლია იყოს სასტიკი მოძალადე და შეშინებული „ჩმორი“. ველოდები ე.წ „გავლენიანი“ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს დავით კირკიტაძის ამ ქმედებაზე და „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ რეაქციებს!“ - წერს იონათამიშვილი.

გია გაჩეჩილაძე

24 ოქტომბერი 2021, 23:00

საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე ლევან გაჩეჩილაძეზე: ახლა ერთმანეთისგან ვისვენებთ

ახლა ერთმანეთისგან ვისვენებთ, - ამის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ძმაზე საუბრისას განაცხადა. მან ძმასთან, ლევან გაჩეჩილაძესთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა და ბავშვობა გაიხსენა. მისი თქმით, ძმებს შორის განსხვავება წელიწადი და რვა თვეა. ბავშვობაში ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. კონფლიქტები ძმებს შორის დღესაც ხშირად ხდება.

გია გაჩეჩილაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:49

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე: სპეციალური განყოფილება იყო შექმნილი გაჩეჩილაძეების გვართან დაკავშირებით, გარშემო კაცი არ დამიტოვეს, ვინც არ დაიჭირეს

„სპეციალური განყოფილება იყო შექმნილი გაჩეჩილაძეების გვართან დაკავშირებით, რომელშიც სადღაც 50 კაცი [მუშაობდა]. გარშემო კაცი არ დამიტოვეს, ვინც არ დაიჭირეს. ამას ყველაზე ძალიან განვიცდიდი, იმიტომ, რომ ეს ჰქონდათ ყველაზე ცუდი - შენთან არ მოდიოდნენ და ხელს არ გკიდებდნენ, გარშემო გიქმნიდნენ ყველანაირ პრობლემას და შენ კიდევ საკუთარ თავს ადანაშაულებდი ამაში“, - იხსენებს გაჩეჩილაძე.

ანრი ოხანაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 22:47

სამართალი

ანრი ოხანაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები, ძალადობრივი რეჟიმის წარმომადგენლები კი ციხის საავადმყოფოს მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ

ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა თავისი პატიმრები და ამით დაარღვია ევროპული კონვენცია! ძალადობრივი რეჟიმის ეს წარმომადგენლები კი დღეს, მულტიფუნქციური კლინიკის პირობებს უწუნებენ ციხის საავადმყოფოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველთა განცხადებებს ეხმიანება.

გია გაჩეჩილაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:41

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე: როგორ შეიძლება ქვეყნისთვის მიზანი იყოს დასავლეთი ან ევროპა? ეს შეიძლება მიზნის მიღწევის საშუალება იყოს, მაგრამ არა მიზანი

„რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს, მაგალითად ორგანული ქვეყნის {ნიშა}. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საფიქრალია, დისკუსიები უნდა იმართებოდეს. მაგრამ რაზე იმართება დისკუსიები? აბსოლუტურად ამოვარდნილები ვართ რეალობიდან და ფაქტობრივად ჩვენი ცხოვრება გავიდა იმაში, ვინ უფრო ცუდია - ერთი თუ მეორე და ეს არის 30-წლიანი ჯოჯოხეთი, რომელშიც ვიმყოფებით“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„ცეკვავენ ვარსკვლავები“

24 ოქტომბერი 2021, 22:25

საზოგადოება

ხვალიდან, ყოველ ორშაბათს, „ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-10, ოქროს სეზონი იწყება

ხვალიდან, ყოველ ორშაბათს, 22:00 საათზე, „იმედზე“ „ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-10, ოქროს სეზონი იწყება. საიუბილეო სეზონზე კონკურსანტებს შორის „იმედის“ არაერთ სახეს იხილავთ. წელს „ცეკვავენ ვარსკვლავებში” სალომე ღვინიაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ლაშა გურგენიძე, გიორგი გაბუნია, თათია თექთურმანიძე და სხვები იცეკვებენ.

პაატა იმნაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:17

COVID19

პაატა იმნაძე: თრობა არ შეიძლება, თორემ 1-2 ჭიქით აცრის აღნიშვნა შეიძლება

„ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს დალევა არ შეიძლება ვაქცინის მერე, ვერ იმუშავებ ვაქცინის მერე. ერთი დღე თუ დაისვენებ ვაქცინის მერე ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ დამერწმუნებით, პირველი დოზის მერე მთელი დღე ვმუშაობდი, ცოტათი მოთენთილობის გრძნობა ნამდვილად მქონდა. მეორე დოზის შემდეგ საერთოდ არაფერი მქონია. ვიღაცას კი, შეიძლება ნამდვილად ჰქონდეს რაღაც რეაქცია, სიცხეც ჰქონდეს. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი“, - განცხადა იმნაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 ოქტომბერი 2021, 22:06

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტების შემოღებას არ გამორიცხავს

„ადგილები, რომლებიც პირველადი საჭიროების თავშეყრის ადგილებს არ წარმოადგენენ, სავსებით შეიძლება გადავიყვანოთ მანდატორულ მწვანე და წითელი პასპორტების გამოყენებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ირიბი წახალისება და რეგულაცია, იმისთვის რომ მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა ავცრათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ირაკლი ხმალაძე

24 ოქტომბერი 2021, 21:56

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე მელიაზე: არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს, საარჩევნო მიზნებისთვის ეს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა

არ შეიძლება ისეთი პირობის მიცემა, რისი საშუალებაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ეს არის პირდაპირ მოტყუება ქალაქელების, ამომრჩევლების და საარჩევნო მიზნებისთვის მათი შეცდომაში შეყვანა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

24 ოქტომბერი 2021, 21:49

ტაბლოიდი

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩილ ჩიქოვანი არის უბრალო ბათუმელი ბიჭი

„ყველაზე მეტად როცა სჭირდებოდა ჩემს ქალაქს ფიზიკური თანადგომა, მე იქ არ ვიყავი და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე“, - ამბობს კანდიდატი.