მაიკ პენსი: ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოკუპაციას
მაიკ პენსი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან. გიორგი მარგველაშვილმა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მაიკ პენსის ვიზიტის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. წვრთნების მონაწილეებს მიმართა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. მან ამერიკელ ჯარისკაცებს აშშ-ის მთავარსარდლის მისალმება გადასცა და მისიებში მონაწილეობისთვის შეაქო.
"პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები აქ, ამ დროს, იმისთვის, რომ უბრალოდ მადლობა გითხრათ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს უწევთ, დგახართ აქ გაერთიანებულნი თავისუფლების დასაცავად. ამერიკა და საქართველო გაერთიანებულნი არიან ერთიანი ღირებულებებით, რაც თავისუფლებისეკნ სწრაფვას გულისხმობს.
დღეს ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ჩვენ ურყევ პოზიციას და ვუთხრათ ქართველ მეგობრებს - თქვენ გვერდით ვდგავართ. საქართველოს, ქართველების გვერდზე ვდგავართ და გიჭერთ ნატოში გაწევრიანების მისწრაფებაში მხარს. ის რაც გვაკავშირებს ეს გახლავთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა.
საქართველოს დასაბამი ანტიკურ ხანაში უნდა ვეძებოთ. საქართველოს გააჩნია უდიდესი კულტურა და მემკვიდრეობა და ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა, საქართველოს კულტურამ დროს გაუძლო.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველო საბჭოთა კავშირის საპყრობილეში იყო. საბჭოთა კავშირი თქვენი ისტორიის წაშლას ცდილობდა. მას სურდა ამოეშალა და ხელეყო თქვენი თვითმყოფადობა. საქართველომ აღიდგინა თავისუფლება. თქვენ გაუწოდეთ ევროპის ერებს და ამერიკას მეგობრობის ხელი და ამერიკამაც იმავეთი გიპასუხათ.
მიმდინარე წელი ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეა. საქართველოს მომავალი დასავლეთ სამყაროშია. საქართველო წლების განმავლობაში ამერიკის პარტნიორი იყო. ათასობით მოსამსახურე მსახურობდა ერაყში, ავღანეთში. საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი მოსამსახურე გააგზავნა საერთაშორისო მისიებში, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.
და დღეს ჩვენ მოვიხსენიებთ 31 დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, რომლებმაც სიცოცხლე დადეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ისინი გმირები არიან და გარწმუნებთ, რომ ყოველთვის დარჩებიან ამერიკელი ხალხის გულებში.
სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორს ახლა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. ღირსეული პარტნიორები თავს უყრის ერთად საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოსამსახურეებს. ეს აძლევს საქართველოს საშუალებას, რომ თავი დაიცვას მომავალში და ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს. ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს უსაფრთხოებას და არ დაიშურებენ ძალას, რათა დაეხმარონ ამ მიმართულებით.
პრეზიდენტი ტრამპი და აშშ უჭერს მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. მან ბევრს მიაღწია უსაფრთხოების კუთხით. ის ლიდერია ნატოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, იმის თვალსაზრისით, რომ საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რასაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ ახერხებს. მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის.
საქართველოს სამხედრო ხარჯი იძულებით არის გაღებული, მაგრამ ეს არის იმ ქვეყნების არჩევანი, რომელიც თავისუფლებას ირჩევენ და ჩვენ ვდგავართ თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე, თავისუფლებისა, რომელმაც დარტყმა განიცადა რუსეთის მხრიდან და დღესაც ვხედავთ ამ შედეგებს აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ტანკების განლაგებით. ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოკუპაციას.
გარწმუნებთ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი. პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესია. ძალა ერთობაშია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა და საქართველო", - განაცხადა მაიკ პენსმა.
მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 30 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება.
წვრთნაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყნის - საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა - 2 800-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, გზავნილით - "ძალა პარტნიორობაშია". საქართველო მრავალეროვნულ სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ს უკვე მესამედ მასპინძლობს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


