ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერიას 40.01% აქვს, ანზორ მელიას კი 48.17%
მამუკა წოწერია და ანზორ მელია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.
შედეგები პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა:
ანზორ მელია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 48.17 %;
მამუკა წოწერია - „ქართული ოცნება“ - 40.01%;
ყველა სიახლე
14 ივნისი 2026, 17:21
სპორტი
თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა🏀
საკალათბურთო კლუბი „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. თორნიკე შენგელიამ და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ლაგუნა ტენერიფე“ 85:76 დაამარცხეს და სერიაში 3:0 გაიმარჯვეს.
14 ივნისი 2026, 17:18
მსოფლიო
პროგნოზის მიხედვით, შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს
წინასწარი მონაცემებით, შვეიცარიაში გამართულ საყოველთაო რეფერენდუმში ელექტორატმა მოსახლეობის რაოდენობის ზედა ზღვარის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. შვეიცარიელთა 55%-მა უარყო შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 2050 წლამდე ქვეყნის მოსახლეობამ 10 მილიონს არ უნდა გადააჭარბოს.
14 ივნისი 2026, 17:11
მსოფლიო
ბელფასტში რასიზმის საწინააღმდეგო მსვლელობა გაიმართა
ბელფასტში კი რასიზმის წინააღმდეგ მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმები დაგმეს და ხელისუფლებას ინციდენტებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
14 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიის ოლქზეც. დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.
14 ივნისი 2026, 16:20
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულს შეუერთდა
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ და KIU-სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს.
14 ივნისი 2026, 15:34
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
14 ივნისი 2026, 14:44
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე B, C და D ჯგუფების მატჩები გაიმართა
აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მაროკოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრა 1-1 დაასრულა. აფრიკელები 21-ე წუთზე ისმაელ საიბარიმ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი წონასწორობა ვინისიუს ჟუნიორმა აღადგინა, რომელიც შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
14 ივნისი 2026, 14:41
მსოფლიო
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი, ტომი რობინსონი დააკავეს
ცნობილი ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი ჰიტროუს აეროპორტში დააკავეს. ამის თაობაზე რობინსონი სოციალურ ქსელში წერს.
14 ივნისი 2026, 14:38
მსოფლიო
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს
პარიზში პარტია „პატრიოტების“ ლიდერის, ფლორიან ფილიპოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ევროკავშირიდან საფრანგეთის გასვლა მოითხოვეს და პრეზიდენტი მაკრონი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში დაადანაშაულეს.
14 ივნისი 2026, 14:32
მსოფლიო
ბულგარეთში ყოველწლიური მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა
უკვე მეექვსედ, ბულგარეთში ყოველწლიური ტრადიციული მსვლელობა „მარში ოჯახისთვის“ გაიმართა. სოფიის ცენტრში შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით ბულგარეთის პატრიარქმა დანიელმა მიმართა, რომელმაც დედაქალაქში გამართულ „პრაიდ-მარშს“ პროტესტი გამოუცხადა და ტრადიციული ქორწინებისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
14 ივნისი 2026, 14:25
მსოფლიო
Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.
14 ივნისი 2026, 14:21
მსოფლიო
ლიეტუვა, პოლონეთი და საფრანგეთი რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნას ჩაატარებენ
სწავლების მთავარი მიზანი ერთობლივი სამხედრო ოპერაციების ჩატარება და მოკავშირე ძალებს შორის მოქმედებების კოორდინაციაა.
14 ივნისი 2026, 14:21
სპორტი
„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ.
14 ივნისი 2026, 14:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ
„როგორც კი შეიტყობენ ამის შესახებ შესაბამისი უწყებები, მათი რეაგირება, რომ მყისიერია, ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ ამ საკითხით მანიპულირებს „ტვ პირველი“, ზოგადად პროპაგანდისტული მედია იმით არის დაკავებული, რომ გამოგონილი ანდაც უკვე რეაგირებული ფაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჩრდილის მისაყენებლად გამოიყენონ, მოახდინონ სახელმწიფო უწყებების დისკრედიტირება, მაშინ როდესაც ამ ფაქტზე, როგორც მათთვის პირადა, ისევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს სათანადო და მკაცრი რეაგირება ჰქონდა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
14 ივნისი 2026, 14:03
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მოხალისეობრივ გარბენზე: სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით
სახელმწიფომ დაიწყო ეს პროცესი, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს დაკავებული ჯანსაღი ცხოვრებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მასშტაბურ სტუდენტური პროექტზე - სტუდფესტზე საუბრისას.
14 ივნისი 2026, 14:02
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერობის ახალი კანდიდატი დაასახელა
„ეუდჟენ ტომაკმა დღეს დილით თავისი მანდატი უკან გაითხოვა, რის გამოც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ადრიან ვეშტიას კანდიდატურას წარვადგენ. ამ ეტაპზე აშკარაა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორია“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
14 ივნისი 2026, 14:01
პოლიტიკა
ნიკოლოზ მეტრეველი: გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა - ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ადამიანების პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ
პირადად ჩემთვის, გუშინდელი დებატებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი, როდესაც მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობაზე საუბრობდა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სიციალურ ქსელში.
14 ივნისი 2026, 13:43
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ორი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული დავის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ქალაქ ხაშურში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
14 ივნისი 2026, 13:23
საზოგადოება
სტუდფესტის ფარგლებში გარბენი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერიც მონაწილეობდა
მასშტაბური სტუდენტური პროექტის - სტუდფესტის ფარგლებში, დედაქალაქში გარბენი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
14 ივნისი 2026, 13:14
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი პირველად დააკავა
ტანკერი „სმირტოსი“ ლა-მანშის სრუტის გავლას ცდილობდა, მისი დაკავების ოპერაცია, რომელშიც სამხედრო-საზღვაო ძალები მონაწილეობდნენ, 6 საათს გრძელდებოდა. ტანკერი ინგლისის სამხრეთ სანაპიროსთან, ლა-მანშის სრუტეში, ღუზაზე საყრდენ სადგომზე გადაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, გემზე მონიტორინგი განხორციელდება ნებისმიერი ეკოლოგიური პრობლემისა თუ უსაფრთხოების რისკების გამოსავლენად.


