03 ოქტომბერი 2021, 14:15 / სანდო წყარო

ცესკოს განახლებული მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 46.65% მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 30.7 %

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განახლებული წინასწარი შედეგები ცნობილია. ამ დროისთვის, 3743-დან დათვლილია 3740 უბნის მონაცემები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1 „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ 23615 (1.34 %)

2 „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 29269 (1.66 %)

3 „ვადამდელი არჩევნები - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ 844 (0.05 %)

5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 540469 (30.7 %)

6 „ევროპელი დემოკრატები“ 2835 (0.16 %)

7 „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 14671 (0.83 %)

8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 25664 (1.46 %)

9 „ლელო“ 47791 (2.71 %)

10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ 24275 (1.38 %)

12 „კანონი და სამართალი“ 322 (0.02 %)

13 საქართველო 903 (0.05 %)

14 „გოგი წულაია - ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ 1268 (0.07 %)

17 „რეფორმერი“ 917 (0.05 %)

18 „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ 475 (0.03 %)

19 „ევროპელი სოციალისტები“ 2682 (0.15 %)

21 „პროგრესი და თავისუფლება“ 1033 (0.06 %)

22 „საქართველოს განვითარების პარტია“ 158 (0.01 %)

24 „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ 213 (0.01 %)

25 გახარია - საქართველოსთვის 137181 (7.79 %)

26 „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“ 317 (0.02 %)

29 „მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის“ 309 (0.02 %)

30 მშრომელთა სოციალისტური პარტია 284 (0.02 %)

31 ერი - მირიან მირიანაშვილი 668 (0.04 %)

32 „ელენე ხოშტარია - დროა“ 10862 (0.62 %)

34 „მემარცხენე ალიანსი“ 124 (0.01 %)

35 დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა 2606 (0.15 %)

36 „გირჩი“ 16735 (0.95 %)

37 „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ 3490 (0.2 %)

38 „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ 1897 (0.11 %)

39 თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა 858 (0.05 %)

40 „სახე+“ 806 (0.05 %)

41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო 821225 (46.65 %)

42 „დემოკრატთა ალიანსი“ 58 (0 %)

43 „მესამე გზა“ 384 (0.02 %)

44 „სახალხო პარტია“ 4152 (0.24 %)

45 „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ 25427 (1.44 %)

48 „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 14928 (0.85 %)

49 „რეფორმატორები“ 94 (0.01 %)

50 „გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია“ 579 (0.03 %).

ყველა სიახლე

18 ოქტომბერი 2021, 16:38

რეგიონი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი: მაპატიეთ ჩემო ბათუმელებო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენთან ერთად ვერ ვიდექი

ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოხატა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ მედია საშუალებებით შეეძლო ედევნებინა თვალი იმ პროცესებისთვის, რაც 26 მაისის ქუჩაზე ხდებოდა.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 ოქტომბერი 2021, 16:36

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 40 ათასზე მეტია, რაც ძალიან საგანგაშო მაჩვენებელია

„საჭირო გახდება საწოლების მობილიზება, რომლის რესურსი ვიცით, რომ ლიმიტირებულია და ქვეყანას არ შეუძლია უსასრულოდ მიიღოს პაციენტები, არის საველე ჰოსპიტალი, რომელშიც თქვენ იცით, როგორი შეიძლება იყოს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სწორედ ეს ჯაჭვური პრინციპები ქმნის სირთულეს, რომელიც ტალღებთან არის დაკავშირებული" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 16:32

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს - გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა

„ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო მაჩვენებელსაც და გვაქვს აბსოლუტური ზრდა - ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ 2019 წლის დონეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვი

18 ოქტომბერი 2021, 16:22

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: რეანიმაციებში კოვიდპაციენტების 98% აუცრელია - ჩვენი ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს

ბავშვთა კლინიკებში მწოლიარე ბავშვების მშობლების მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებია აცრილი, ყველა აუცრელი მშობელი, თავისი შვილებთან ერთად, კლინიკებში წევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 16:15

ტექნოლოგიები

როგორ დავიცვათ თავი მავნე ელექტრონული გზავნილებისგან. აშშ-ის საელჩო რჩევებს აქვეყნებს

აშშ-ის საელჩო კიბერუსაფრთხოების ცნობიერების თვისადმი მიძღვნილ კამპანიას აგრძელებს. საელჩო სპამისა და მავნე ელექტრონული გზავნილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

18 ოქტომბერი 2021, 16:09

COVID19

ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა დაწყებულია, რთული ნოემბერი გველის, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საჭიროა, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რითაც დავიცავთ ერთმანეთის სიცოცხლე.

კოლინ პაუელი

18 ოქტომბერი 2021, 16:07

მსოფლიო

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო, კოლინ პაუელი 84 წლისა გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლისა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები იყო.

18 ოქტომბერი 2021, 16:01

ტექნოლოგიები

ფასკუნჯმა, რომელსაც საქართველოში პირველად დაუმაგრეს GPS გადამცემი, გეზი აფრიკისკენ აიღო

ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკომ“, საქართველოში პირველად, ფასკუნჯს GPS გადამცემი დაუმაგრა. ფასკუნჯმა გეზი აფრიკისკენ აიღო და 23 დღეში 5 000 კმ-ზე მეტი დაფარა.

18 ოქტომბერი 2021, 16:00

მსოფლიო

რუსეთი ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს

რუსეთი ნატოს შტაბ-ბინაში თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

18 ოქტომბერი 2021, 15:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ეკლესიაზე თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პროპაგანდისტული არხების ერთ-ერთი ამოცანაა

თანამოსაყდრე შიოს მიმართ სიძულვილით სავსე შეფასებები ვნახეთ, რაც უსამართლოა და მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული პროდიუსერები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ ეკლესიის წინააღმდეგ.

ჩჟაო ლიცზიანი

18 ოქტომბერი 2021, 15:48

მსოფლიო

ჩინეთი ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ჩინეთი ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

18 ოქტომბერი 2021, 15:45

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ვაქცინაციის ტემპის ვარდნას და კოვიდ-19-თან დაკავშირებულ სტატისტიკას საგანგაშოდ აფასებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კოვიდპანდემიის მხრივ არსებულ მდგომარეობას ეხმიანება და მას, როგორც თითოეული მოქალაქისა და ქვეყნისთვის, ასევე ბიზნეს სექტორისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს.

18 ოქტომბერი 2021, 15:34

სპორტი

ბექა საღინაძემ ​საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა

ბორჯღალოსანთა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ის „ლიონს“ ზაფხულში პრო დე2-ის „ორიაკიდან“ შეუერთდა და კლუბის კვართით პირველი ლელო საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს გაუტანა.

თამარ გაბუნია

18 ოქტომბერი 2021, 15:32

COVID19

თამარ გაბუნია: ბოლო პერიოდში მობილობის უჩვეულო მატება გვაქვს, არის ქუჩის აქციები, ვხედავთ, რომ პირბადის გამოყენება და სხვა წესები ამ შემთხვევებში დაცული არ არის

მისივე განმარტებით, მობილობა ის მთავარი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც ეპიდემიის აღმასვლას უწყობს ხელს. აქვე მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ "დელტა შტამთან" მიმართებით სიფრთხილე გასამმაგებულია, რაც ჩვენს შემთხვევაში არ ხდება.

18 ოქტომბერი 2021, 15:26

სპორტი

ნიკა ამაშუკელმა, შესაძლოა, მსოფლიო თასზეც იმსაჯოს

მსოფლიო თასის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩება და მსოფლიო რაგბიც მსაჯების კანდიდატების საბოლოო შერჩევაზე გადადის. ამ კუთხით, ნოემბრის ტესტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ნიკა ამაშუკელს სამი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, - ამის შესახებ რაგბის კავშირი წერს.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 15:26

თავდაცვა

ლოიდ ოსტინი: სჯობს რუსეთმა პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს

„3+3 ფორმატზე {საუბრისას} აღვნიშნავდი, რომ რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, პატივს უნდა სცემდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრეს“, - აღნიშნა მან.

კანიე უესტი

18 ოქტომბერი 2021, 15:19

ტაბლოიდი

კანიე უესტი „ბალენსიაგას“ სამოსითა და უცნაური ნიღბით დააფიქსირეს. ფოტოები

კანიე უესტი პაპარაცებმა იტალიაში, ვენეციაში დააფიქსირეს. 44 წლის ამერიკელი რეპერის ვიზუალმა ტაბლოიდების ყურადღება მიიპყრო. მას „ბალენსიაგას“ შავი სამოსი და ფეხსაცმელი ეცვა, ასევე, ეკეთა ნიღაბი, რომელიც, ყურების ჩათვლით, თვალების გარდა, მთელ თავს უფარავდა.

18 ოქტომბერი 2021, 15:09

პოლიტიკა

კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ივან კორჩოკის განცხადებით, სლოვაკეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და მზად არის, ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს.

18 ოქტომბერი 2021, 15:08

მსოფლიო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს საჩუქრად ლიონელ მესის მიერ ხელმოწერილი მაისური გადასცა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა რომის პაპს საჩუქრად ლიონელ მესის მიერ ხელმოწერილი მაისური გადასცა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 15:08

პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გზაზე მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მიზანთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.