პოლიტიკა
19 სექტემბერი 2026, 23:12
გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა - „ჩვენი გზა არის ევროპაში“. მე შეკითხვა დავსვი, ვიცით, რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ
ფეხბურთელი გიორგი გველესიანი „geoteam-თან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სხვადასხვა ძალის მხრიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე იყო გარკვეული წნეხი, რათა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოექვეყნებინათ.
19 სექტემბერი 2026, 22:42
გიორგი გველესიანი 2024 წელზე: საქართველო იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. არჩევანი იყო „ქართულ ოცნებასა“ და კოლექტიურ ქვეყნის მოღალატეებს შორის - ყველა პოზასა და ყველა სიტუაციაში გამოჭერილი, გაფუჭებული მოღალატეები სანამ არ მოშორდებიან ქართულ პოლიტიკურ ველს, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სიკეთეზე საუბარი
იმ კონკრეტულ მომენტში საქართველო, ჩემი აზრით, იდგა ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ. ერთ მხრივ, იყო არჩევანი ერთ პარტიასა [ქართულ ოცნებას] და მეორე მხრივ, კოლექტიურ, ჩემი აზრით, ქვეყნის მოღალატეებს შორის, - განაცხადა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა „ჯეო თიმთან“ ინტერვიუში, სადაც ის 2024 წლის აპრილში ფეხბურთელების მიმართ სხვადასხვა ძალის მხრიდან წნეხსა და რუსოფობიაზე მსჯელობს.
19 სექტემბერი 2026, 22:36
ლაშა დარსალია: ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობის შიგნით თუ არსებობს კითხვები, ამ კითხვების დასმაც და პასუხების მოსმენაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილია
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთვის თანამშრომლობა ნებისმიერ პარტნიორთან ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.
19 სექტემბერი 2026, 22:14
რამაზ საყვარელიძე: საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არ არის ატომური იარაღი, ჯარი და ა.შ. სუვერენიტეტის მოპოვების გარანტია არის ქვეყნებთან ურთიერთობის დაბალანსება ისე, რომ გარშემომყოფების ინტერესში იყოს შენთან მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმყარე
„კარგი იქნება, ერთმანეთს ისეთ ინფორმაციას თუ მივაწვდით, რომელიც მეორე მხარეს არ აქვს. რას ფიქრობენ ახალგაზრდები, რა არის მათთვის აქტუალური, ერთმანეთი გავამდიდროთ, ეს იქნება ფსიქოლოგიური და სულიერი სუვერენიტეტის ყველაზე დიდი გარანტია“.
19 სექტემბერი 2026, 22:03
პარლამენტის წევრები „ფერმერის დღე 2026-ს“ დაესწრნენ
„ფერმერის დღე 2026-ის“ ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქციას, ასევე, სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.
19 სექტემბერი 2026, 22:00
„ჯიპას“ ყოფილი სტუდენტი: „ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები
„ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ დარბაზის ერთ-ერთმა სტუმარმა ახალგაზრდამ. მისი რეპლიკა „ჯიპას“ დიპლომატიის ფაკულტეტის მაგისტრანტის კახა ნოზაძის განცხადებებს მოჰყვა. ახალგაზრდა გოგონას განცხადებით, მან უნივერსიტეტის შეცვლის გადაწყვეტილება ერთ წელიწადში მიიღო.
19 სექტემბერი 2026, 21:53
ლევან მაჭავარიანი: ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლითაც აბსოლუტურად ყველას უფლება დაცულია და მათ შორის სექსუალური უმცირესობის უფლებებიც - ჩვენი პოზიცია არის, რომ ამ წესის პროპაგანდა ჩვენთვის წარმოუდგენელია
ჩვენ არავის უფლებას არ ვლახავთ, ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ რას აკეთებს საკუთარ სახლში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა სკოლებში ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, საქართველოში ყველას უფლება დაცულია.
19 სექტემბერი 2026, 21:53
კოტე ჟღენტი: რაც შეეხება ევროკავშირს, ახლა რაც ხდება ევროპაში, რამდენად კავშირია, ესეც ხომ ფაქტია და ხელისგულზე დევს. დარწმუნებული ვარ, თუ შეიცვლება, შეიცვლება უარესობისკენ და არა უკეთესობისკენ
რაც შეეხება ევროკავშირს, ეს ახლა რამდენად კავშირია, ახლა რაც ხდება ევროპაში, ესეც ხომ ფაქტია და ხელისგულზე დევს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა კოტე ჟღენტმა.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


