თეა წულუკიანი: არავითარი პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ არის, არის მუდმივი მღელვარება, რომლის შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“
თეა წულუკიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
არავითარი პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ არის. ჩვენს ქვეყანაში არის მუდმივი მღელვარება, რომლის ავტორი და შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“. ბოდიშს ვერ მოვუხდით ვერავის, თუკი „ქართული ოცნება“ ბრძოლის სადარაჯოზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
წულუკიანს არ მიაჩნია, რომ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გამო დასაძრახია.
„არც იმ შენიშვნას არავისგან მივიღებ, რომ ქვეყანაში პოლარიზაციაა. პოლარიზაცია ქვეყანაში არ არის. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ყოველდღიურ რეჟიმში თავიდან ვიცილებთ უბედურებებს, რომელსაც ჩაიფიქრებს და გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ ამას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე, როდესაც თქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის პრობლემა და გამოწვევაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანმა ოპოზიციაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ოპოზიციას „აიძულებდნენ დიალოგი გაემართა“ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„დარწმუნებული ვარ, კარგად გახსოვთ, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, როგორც ახლა არის ჯადოსნური სიტყვა „პოლარიზაცია“ და ვისაც არ ეზარება, პირზე აკერია, მაშინ ასეთი სიტყვა „დიალოგი“ იყო და გვაიძულებდნენ დიალოგი გაგვემართა კაციჭამიებთან: მეგის ქარდავებთან, ახალაიებთან და სააკაშვილებთან. ერთხელ ჩვენ, ოპოზიციამ დავიჯერეთ და რომ ეს დიალოგი შესაძლებელია. ბევრჯერ დავიჯერეთ და ყოველთვის ვიყავით დამარცხებულები, სანამ ივანიშვილი სცენაზე არ გამოვიდა“, - განაცხადა წულუკიანმა.
მან ასევე ისაუბრა მათი ხელისუფლების პირობებში ახალი საარჩევნო ბარიერის დაწესების შესახებ, რომლის არ არსებობის შემთხვევაში კახა კალაძე დღეს უკვე არჩეული თბილისის მერი იქნებოდა.
„ასეთი ერთ-ერთი „დემოკრატიული დიალოგი“ მახსენდება NDI-ს ოფისში, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა ეს დიალოგი და თქვა, რომ მას არ აწყობდა არჩევნებში 50%-იანი ბარიერი. მიუხედავად ამისა, მაშინდელი NDI-სა და სხვა მეგობრების მიერ ისინი შერაცხილი იყვნენ „დემოკრატიის შუქურად“. ეს არის ის, რაც მე მახსოვს და რომ ვადარებ, მიკვირს. შესაბამისად, არავითარი პოლარიზაცია ჩვენს ქვეყანაში არ არის. ჩვენს ქვეყანაში არის მუდმივი მღელვარება, რომლის ავტორი და შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობაა“. ბოდიშს ვერ მოვუხდით ვერავის, თუკი „ქართული ოცნება“ ბრძოლის სადარაჯოზე დგას, იბრძვის და თავს არ ისულელებს, თითქოს, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
05 აგვისტო 2026, 00:59
მსოფლიო
გარი კასპაროვი: ევროპა ვერ გააგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და რუსეთთან ბრძოლის პირობის დადებას იმ ფონზე, როდესაც მისი ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები კვლავ ამ რეჟიმს ასაზრდოებენ
ევროპა ვერ გააგრძელებს უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვასა და რუსეთთან ბრძოლის პირობის დადებას იმ ფონზე, როდესაც მისი ეკონომიკური და სამართლებრივი ინსტიტუტები კვლავ ამ რეჟიმს ასაზრდოებენ, - წერს პოლიტიკური აქტივისტი გარი კასპაროვი ბრიტანულ გაზეთ The Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
05 აგვისტო 2026, 00:33
მსოფლიო
ზელენსკი: ბრძოლის ველზე ტენდენცია უცვლელია - რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 სამხედროს კარგავს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენებით რუსულ ჯარს სისტემატურად და წარმატებით ანეიტრალებენ.
04 აგვისტო 2026, 22:25
მსოფლიო
იორდანიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას „შანტაჟში“ ადანაშაულებს
იორდანიის ფეხბურთის ასოციაციამ (JFA) ფიფას ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა და ორგანიზაცია „შანტაჟში“ დაადანაშაულა. ფედერაციის პრეზიდენტის, პრინც ალი ბინ ალ-ჰუსეინის თქმით, იორდანიას, როგორც შეზღუდული რესურსების მქონე მცირე ქვეყანას, მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას უზარმაზარი დაბრკოლებების გადალახვა მოუწია.
04 აგვისტო 2026, 22:13
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა
აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 21:52
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო
„ჩირუხს და მთას სჭირდება გაძლიერება და ჩვენ პირობას ვდებთ, რომ მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა მაღალმთიან აჭარას, ისევე, როგორც ექვსივე მუნიციპალიტეტს. ჩვენ ვხედავთ წარმატებულ პროექტებს, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება და მოჰყვება ახალი ინიციატივების რეალიზებაც”- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
04 აგვისტო 2026, 21:52
მსოფლიო
CNN: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ორმა წამყვანმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა პენტაგონი ირანის ომში მსხვერპლთა აღრიცხვის გამო გააკრიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ორმა წამყვანმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა პენტაგონი ირანის ომში მსხვერპლთა აღრიცხვის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
04 აგვისტო 2026, 21:18
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი", გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ
ხუბუა პრემიერის წერილის კვალდაკვალ დამატებით რამდენიმე კითხვას სვამს, რომელსაც თავადვე პასუხობს. ხუბუას შეფასებით, ქართულ საზოგადოებას „ნაცებისა“ და ლიბერალების სახით საქმე აქვს „უკიდეგანო ფარისევლების ბრბოსთან,“ რომელიც შესაბამისი დაფინანსების საფუძველზე ნებისმიერი ქვეყნის „პატრიოტი“ გახდება.
04 აგვისტო 2026, 21:12
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თაღლითობისთვის ნასამართლევი ბრალდებული დაზარალებულს ჰპირდებოდა, რომ თითქოსდა პროკურატურასა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში დაკავებული პირის საქართველოდან ექსტრადირება არ მოხდებოდა. ასევე, იგი დაზარალებულს არწმუნებდა, რომ დაკავებულისთვის საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებასა და ვიზის მიღებაში დაეხმარებოდა. ხსენებული გზით, ბრალდებული დაზარალებულის კუთვნილ 37 000 ლარს მოტყუებით დაეუფლა.
04 აგვისტო 2026, 20:50
მსოფლიო
Bloomberg: ირანი ჰორმუზის სრუტის განაღმვის უფლების ევროპული ქვეყნებისთვის მიცემას განიხილავს
ირანი ჰორმუზის სრუტის განაღმვის უფლების ევროპული ქვეყნებისთვის მიცემას განიხილავს - ეს სავარაუდო დათმობა შესაძლოა იმ შეთანხმების ნაწილი გახდეს, რომელიც ამ საზღვაო მარშრუტზე ნაოსნობის აღდგენასა და აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაადვილებას ისახავს მიზნად, - წერს საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.
04 აგვისტო 2026, 20:42
სამართალი
ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივი სპეცოპერაცია ვალენსიაში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საქართველოსა და ესპანეთის ერთობლივი სპეცოპერაცია ვალენსიაში. გამოვლენილია კრიმინალური დაჯგუფება. დაკავებულია სამი ადამიანი, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
04 აგვისტო 2026, 20:38
სამართალი
სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეურაცხყოფისთვის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გამართულ პროცესებზე მოსამართლეებმა დაადასტურეს, რომ შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებას სცდება და ის კანონდარღვევაა.
04 აგვისტო 2026, 20:33
რეგიონი
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის ახალი,19-კილომეტრიან მონაკვეთი - 250-მილიონიანი ინვესტიცია დედაქალაქის სატრანსპორტო არტერიისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გაძლიერება - დედაქალაქის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა ახალ მასშტაბს იძენს.
04 აგვისტო 2026, 20:27
რეგიონი
ახალი სიცოცხლე რაჭის ისტორიულ სოფლებსა და ქალაქებს - როგორ იცვლება რეგიონის სახე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიულ-კულტურული დატვირთვის მქონე შქმერი და მრავალძალი ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება, რაც ტურიზმისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გახსნის. პარალელურად, ონში სტიქიით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა და დამცავი კედლების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამბროლაურში კი განახლდება ისტორიული კულტურის სახლი და ცენტრალური პარკი.
04 აგვისტო 2026, 20:25
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ ჰორმუზის სრუტის შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესს ხედავს და შეთანხმების მალე მიღწევის იმედი აქვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანთან და ომანთან ჰორმუზის სრუტეში მეტი გემის გატარების თაობაზე გამართულ დისკუსიებში პროგრესია, თუმცა საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწიათ.
04 აგვისტო 2026, 20:23
პოლიტიკა
დასავლური დაპირებები და რეალური პოლიტიკა - უკრაინის ყოფილი მთავარსარდლისა და ახლანდელი ელჩის სკანდალური განცხადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიდი ბრიტანეთში უკრაინის ელჩი და შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ნატოში გაწევრების მრავალწლიან ძალისხმევას დაკარგულ დროდ მიიჩნევს და ღიად აცხადებს, რომ ალიანსის დაპირებები უბრალოდ ზღაპარი აღმოჩნდა.
04 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
სააკაშვილის რეჟიმისა და ფსევდოლიბერალური ჯგუფების მხილება - რას ამბობს მედიაარქივი „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებამ ოპოზიციურ სპექტრში მესიჯბოქსის ჩამოშლა გამოიწვია. სატელევიზიო არქივი და ყოფილი მაღალჩინოსნების წარსული ქმედებები დღეს მათსავე რიტორიკას ეწინააღმდეგება.
04 აგვისტო 2026, 19:52
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის მეტისმეტად მოძველებულია
ნატოს დაყრდნობა „მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზე“ და საომარი მოქმედებების ახალ ფორმებთან მისი ნელი ადაპტაცია ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა და ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ.
04 აგვისტო 2026, 19:47
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სპორტულ კომენტატორ ტატო ბაციკაძის მიერ პრემიერ-მინისტრის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ბაციკაძეს წეროვანში ვიზიტს სთავაზობს, სადაც, იძულებით გადაადგილებული პირები ეტყვიან, თუ რა ხდებოდა რეალურად აგვისტოს ომის დროს.
04 აგვისტო 2026, 19:28
მსოფლიო
პოლონეთის ყოფილი პრემიერი, მატეუშ მორავეცკი ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელებისთვის პრივილეგიებისა და შეღავათების გაუქმებას ითხოვს
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთში მცხოვრები უკრაინელებისთვის შეღავათებისა და პრივილეგიების გაუქმებაზე ისაუბრა.
04 აგვისტო 2026, 18:47
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერის სამხედრო მრჩეველი: ირანის შეიარაღებული ძალები უმოქმედოდ არ დარჩებიან და ირანის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას არ დაუშვებენ
ირანის შეიარაღებული ძალები უმოქმედოდ არ დარჩებიან და ირანის საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას არ დაუშვებენ, - განაცხადა ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ.


