IMEDI /  05 ოქტომბერი 2021, 18:15 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: საქართველოში სააკაშვილი შემოვიდა ისეთ სტილში, როგორც 2008 წელს მოიქცა, როცა თვითმფრინავი დაინახა

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

არჩევნების წინა დღეებში, როდესაც სააკაშვილი აცხადებდა, რომ ჩამოვა საქართველოში, ჩვენი ევროპელი პარტნიორები გამოეხმაურნენ ამ ფაქტს და პირდაპირ თქვეს, რომ ესაა პროვოკაცია და კიდევ მორიგი თავდასხმის მცდელობა საარჩევნო პროცესზე, - ეს განცხადება „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

„ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში. ჩამოვიდა ისეთ სტილში, როგორც თავის დროზე მოიქცა 2008 წლის ომში, გორში როდესაც თვითმფრინავი დაინახა. მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და მეც გითხარით, რომ დემოკრატიაში ოპოზიციას რომ არ უნდოდეს ოპოზიციაში ყოფნა, ესაა წარმოუდგენელი, ესაა ანომალია. დემოკრატიისთვის აუცილებელია, რომ პასუხისმგებლობა აიღოს გამარჯვებულმა და ოპოზიციამ შეასრულოს ოპოზიციის ფუნქცია. სადაც შეუძლია ეროვნული ინტერესებიდან ჩაერთოს კონსტრუქციულად, სადაც ოპონირებაა საჭირო იქ გაუწიოს ხელისუფლებას ოპონირება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

11 აგვისტო 2026, 18:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

ადგილობრივ სახელისუფლებო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი

11 აგვისტო 2026, 18:08

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა

მიხეილ სააკაშვილი გია ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

11 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა. ამინდის გამო ახლა შეწყდა. პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.

ანატოლი საშჩუკი

11 აგვისტო 2026, 17:45

მსოფლიო

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს

უკრაინელი ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ფრონტიდან უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვენ. საბრძოლო პოზიციებზე რთული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა 121-ე ბრიგადის მეთაურმა გაავრცელა, იუწყება უკრაინული მედია.

დიმიტრი გვრიტიშვილი

11 აგვისტო 2026, 17:42

სამართალი

დიმიტრი გვრიტიშვილი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანდრაშ ბაკა

11 აგვისტო 2026, 17:29

მსოფლიო

უნგრეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა გახდა

უნგრეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

11 აგვისტო 2026, 17:28

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 17:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.

11 აგვისტო 2026, 16:53

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს პანამის დროშით მცურავ გემს, რომელიც ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 16:24

მსოფლიო

Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზოგიერთ რეგიონში ფასების მატება გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 16:19

კულტურა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 15:53

ჯანდაცვა

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შვილებისთვის, მათი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი გვექნება. ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ამიტომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ პაციენტისთვის, ვისთვისაც ეს მედიკამენტი განკუთვნილია“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

დოდო აგლაძე

11 აგვისტო 2026, 15:50

ჯანდაცვა

გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება

პრეპარატი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) წამლის მარეგულირებელი უწყებების მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, დაახლოებით, 110 პაციენტია რეგისტრირებული. მათგან, შესაბამისი გენეტიკური მუტაცია, დაახლოებით, 60 პაციენტს აქვს.

11 აგვისტო 2026, 15:18

საზოგადოება

ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო

პროექტის ფარგლებში, განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამასთან, სკვერის მიმდებარედ საგზაო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

გიორგი გამსახურდია

11 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და რომ “ქართული ოცნების” მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 14:55

პოლიტიკა

პრეზიდენტი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას

„არ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბოლომდე გვქონდეს გააზრებული მათი ომის დანაშაულები. სწორედ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დამატებით 120 სოფელი და ასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნინო წილოსანი

11 აგვისტო 2026, 14:48

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ყველა ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი და თან იმდენად, რომ იგი შედარებულია ევროკავშირის სხვა ოთხ სახელმწიფოს

ყველა ბრალდება, რომელიც სასამართლოს მიმართ არის და რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური საკითხით არის მოტივირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მიდის სასამართლომდე, ეფუძნება არაფერს, რადგან სასამართლოს სისტემა არის გამართული, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

11 აგვისტო 2026, 14:46

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეიძენს. ამ მედიკამენტის დანერგვა ბევრი ბავშვისა და ოჯახისთვის იქნება გარდამტეხი ეტაპი სრულიად ახალი, უფრო ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს. მკურნალობა ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს პულმონოლოგიური გამწვავებების სიხშირესა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას - რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, აღნიშნული შემცირება საერთო ჯამში 76%-ს აღწევს, რაც დადასტურებულია არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით.

გიორგი მათიაშვილი

11 აგვისტო 2026, 14:45

სამართალი

აფხაზეთის ომის ვეტერანი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია

ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, - განუცხადა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს აფხაზეთის ომის ვეტერანმა, გიორგი მათიაშვილმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით

ლევან გოგოლაური

11 აგვისტო 2026, 14:43

პოლიტიკა

ომის ვეტერანი ლევან გოგოლაური: ბარამიძის განცხადება გამიზნული იყო კონკრეტული მიზნის მისაღწევად

როგორც ვეტერანი, გიორგი ბარამიძის განცხადებით აღშფოთებული ვარ. ეს განცხადება გაკეთებულია ყოვლად უპასუხისმგებლო ადამიანის მიერ, - განაცხადა ომის ვეტერანმა, ლევან გოგოლაურმა, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იკითხება.