IMEDI /  12 ოქტომბერი 2021, 23:49 / სანდო წყარო

მერაბ ქვარაია: თუ სააკაშვილი სასჯელს არ მოიხდის მისსავე ციხეში, ვერ გაიგებს იმ საპატიმროებში აღმოჩენილი ადამიანებისა და მათი ოჯახების სიმწარეს

მერაბ ქვარაია

მერაბ ქვარაია

ძალიან მძიმეა იმ ისტორიების მოსმენა, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილთან და მის მიერ შექმნილ სისტემასთან. ერთ-ერთი მეც ვიყავი, ვისაც ამ სისტემის ულმობელი მანქანა შეეხო და არამარტო მე, არამედ ათასობით ადამიანს, რომელთაც ჰქონდათ საშინელი უსამართლობის განცდა. განცდა იმისა, რომ ჩვენს სიტყვას არცერთ უწყებაში არ შეისმენდნენ და ასეც იყო რეალურად, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ყოფილმა პოლიტპატიმარმა მერაბ ქვარაიამ „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.

„დღეს ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მის პატიმრობას და ძალიან ნიშანდობლივია რომ მის უფლებებზე მთელი სახელმწიფო და სისტემა ზრუნავს, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველას ყურადღება მიპყრობილია რომ ის ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დაცვით იყოს იმ საკანში, სადაც ის ათობით ადამიანს იღებს, ხვდება ოჯახის წევრებს, მაშინ, როდესაც ციხე რომელიც მან შექმნა პრაქტიკულად თვეების განმავლობაში უკრძალავდა ადამიანებს შეხვედრებს, კეთდებოდა პირდაპირი იზოლაცია გარესამყაროსგან. მის ციხეებში კიბეებზე ათენებდნენ, რომ ადგილი აღარ იყო. მისი შექმნილი სისტემის ლოგიკური დასასრული იყო ის, რა მდგომარეობაშიც დღეს თავად აღმოჩნდა. სამეგრელო მისი ამ მანქანის განსაკუთრებული მსხვერპლი იყო. ყველანაირი განსხვავებული აზრი ისჯებოდა და არავის დაგვიწყებია რომ ტელეფონით ერთმანეთთან საუბარიც შიშს იწვევდა. ეს იყო უსასტიკესი რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებულ დარტყმას აყენებდა სამეგრელოს. სამეგრელოში ყველაზე მეტი დაზარალებული ოჯახია. შეგვიძლია ვაღიაროთ რომ მიხეილ სააკაშვილს ჰყავს თავისი მომხრეები. ამ ადამიანებს აქვთ უფლება ჰყავდეთ საკუთარი კერპი. მაგრამ ამ ადამიანის მიმართ საზოგადოებას აქვს კითხვები, რატომ სჯიდა ხალხს, რატომ უსწორდებოდა, ანადგურებდა ადამიანებს. ამ მდგომარეობამდე მისმა დანაშაულებრივმა სისტემამ მიიყვანა. ის თუ სასჯელს არ მოიხდის მისსავე ციხეში, ვერ გაიგებს იმ საპატიმროებში აღმოჩენილი ადამიანებისა და მათი ოჯახების სიმწარეს. ხალხი რომლებიც თვეობით ამანათების რიგებში იდგნენ, საშინელ მდგომარეობაში შეურაცხყოფას იღებდნენ, სააკაშვილი ამას ვერასდროს გაიგებს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ყველა სიახლე

21 ოქტომბერი 2021, 11:27

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს

„როგორც წესი, ინდივიდუალურ წერილებთან და განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგანაც ეს მათი პოზიციაა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამ წერილის ხელმომწერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით საკითხებში. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, პროცესი, რა თქმა უნდა, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული სახალხო დამცველის შეფასებებიც, დაცული უნდა იყოს ფუნდამენტური უფლებები, პატიმრობაში ყოფნის პირობები საერთაშორისო სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

21 ოქტომბერი 2021, 11:08

სამართალი

პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 10 დღეში, თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 194-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 932 643 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.

21 ოქტომბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8,21%-ს შეადგენს

20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.83% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.05%.

21 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კორონავირუსი

21 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 680 182 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 622 181, გარდაიცვალა 9 617 პაციენტი.

21 ოქტომბერი 2021, 10:48

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ მიმართულებები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ონლაინ ფორმატში წარუდგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, „ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების ინტეგრირებული ეროვნული გეგმის“ განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სექტორებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან პირველი განხილვა გაიმართა, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა. გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, რომლის დროსაც პასუხი გაეცემა საზოგადოების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას ქვეყნის ენერგეტიკული მდგომარეობის, მისი განვითარების მიმართულებებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

21 ოქტომბერი 2021, 10:40

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე 21-22 ოქტომბერს სამეგრელოს რეგიონში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვარი

21 ოქტომბერი 2021, 10:37

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობს.

21 ოქტომბერი 2021, 10:37

ეკონომიკა

ნათია თურნავამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხები მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეფორმირებასაც ითვალისწინებს.

21 ოქტომბერი 2021, 10:16

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორიცაა მეცხოველეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, სურსათის უვნებლობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, სოფლის განვითარების პროექტების თანადაფინანსება, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია”, - განაცხადა დავითაშვილმა.

ინდოეთი წყალდიდობა

21 ოქტომბერი 2021, 10:04

მსოფლიო

ინდოეთსა და ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა

წყალდიდობა და მეწყერი სამდღიანმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქვეყანაში ნალექის დონე მცირდება, თუმცა ნეპალში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იწვიმებს.

თენგიზ ცერცვაძე

21 ოქტომბერი 2021, 09:32

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის მაჩვენებელი და პირბადეების გამოყენების პროცენტი ძალიან დაბალია. ამაზე ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს

„ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი. პირდაპირ ვიტყვი, რომ საგანგაშოა. 5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

კარლ ჰარცელი ბთუმი გლოვის კედელი

21 ოქტომბერი 2021, 09:12

რეგიონი

კარლ ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ჰარცელი და მერედიტი აჭარაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს შეხვდებიან. ამასთან, ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში „შავი ზღვა - საუბრები კავშირების განმტკიცებაზე".

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 09:00

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: აბსოლუტურად განადგურებული სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“ავაღორძინეთ და ჩვენი რესურსით ვერტმფრენების რეაბილიტაცია ხორციელდება

„ჩვენ ოთხი სუ 25-ის რეაბილიტაცია მოვახერხეთ. ის ვერტმფრენები, რაც გვქონდა არ ექვემდებარებოდა ექსპლუატაციას და ვერ გამოვიყენებდით. ჩვენი რესურსით ვახერხებთ ამ ვერტმფრენების რეაბილიტაციას. ერთ თვეში იქნება ჩვენს მიერ რეაბილიტირებული პირველი ვერტმფრენი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 08:45

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ერთობლივ გამოწვევად მივიღებთ

„ეს არის გზავნილი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში, რომ ჩვენი პარტნიორობა არ შეწყვეტილა, პირიქით, არის ისეთი მჭიდრო, როგორიც არასდროს და მეორე, მთელი რეგიონისთვის ეს არის გზავნილი, რომ აშშ არის საქართველოს გვერდით, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ყველა გამოწვევას ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გამოწვევად“, - აღნიშნა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძე

21 ოქტომბერი 2021, 08:33

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია

„მსხვილ იარაღზე ხელმისაწვდომობა გაგვეხსნა შარშანწინ, როდესაც პრემიერი იყო მინისტრი. მოგეხსენებათ, გავაგზავნეთ „რაფაელის“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოდერნიზაცია-რეაბილიტაციისთვის ისრაელში. რაც შეეხება ჯაველინებს, ჩვენ მოგვცეს უფლება და აშშ-ის კონგრესმა მიიღო ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ გადმოეცათ ჯაველინები. ამ მიმართულებითაც გვქონდა წარმატება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დოკუმენტები განსაზღვრავს სისტემურ განვითარებას, ასევე განსაზღვრავს თუ რა შეიარაღება უნდა შევიძინოთ ჩვენ 10- წლიან პერსპექტივაში, რომ მივაღწიოთ მიზანს. ამერიკულ ფინანსურ დახმარებაში ჩვენ პრიორიტეტებად ავირჩიეთ ისეთი სისტემების და ისეთი შეიარაღების შესყიდვა, რისი ყიდვაც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია, ასეთი იყო ზუსტად ჯაველინი. ეს დახმარება მოგეხსენებათ ყოველწლიურია. ჩვენ ასევე პრიორიტეტებში ყოველწლიურად ამ 10 წლის პერიოდში ჩავსვამთ ისეთ შეიარაღებას, რაზეც რთულია რომ ხელი მიგვიწვდებოდეს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2021, 08:21

სამართალი

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ცნობილია დამნაშავედ: ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

21 ოქტომბერი 2021, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

21 ოქტომბერი 2021, 01:30

ტექნოლოგიები

Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა

სოციალურ ქსელ Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ამის შესახებ გამოცემა HypeBeast-ი წერს. ფუნქცია Collabs-ის საშუალებით პუბლიკაციის ავტორის სახით კიდევ ერთი მომხმარებლის მონიშვნა იქნება შესაძლებელი.