რა საკითხებზე გაამახვილა სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრისას. დეტალურად
სალომე ზურაბიშვილი და გი პარმელინი
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტებმა მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და პრესის შეკითხვებს უპასუხეს.
„ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის, რომ ეს შვეიცარიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მიმდინარე და მომავალი წელი, ჩვენი ურთიერთობებისთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ 30 წელი უსრულდება ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებს, 25 წელი შესრულდა, რაც გაიხსნა თანამშრომლობის ოფისი საქართველოში, 20 წელი, რაც გაიხსნა შვეიცარიის საელჩო და ამდენი თარიღის ირგვლივ, მე მგონი, ეს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მართლაც ახალი ეტაპია. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს, შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობისთვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის და რომელიც პირველ რიგში, შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც იცით, ბევრად რთულ რეგიონში ვართ, ვიდრე შვეიცარიაა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შვეიცარიის მხარდაჭერა.
„პირველ რიგში, მინდა, გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ როლისთვის, რომელსაც შვეიცარია ასრულებს 2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და ჩვენი რეგიონების ოკუპაციის შემდგომ, შვეიცარია შუამავალია ჩვენსა და რუსეთს შორის და ასრულებს ამ როლს მოსკოვში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ ბატონი პრეზიდენტის როლი, როცა ზაზა გახელაძე გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა საშუალება, უმაღლეს დონეზე ესაუბრა რუსეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული სიტუაცია, განვიხილეთ ის ფაქტი, რომ ეს პროცესი გრძელდება და დღეს 3 ადამიანია არალეგალურად დაკავებული. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი - ამ ხაზის აქეთ, თუ იქით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ჰუმანიტარული მდგომარეობა უფრო დამძიმდა კოვიდის პირობებში.
„ეს ვითარება გამოყენებულია იმისთვის, რომ ჩაკეტილიყო გადასასვლელი პუნქტები და არ მიეცათ ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალო საშუალებებით სარგებლობის საშუალება. ასევე, ხაზი გავუსვი იმას, თუ რა პირობებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები, როცა მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ეძლევათ ქართულ ენაზე განათლების მიღების საშუალება. ჩვენთვის და მთლიანად რეგიონისთვის ძალიან პრობლემატურია ის მილიტარიზაცია, რასაც ვუყურებთ პრაქტიკულად ყოველდღიურად ორივე რეგიონში, ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჟენევის მოლაპარაკებებზე, რომელიც ახლახან დასრულდა, ჯერ ვერ ვხედავთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან რაიმეს, რაც გადაწყვეტს ამ ძალიან რთულ და მძიმე პირობებს. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ, კონფლიქტი გაჩაღდა ჩვენს ორ მეზობელს შორის და, პირველ ეტაპზე, საქართველოს წარმატებული როლი მედიაციაში, რომელიც გაგრძელდება. ვიცი, რომ შვეიცარიაც ჩართულია ამ პროცესში. მისი სამშვიდობო როლი აქაც გამოიხატება და ყველასთვის ძალიან ნათელია, რომ ამ რეგიონში აუცილებელია სტაბილურობა იმისთვის, რომ განხორციელდეს ყველა ის სამომავლო პროექტი, რომელიც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენი საუბრის მთავარი თემა ორმხრივი მიმართულებები და ორმხრივი თანამშრომლობა იყო. ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები, რომელთაც ძალიან დიდ პოტენციალი აქვთ, რამეთუ ჩვენს ქვეყნებს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელიც შვეიცარიას აქვს. ეს იქნება ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, სამთო ტურიზმში, სპორტსა და იმ დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსა და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის - პროფესიული განათლების დარგი. ასევე ტექნოლოგია, ინოვაცია, ყველაფერი ის, რაც პატარა ქვეყნისთვის იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ეკონომიკური განვითარება უფრო სრულყოფილი და ადვილი იქნება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე საუბარს საქართველოშიც შეძლებენ.
ყველა სიახლე
20 ივნისი 2026, 01:10
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება პირველივე დღეს შეეძლო, რომ არა რუსი გენერალი, რომელმაც ტანკები კიევისკენ „ჭაობების გავლით“ გაგზავნა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება პირველივე დღეს შეეძლო, რომ არა რუსი გენერალი, რომელმაც ტანკები კიევისკენ „ჭაობების გავლით“ გაგზავნა. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.
20 ივნისი 2026, 00:59
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება
უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ომის დასრულებამდე ვერ გახდება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
19 ივნისი 2026, 23:35
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვასო. აქამდე ვისთვის დაუშლიათ დოკუმენტური მასალის კვლევა? გეოგრაფიაში რომ საშემოდგომო აქვს გამოყოლილი ზოგიერთ მათგანს, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ისტორიაში კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერს ეხმიანება, სადაც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს.
19 ივნისი 2026, 23:25
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნავროცკის ნაბიჯს სტრატეგიული შეცდომა უწოდა, რომლითაც მხოლოდ მოსკოვი იხეირებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ პოლონეთს დაუბრუნებს თავის ჯილდოს მას შემდეგ, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა.
19 ივნისი 2026, 23:07
მსოფლიო
ტრამპი: G8 უნდა შეენარჩუნებინათ - სავარაუდოდ, რომ შეენარჩუნებინათ, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ იქნებოდა
G7-ის უამრავ სამიტზე ვყოფილვარ და ადრე ეს G8 იყო, მათ G8 უნდა შეენარჩუნებინათ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-თან ინტერვიუში.
19 ივნისი 2026, 22:59
მსოფლიო
ტრამპი: ჩემი გადაწყვეტილების გარეშე, ისრაელი დღეს აღარ იარსებებდა - მე გავაუქმე ბარაკ ჰუსეინ ობამას გარიგება, რომელიც ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გზა იყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის უსაფრთხოებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის არსებობა პირდაპირ კავშირშია მის გადაწყვეტილებებთან.
19 ივნისი 2026, 22:40
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტი: მე ასევე ვაღიარებ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება პოლონური სოფლის მეურნეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება საფრთხეს უქმნის პოლონელ ფერმერებს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ აგრარულ კონკურს „აგროლიგაზე“ ფერმერების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა.
19 ივნისი 2026, 22:14
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
19 ივნისი 2026, 22:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ამერიკელმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, რათა როდესაც ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის ემსახურებოდეს ამერიკის საუკეთესო ინტერესებს და არა სხვა რომელიმე ქვეყნისას
პოდკასტ Relatable-ში სტუმრობისას, წამყვანმა ელის ბეთ სტაკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ჰკითხა მისი მოსაზრება კონსერვატორულ წრეებში მიმდინარე დებატებზე, რომელიც ისრაელის გავლენას ეხება ამერიკულ პოლიტიკაზე.
19 ივნისი 2026, 22:06
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
19 ივნისი 2026, 21:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების შესახებ კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
19 ივნისი 2026, 21:30
ეკონომიკა
საქართველოში მშპ-ის მოცულობა გაიზარდა - რას ნიშნავს პირველი კვარტლის ეს მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.
19 ივნისი 2026, 21:20
სამართალი
მასაჟით შენიღბული პროსტიტუცია და 14 დაკავებული - თბილისსა და ქუთაისში 9 ობიექტი დაილუქა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 ადამიანი დააკავეს.
19 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
19 ივნისი 2026, 21:02
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ უსაფუძვლო უწოდა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა.
19 ივნისი 2026, 20:56
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონით იმუქრება - ციხიდან გზავნილი მმართველი გუნდისთვის აგენტის განცხადებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ მოაგვარებს ქვეყანაში პოლიტიკურ პრობლემებს - მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი არა ქართველი ხალხი, არამედ დასავლეთი, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებია.
19 ივნისი 2026, 20:54
მსოფლიო
Financial Times: ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი, ჰაიდი ალექსანდერი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებს, გადადგომის კონკრეტული ვადები დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 20:45
მსოფლიო
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რუსული დრონებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორების მოსახსნელად - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩვენ გავაკეთებთ“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ მოხსნას რეტრანსლატორები, რომლებიც რუსული დრონების სამიზნეებს აზუსტებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს.
19 ივნისი 2026, 20:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება და საზოგადოების ფრაგმენტაციის მიზანს ემსახურება.


