მუნიციპალური არჩევნები ოზურგეთში - როგორია სასტარტო პოზიციები მეორე ტურამდე? - პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
ზაალ ანჯაფარიძე
ფოტო: Facebook
„მუნიციპალური არჩევნების შედეგები რეგიონებში საინტერესო ანალიზის საშუალებას იძლევა. პირველ ტურში ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის და სხვა ქალაქების შედეგებს სრულიად განსხვავებული ახსნა აქვს. ასევე, განსხვავებული და საინტერესო შემთხვევაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიღებული შედეგები“, - წერს Facebook-ზე პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე.
ის აღნიშნავს, რომ ოზურგეთში 4 წლიანი პოლიტიკური კოჰაბიტაციის შემდეგ, როდესაც საკრებულოში უმრავლესობას „ქართული ოცნება” აკონტროლებდა, ხოლო მერიას დამოუკიდებელი (ოპოზიციური) მერი, - ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2021 წლის არჩევნებში, საზოგადოებისთვის ახალგაზრდა, საკმაოდ გამოცდილი და პოზიტიური კანდიდატი - ავთანდილ თალაკვაძე შეეთავაზებინა.
„ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო კამპანია კარგად იყო ორგანიზებული. მისი მთავარი პოლიტიკური გზავნილი გახლდათ, რომ „ქართული ოცნება” ოზურგეთში მერის პოზიციას დაიბრუნებს, ხოლო საარჩევნო პროგრამა - რეალისტური და საქმიანი, ოზურგეთის პრობლემებზე და საჭიროებებზე მორგებული იყო. კამპანიის დროს „ქართული ოცნება” საზოგადოებას აჩვენებდა მოქმედი მერის პირობებში გაშებულ შესაძლებლობებსაც. აშკარად ჩანდა თალაკვაძის უპირატესობა სოციალურ მედიაშიც. ჯამში, მას თანამედროვე, მიზნობრივ აუდიტორიებზე გათვლილი და კარგად დაგეგმილი კამპანია ჰქონდა პირველ ტურში. საგრძნობი იყო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერაც, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ მინისტრის, მინისტრების და პარლამენტის წევრების მხრიდან, ავთანდილ თალაკვაძეს უკვე კანდიდატად დასახელების დღიდან ჰქონდა.
ამის საპირისპიროდ, სუსტი საარჩევნო კამპანია ჩაატარა პირველ ტურში კონსტანტინე შარაშენიძემ. მას საჯარო შეხვედრები პრაქტიკულად არ ჰქონია, საჯაროდ არც წინასაარჩევნო პროგრამა და ახალი ინიციატივები წარუდგენია. სოციალურ მედიაშიც მისი კამპანია გასული ოთხი წლის ფოტომასალით და განცხადებებით შემოიფარგლებოდა. მოქმედმა მერმა ძალები ტელედებატებშიც მოსინჯა, თუმცა ოპონენტებმა ის წყობიდან გამოიყვანეს. ბევრის აზრით, შეცდომა იყო მისი მხრიდან, საარჩევნო ბანერის განთავსებაც ქალაქის ერთ-ერთი მოედნის ცენტრში - სადაც წარსულში ძეგლებს დგამდნენ ხოლმე. ოზურგეთის კამპანია სამართლებრივი პაექრობითაც გამოირჩეოდა - მოქმედი მერი სასამართლომ კანონდამრღვევადაც ცნო, საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრების გამო.
შედეგად, პირველ ტურში ავთანდილ თალაკვაძემ 15%-იანი უპირატესობით (5-6 ათასი ხმით მეტი მიიღო) დაამარცხა მოქმედი მერი კ. შარაშენიძე, ასევე დიდი უპირატესობით - “ნაციონალური მოძრაობის” და გახარიას პარტიის კანდიდატებიც, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში 50%-ზე მაღალი პარტიული შედეგი მიიღო და საკრებულოში დიდი უმრავლესობაც მოიპოვა.
ავთანდილ თალაკვაძის და კონსტანტინე შარაშენიძის პოზიციები მუნიციპალურ არჩევნებში ასეთია:
თალაკვაძეს აქვს 15%-იანი (5-6 ათასი ხმა) უპირატესობა, რომლის დაძლევაც მოქმედ მერს ძალზედ გაუჭირდება, ვინაიდან ასეთი სხვაობის მერე, საზოგადოებრივი აზრი თალაკვაძისკენ (ძლიერისკენ) გადაიხარა. ვისაც შარაშენიძის უძლეველობის სჯეროდა, დაინახა, რომ 2017 წელს 50 ხმით მოგებული მერი ახლა 5-6 ათასი ხმით აგებს. თალაკვაძეს, რომელსაც წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ოზურგეთისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდვის რეალური რესურსი აქვს (შარაშენიძის მმართველობის 4 წლიან პერიოდში კი ოზურგეთის ბიუჯეტი პრაქტიკულად არ გაზრდილა), მხარს უჭერს პროპორციული სიის 20-ზე მეტი წევრი და 14 მაჟორიტარი, რომელთა დიდმა ნაწილმა კარგად იცის რას ნიშნავს, როდესაც მერი ოპოზიციონერია. მეორე ტურში თავის ამოცანას პარტიული სტრუქტურაც შეასრულებს, რომელსაც ყოველ არჩევნებში ხმების სტაბილურად მობილიზება შეუძლია. ავთანდილ თალაკვაძეს მეორე ტურში მხარს დაუჭერს შედარებით ნეიტრალური და ზომიერად ოპოზიციური ელექტორატიც, რომელთა კანდიდატებიც გამოეთიშნენ კამპანიას და ვინც ოზურგეთში ცვლილების მომხრეა. ისევე, როგორც ყველგან, ოზურგეთში “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად მობილიზებულია ის საზოგადოებაც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” რევანშს ეწინააღმდეგება, ვინაიდან მოქმედი მერი შარაშენიძე აშკარად შემჩნეულია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში. გავრცელებული ინფორმაციით, იგი “ნაციონალურ მოძრაობას” ოზურგეთის კოალიციურ მართვას სთავაზობს.
შარაშენიძეს მეორე ტურში აქვს 15%-იანი სხვაობის ნეგატიური ზეგავლენა საკუთარ მხარდამჭერებში, რომლის გადალახვა თეორიულადაც კი რთულად წარმოსადგენია. მას მცირე შტაბი აქვს და სავარაუდოდ, იყენებს სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და თანაშემწეებს (ადმინისტრაციული რესურსი), ასევე მერიის თანამშრომელთა ნაწილს, რომელთაც გავრცელებული ინფორმაციით, აშინებს სამსახურის დაკარგვით. შარაშენიძის მიერ სოფლებში დაყენებულმა „დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც” პირველ ტურში პრაქტიკულად ყველგან წააგეს (რჩება მხოლოდ ერთი ლოკაცია), შესაბამისად, ეს რესურსი შარაშენიძის მხარდასაჭერად ეფექტურად ვეღარ იმუშავებს. შარაშენიძის შტაბის მწირ რესურსებზე მისი მხარდამჭერებიც ღიად საუბრობდნენ, რაც მეორე ტურშიც მოცემულობად რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მან პირველი ტურის საჭიროებებიც კი ვერ დააფინანსა. რაც შეეხება მოქმედი მერის დაპირებებს ვადის მიწურულს - ამის ცოტას თუ სჯერა, რაზეც 1 ტურის შედეგები მეტყველებს: 4 წლის განმავლობაში მერიამ ოზურგეთში 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მიუხედავად ამისა, შარაშენიძემ იმაზე გაცილებით ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე 2017 წელს. ფაქტია, რომ შარაშენიძემ 4 წლის განმავლობაში დახარჯული 200 მილიონ ლარზე მეტის მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად (მერია და მუნიციპალური სამსახურები), ტექნიკური პარკის გამოყენების მიუხედავად (სპეც. ტექნიკა და მიმდინარე პროექტები) და სარეზერვო ფონდის წინასაარჩევნო პერიოდში სრულად გამოყენების მიუხედავად, მიიღო 28.9% თალაკვაძის 44.2%-ის საპირისპიროდ. მეორე ტურში მოსალოდნელი დაბალი აქტივობის ფონზე (ოპოზიციური პარტიები ბრძოლას გამოეთიშნენ) შარაშენიძის შანსები კიდევ უფრო დაბალია. მისი შტაბის არგუმენტები, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლები შარაშენიძეს დაუჭერენ მხარს არარელევანტურია (“ნაცმოძრაობამ” ღიად გააკეთა განცხადება, რომ მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს), მითუმეტეს, როცა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსით შარაშენიძე იმ ელექტორატს კარგავს, რომელსაც “ოცნებას” ართმევდა (სწორედ ამით იყო განპირობებული სხვაობა თალაკვაძის როგორც კანდიდატის და მისივე პარტიის მიერ მიღებულ ხმებს შორის)“, - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.
ორივე მხარე ოზურგეთში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის გამო 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:33
მსოფლიო
Euractiv: ევროკავშირში 2023 წლის შემდეგ პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა
ევროკავშირში საქონლით ვაჭრობის სფეროში ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად სავაჭრო დეფიციტი დაფიქსირდა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.


