Imedi.ge /  19 ოქტომბერი 2021, 16:45 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილსა და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა - ამის უფლებას მეორედ არ მივცემთ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

სააკაშვილსა და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა - ამის უფლებას მეორედ არ მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა.

„ცრუ და აბსურდული დაპირებები, რა თქმა უნდა, ჩვენც გვინახავს. კარგად ვიცით, მათ შორის მათი წინა მმართველობის დროს, როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ - შესაბამისად, ეს აღარ არის საინტერესო. რა დაპირებაც გვქონია და გვაქვს - ეს არის რეალისტური, ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, გპირდებდით, ვიდრე ეს საარჩევნო კამპანიის დროს იყო დაპირებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:58

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ შემთხვევაში, მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა დგება არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ - ასეთია ტრანსპორტი

„თავდაპირველად, მწვანე საშვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არგუმენტს, რომ მოსახლეობას ბაზისური საჭიროებები არ უნდა შეზღუდვოდა, მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საფრთხეზე, რეალურად, დგება მეტი სიმკაცრისა და კონტროლის აუცილებლობა არა მხოლოდ გასართობ ადგილებში, არამედ იქაც, სადაც ყველაზე ხშირად ვართ. რა თქმა უნდა, ასეთია ტრანსპორტი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დილის შოუსთან“ საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 11:40

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტზე: რეგულაციისგან თავის დასაღწევად, თუ ადამიანებმა შემოვლითი გზების ძიება დაიწყეს, შედეგს არ უნდა ველოდოთ

აზრთა ყველაზე მეტი სხვადასხვაობა გადატანილი დაავადების სტატუსმა გამოიწვია. ევროპის ქვეყნებში, პირობითად, ესეც ექსპერტებთანაა შეთანხმებული, კონსენსუსზე დამყარებული გადაწყვეტილებაა - აღებულია 6 თვე, რომელიც საკმარის გარანტად მიიჩნევა, რომ ადამიანი ამ პერიოდში არ დაინფიცირდება, ინფექციის გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენს და ინფექციის მატარებელი არ იქნება. ამდენად, ეს 6 თვე არის პირობითი ვადა, რომელზეც ევროპის ქვეყნები შეთანხმდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ „დილის შოუში“ სტუმრობისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2021, 11:22

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ფარგლებში წლის შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატებებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსისა და ნატოს ძირითადი ჯგუფის (Nato Core Team) წარმომადგენლები დაესწრნენ.

05 დეკემბერი 2021, 11:11

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 413 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 413-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 234 180 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.

თამარ გაბუნია

05 დეკემბერი 2021, 10:57

COVID19

თამარ გაბუნია ე.წ. მწვანე პასპორტების ამოქმედებაზე: იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია, რომ პროცესი დაიძრა

პირველი დეკემბრიდან, სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით დავიწყეთ მწვანე პასპორტის გამოყენება. ჯერჯერობით, ჩვენი მონიტორინგი მეტად მხარდამჭერი ხასიათის იყო, რადგან, მნიშვნელოვანია დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შემდეგ - მითითება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია ის, რომ პროცესი დაიძრა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „დილის შოუს“ ეთერში.

05 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9,04%-ია

5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,04%, ბოლო 14 დღეში - 8,63%, ხოლო 7 დღეში - 8,33%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 410 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 732 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

05 დეკემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.

რომის პაპი ფრანცისკე

05 დეკემბერი 2021, 10:42

მსოფლიო

რომის პაპი საბერძნეთში მცხოვრებ მიგრანტებსა და ლტოლვილებს შეხვდება

რომის პაპი, კუნძულ ლესბოსზე, დროებით მიმღებ ცენტრში, მიგრანტებსა და ლტოლვილებს შეხვდება. მავროვუნის ბანაკს თავს 2 300-მდე ადამიანი აფარებს. მათი უმეტესობა ავღანელია. ბანაკში მცხოვრები კათოლიკეები პაპის დაგეგმილ ვიზიტს იმედით ელიან.

05 დეკემბერი 2021, 10:35

სამართალი

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ხანძარია. ვიდეო

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს.

05 დეკემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ოზურგეთში, 300 შშმ პირს სასურსათო პროდუქტები გადასცეს

გურიაში მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერა გრძელდება. ამჯერად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, 300 ბენეფიციარს სასურსათო პროდუქტები დაურიგდა.

05 დეკემბერი 2021, 10:04

სპორტი

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა მშვილდოსნობის ფედერაციასთან გამართეს.

05 დეკემბერი 2021, 10:00

მსოფლიო

საფრანგეთმა ავღანეთიდან 300-ზე მეტი ადამიანი გაიყვანა

საფრანგეთმა ავღანეთში საევაკუაციო მისია ჩაატარა და ქვეყნიდან 258 ავღანელი, 11 ფრანგი, 60-მდე ჰოლანდიელი და სხვა ეროვნების ადამიანთა ჯერჯერობით დაუზუსტებელი რაოდენობა გაიყვანა.

05 დეკემბერი 2021, 09:44

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის ამოფრქვევას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევას 13 ადამინი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ვულკანის გააქტიურების შემდეგ, ჩაინგრა ხიდი, რომელიც ადგილობრივებს მეზობელ დასახლებასთან (Lumajang) აკავშირებდა. ამას მოსახლეობის პანიკა მოჰყვა.

05 დეკემბერი 2021, 09:31

მსოფლიო

მედია: აზერბაიჯანმა სომხეთს 10-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადასცა

ყარაბაღის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთს 10-ზე მეტი სამხედრო ტყვე გადასცა. აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, ჯარისკაცები 16 ნოემბერს დააკავეს და მათ გათავისუფლებაში შუამავლის როლი რუსეთმა შეასრულა.

05 დეკემბერი 2021, 09:13

მსოფლიო

პაკისტანში დააკავეს 120-მდე ადამიანი, ვინც, წინასწარმეტყველ მუჰამედის სავარაუდო შეურაცხყოფისთვის, ადამიანი ჩაქოლა და ცხედარი საჯაროდ დაწვა

პაკისტანში 118 ადამიანი დააკავეს. გამოძიება მათ ტერორიზმს ედავება. საქმე ეხება სამკერვალო ფაბრიკის მენეჯერის, შრი-ლანკელი კაცის ლინჩის წესით გასამართლებას. შემთხვევა 3 დეკემბერს, პენჯაბის პროვინციაში, ქალაქ სიალკოტში ​მოხდა. 100-ზე მეტმა ადამიანმა სამკერვალოს მენეჯერს ჯერ სასიკვდილოდ სცემა, შემდეგ კი, მისი სხეული საჯაროდ დაწვა.

05 დეკემბერი 2021, 08:51

მსოფლიო

იტალიაში, საბაგიროს ავარიის ერთადერთი გადარჩენილი, 6 წლის ბავშვი ისრაელიდან კვლავ იტალიაში დააბრუნეს

ლაგო-მაჯორეს ტბისა და მთის დამაკავშირებელი საბაგიროს ავარიის ერთადერთი გადარჩენილი, 6 წლის ბავშვი ისრაელიდან იტალიაში დააბრუნეს. იტალიის პროკურატურამ დაადგინა, რომ ბავშვი დაღუპული დედის მამამ უკანონოდ, მეურვის თანხმობის გარეშე წაიყვანა ისრაელში.

ენდრიუ და კრის ქუომოები 2018 წელს, ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე

05 დეკემბერი 2021, 08:29

მსოფლიო

CNN-ის წამყვანი პოლიტიკოსი ძმის დახმარებისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

CNN-მა ცნობილი წამყვანი, კრის ქუომო სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზი პოლიტიკოსი ძმის - ნიუ-იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს დახმარებაა. CNN-ი განმარტავს, რომ წამყვანი, მაშინ, როცა მისი უფროსი ძმის მიერ ქალების შევიწროებაზე გავრცელდა ბრალდებები, ცდილობდა, ის დაეცვა, რისთვისაც საკუთარ სამსახურეობრივ პოზიციას იყენებდა.

05 დეკემბერი 2021, 08:03

სამართალი

პოლიციამ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი არასრულწლოვანი

წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი., განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე კი 2004 წელს დაბადებული პ.ვ. თბილისში დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.