imedi /  22 ოქტომბერი 2021, 12:33 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი კობა ნაყოფიაზე: მას გადაწყვეტილი აქვს ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჰიპოთეტურად, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით სენაკში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ულამაზეს თეატრში ვიმყოფებოდით და მინდა იცოდეს ყველამ, ეს თეატრი აღდგენილი არის „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. 10 მლნ. ლარი დაიხარჯა ამ ისტორიული თეატრის აღდგენაში და ეს არის მართლაც უნიკალური საჩუქარი სენაკისა და სენაკელებისთვის.

რაც შეეხება არჩევნებს, შეხვედრა გვქონდა ჩვენს საარჩევნო შტაბთან. სენაკში, წარმოიდგინეთ, როგორი სიტუაციაა - ერთ მხარეს გვაქვს მოცემულობა, რომ არის ჩვენი კანდიდატი, ღირსეული ახალგაზრდა, პერსპექტიული, განათლებული, წესიერი კაცი და მეორე მხარეს არის კობა ნაყოფია, სააკაშვილის პირადი მეგობარი და კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია სენაკისთვის, არაფერი საერთოდ და არავითარი შემხებლობა, კონტაქტი, კავშირი არ ჰქონია სენაკთან. მე მინდა, ამ ადამიანს მივმართო და სენაკელებს მივმართო - რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მით უმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენ გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო. ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის. მინდა, სენაკელებს მივმართო თხოვნით - ძვირფასო სენაკელებო, ხმა უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იმიტომ, რომ სხვა შანსი, პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს. მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს. ეს არის ტყუილი, დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რამის გაკეთება უნდოდა პირადად, ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და თუ რამის სურვილი ექნებოდა რეალურად, შეეძლო რაიმე გაეკეთებინა. სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამ დროს, მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. ამაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ფარსი და სიყალბე, რაც მომდინარეობს ამ მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის გუნდისა და მისი წევრებისგან. თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან, იმიტომ, რომ მათი ბელადი ციხეშია და კიდევ დიდხანს იქნება იქ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 14:59

რეგიონი

აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოსაჩენად საიმიჯო ფოტობაზის განახლება მიმდინარეობს

რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საიმიჯო ფოტობაზას აახლებს. ფოტოგადაღებებში ორი ცნობილი ფოტოგრაფია ჩართული, რაც ერთის მხრივ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების წარმოჩენას, მეორეს მხრივ კი აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციას ემსახურება.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 14:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს და გვაქვს ბიზნესთან უკუკავშირი

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ რა გამოწვევები ახლავს „მწვანე პასპორტის“ შემოღების პროცესს. ბიზნესთან უკუკავშირის შედეგად გაირკვა, რომ უცხოელ მოქალაქეებს განსაკუთრებით არაევროპული სახელმწიფოებიდან ჩამოსულ სტუმრებს, რომლებიც დროულად ვერ რეგისტრირდებიან ჩვენს პლატფორმაზე, ტურისტულ ობიექტებში სტუმრობისას სირთულე ექმნებათ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

09 დეკემბერი 2021, 14:33

რეგიონი

დიდთოვლობის გამო, ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

09 დეკემბერი 2021, 14:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: როგორც ჩანს, ურჩიეს ან თავად მიხვდა, რომ სასამართლოში მისი „ისტორიული გამოსვლები“ პროკურატურას მტკიცებულებების გამყარებაში ეხმარებოდა და საზოგადოებაში ყველა კითხვას აქარწყლებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაუსწრებლობას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

09 დეკემბერი 2021, 14:25

რეგიონი

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს. ქართული ოცნების კანდიდატს ჯუმბერ იზორიას 13 ხმა აქვს, გიორგი გახარიას პარტიიდან წარდგენილმა შოთა წურწუმიამ კი 12 ხმა მიიღო. მისთვის საკმარისი ნაციონალური მოძრაობის ხმები არ აღმოჩნდა. ახლა სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

09 დეკემბერი 2021, 14:21

მსოფლიო

Associated Press: სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მომდევნო ათწლეულში დამტკიცდეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა უკრაინას განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მომდევნო ათწლეულში დამტკიცდეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

09 დეკემბერი 2021, 14:18

ეკონომიკა

ალან რასმუსენი: დღეს ძალიან გვჭირდება ციფრული ტრანსფორმაცია, ამ პროცესში MVNO განვითარება მნიშვნელოვანია

ინტერნეტ მმართველობის მე-7 ფორუმზე, პანელზე - „ვირტუალური მობილური ოპერატორების დაბრკოლებები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ ევროკომისიის დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალან რასმუსენმა ქართული სატელეკომუნიკაციოს სფეროს წარმომადგენლებს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა. ალან რასმუსენი ამავდროულად ტექნოლოგიური მედია და საკომუნიკაციო მომსახურებების საკონსულტაციო კომპანია YOZZO- ს დირექტორია, რომელიც MVNO ბაზრის და ეკოსისტემის განვითარებაზე ფოკუსირდება და მჭიდროდ თანამშრომლობს ტელეკომ სექტორთან.

09 დეკემბერი 2021, 14:13

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთად, აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

თეა ახვლედიანი

09 დეკემბერი 2021, 14:06

საზოგადოება

შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხი მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოთხი მებრძოლის ნეშტი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაიკრძალება.

ნათია თურნავა

09 დეკემბერი 2021, 14:02

ეკონომიკა

ნათია თურნავა: 2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 3.2%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

09 დეკემბერი 2021, 14:00

კულტურა

თეა წულუკიანი რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლებისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსთავს ეწვია და სამუშაო შეხვედრა გამართა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელობასა და დასთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ვიცე-მერი კახა გურული და სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი.

09 დეკემბერი 2021, 13:58

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო და საბითუმო ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სარეალიზაციო და საბითუმო ობიექტებს ამოწმებს. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა რაფაელ აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო და სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

09 დეკემბერი 2021, 13:55

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

09 დეკემბერი 2021, 13:45

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია ე.წ. 3+3 ფორმატზე, შესაბამისად, 10 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 დეკემბერს დაგეგმილ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო არ იქნება წარმოდგენილი.

მამუკა ბახტაძე

09 დეკემბერი 2021, 13:33

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა 60 მილიარდია, თუ მისი გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის გამოიყოფა, ეს იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყარო კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

ჩვენ მთავარი მიზანი გვაქვს - საერთაშორისო განვითარების დაფინანსების კორპორაციის წარმომადგენლობის გახსნის იდეის ხელშეწყობა და ადვოკატირება საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონს დაფარავს თბილისიდან,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

09 დეკემბერი 2021, 13:29

საზოგადოება

კახა კუჭავამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა, სადაც 1992-1993 წლების კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა.

მამუკა ბახტაძე

09 დეკემბერი 2021, 13:27

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე: ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად, რასაც ევროკავშირის და ნატოს წევრობა წარმოადგენს

ეკონომიკური თანამშრომლობის სისუსტე ყოველთვის იქნება გამოყენებული უარყოფითი ძალების მიერ პატარა ქვეყნების - ამ შემთხვევაში საქართველოს - მისწრაფებების შესაფერხებლად; მოგეხსენებათ, ჩვენს მისწრაფებას ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა წარმოადგენს, ამდენად, ჩვენი თანამშრომლობის ეკონომიკური განზომილება მთავარი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

09 დეკემბერი 2021, 13:17

COVID19

საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა 82% სრულად არის ვაქცინირებული

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული, საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა ვაქცინაცია თბილისსა და რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.

გიორგი ცუცქირიძე

09 დეკემბერი 2021, 13:06

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობის წამყვან პრიორიტეტს ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს, რაც სტრატეგიულად სწორი არჩევანია

ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა შეინიშნება, როგორც მესამე კვარტალში, ასევე მთლიანად პირველ 9 თვეში, რაც მოსალოდნელი იყო. წლის განმავლობაში წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან ერთად, თვალში საცემია გლობალური კვლევითი ინსტიტუტების მიერ, გაუმჯობესებული ინდიკატორებიც, განსაკუთრებით ეკონომიკური თავისუფლების, მმართველობის ეფექტურობის და კორუფციისგან თავისუფლების შეფასებების ნაწილში, რამაც შესაბამისი ასახვა საინვესტიციო გააქტიურებაშიც პოვა, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები.

09 დეკემბერი 2021, 13:05

პოლიტიკა

კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება 2021 წელს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამახვილდა. საუბარი, ასევე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.