პარლამენტის თავჯდომარის კაბინეტი არასამთავრობოების განცხადებას გამოეხმაურა
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებაზე ირაკლი კობახიძის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა.
"ღრმა შეშფოთებას იწვევს იმ შეცდომების მრავალრიცხოვნება, რომელიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ფიქსირდება:
ა) ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არ არის საჯარო მოსამსახურე. ეს განცხადება გამომდინარეობს თავად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ საპარლამენტო სესიაზე დაშვებული შეცდომიდან, რომელმაც განაცხადა შემდეგი: „თქვენს მიერვე მიღებული კანონით, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, რომელიც ინიშნება და თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ“. „საჯარო სამსახურის შესახებ“ მოქმედი კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩამონათვალს. კერძოდ, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და მისი მოადგილე, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრები და მათი მოადგილეები, ხოლო პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან: გუბერნატორი და მისი მოადგილე, საკრებულოს თანამდებობის პირი, გამგებელი/მერი და მისი მოადგილე. სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უშვებენ უხეშ შეცდომას ესოდენ მარტივი სამართლებრივი საკითხის განმარტებისას. მით უფრო შემაშფოთებელია მათი საუბარი „პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაშვებულ უზუსტობაზე“
ბ) ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს პოლიტიკოსებზე საუბარს შეუზღუდავდა“. საჯარო მოსამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი, გარდა სხვა ასპექტებისა, გულისხმობს საჯარო მოსამსახურის სრულ დისტანცირებას პოლიტიკური პოლემიკისგან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. ეს პრინციპი მკაცრად არის დაცული ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში და ამ პრინციპის დარღვევას სისტემური ხასიათი არ ჰქონია საქართველოში 90-იან წლებშიც კი, როდესაც თანამედროვე ტიპის საჯარო სამსახური განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა. დღევანდელ რეალობაში, საჯარო მოსამსახურეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის უხეში და სისტემური დარღვევა ფიქსირდება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, რომლის საჯარო მოსამსახურეები რეგულარულად შეურაცხყოფენ და აკრიტიკებენ პოლიტიკოსებს, მათ შორის სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს. არ არსებობს არცერთი სხვა პრეცედენტი იმისა, რომ, მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, პარლამენტის აპარატის უფროსი ან სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები საჯარო სამსახურში შეურაცხყოფდნენ და აკრიტიკებდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის ან მთავრობის წევრს ან სხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ ან პოლიტიკურ თანამდებობის პირს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და შემაშფოთებელია, რომ ეს პრაქტიკა არათუ არასოდეს გამხდარა ამ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის ობიექტი, არამედ, პირიქით, დღევანდელი განცხადებით ერთგვარად მხარდაჭერილიც კი არის მათ მიერ.
გ) ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „პარლამენტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ეთიკის სტანდარტების დარღვევაა საჯარო მოსამსახურის მხრიდან პოლიტიკოსებზე საუბარი”, რაც არის ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფაქტის უხეში დამახინჯება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეთიკის სტანდარტების დარღვევად შეაფასა არა პოლიტიკოსებზე საუბარი, არამედ საპარლამენტო მდივნის განცხადება, რომლის თანახმად პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა იყო „ღირსებას მოკლებული“. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ესოდენ უხეში შეურაცხყოფა პირდაპირ ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ეთიკის სტანდარტებს. შემაშფოთებელია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ ეთიკის სტანდარტების უხეში დარღვევა, ამ შემთხვევაშიც, არათუ სათანადოდ არ შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არამედ, როგორც დღევანდელი განცხადება ცხადყოფს, ამ ფაქტმა მათი დაუფარავი მხარდაჭერაც კი დაიმსახურა.
დ) ლოგიკას მოკლებულია ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების საუბარი იმაზე, რომ „პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება საჯარო მოსამსახურეების მიერ შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა“. პოლიტიკური სტატუსის არმქონე საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ მმართველი ან ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისა და პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკული ან დადებითი მოსაზრებების გამოთქმა მხოლოდ სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელებისას. სხვა შემთხვევაში, საჯარო მოსამსახურეები სარგებლობენ აზრის გამოხატვის სრული თავისუფლებით, რაც, საყოველთაო აღიარებით, უკანასკნელი წლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა. შემაშფოთებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთისგან ვერ მიჯნავენ საჯარო მოსამსახურის მიერ აზრის გამოხატვას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას და სხვა პირობებში.
წარმოვადგენთ რა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს, სიამაყით ვატარებთ საჯარო მოსამსახურის მაღალ სტატუსს, ვმოქმედებთ სამართლის პრინციპებისა და კანონის შესაბამისად და არ ვაძლევთ თავს უფლებას, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას გავაკრიტიკოთ ან დადებითად შევაფასოთ პოლიტიკური სუბიექტები, მით უფრო შეურაცხვყოთ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტისა და მთავრობის წევრები ან სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირები და არ მიგვაჩნია, რომ ამით იზღუდება ჩვენი გამოხატვის თავისუფლება. ჩვენი განცხადება ეფუძნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის კვალიფიციურ განმარტებას. სამწუხაროა, რომ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უშვებენ ესოდენ უხეშ შეცდომებს საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი პრინციპების განმარტებისას", - ნათქვამია განცხადებაში.
9 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტში თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით დღეს გამოეხმაურა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს რამდენიმე დღის წინ უზრდელი უწოდა.
ეს განცხადება ანა დოლიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტის ვეტოს განხილვის დროს მასსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შელაპარაკება მოხდა.
28 ივლისს საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. ამ განცხადებას თავად პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა რომ მის მრჩეველს, რომელიც არასდროს ყოფილა რომელიმე პარტიის წევრი, ხელს უშლიან კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 12:33
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.
12 ივლისი 2026, 12:13
მსოფლიო
ირანმა სპარსეთის ყურეში ამერიკულ ობიექტებს შეუტია
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-სთან დაკავშირებულ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა. ირანული მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ ბალისტიკური რაკეტები კატარში მდებარე ალ-უდეიდის სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს, რომელსაც ამერიკელი სამხედროები იყენებენ. კატარის ხელისუფლებამ ირანული რაკეტების გადაჭერისას სამი ადგილობრივი მცხოვრებლის დაშავების შესახებ განაცხადა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.
12 ივლისი 2026, 12:13
რეგიონი
ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა
ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება
12 ივლისი 2026, 11:54
სამართალი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
12 ივლისი 2026, 11:51
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
12 ივლისი 2026, 11:48
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
12 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს
„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.
12 ივლისი 2026, 11:37
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.
12 ივლისი 2026, 11:29
მსოფლიო
კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა
„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
12 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება
CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.
12 ივლისი 2026, 11:24
სპორტი
თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.
12 ივლისი 2026, 11:18
სამართალი
ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა
„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.
12 ივლისი 2026, 11:18
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.
12 ივლისი 2026, 11:01
რეგიონი
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.


