IMEDI /  22 ოქტომბერი 2021, 23:44 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქცევის წესითაც რუსულად მართა ეს ქვეყანა

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ადამიანს რომ ჰკითხო, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი, რომ ასკვნი - ისინი რუსულ თამაშს თამაშობენ, პასუხი არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა და იმ ხალხმა რა გააკეთა ვინც ჩვენ რუსეთუმეობას გვაბრალებს. მოვიძიეთ მთავარი მტკიცებულება, ისკანდერის ნაწილები. მეორე - ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და კონსტიტუციაში ჩაწერილი მყარი გეზი ევროპისკენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

„ახლა რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ტერიტორიები „გაუპრავა“ რუსეთს, ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ კომპანიებზე გაყიდა, ქცევის წესითაც რუსულად მართა ეს ქვეყანა. რეზოლუცია იყო შავით-თეთრზე მტკიცებულება, რომლითაც მათ უდასტურდებათ რუსული საქმე. ომიდან ორ თვეში, ქართველ სამხედროებს რომ აბრალებ, რომ ომის დაწყება მათი ინიციატივა იყო, კასეტური ბომბებით დაბომბეს თითქოს ცხინვალი და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო, ამაზე დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

კელი დეგნანი

29 ნოემბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ

„იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ სცენარში“, - განაცხადა დეგნანმა.

29 ნოემბერი 2021, 11:40

სამართალი

შსს: მოვუწოდებთ სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს - ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, სამუშაო ჯგუფი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპაში გაემგზავრება, სადაც იმ ქვეყნების გამოცდილებას გეცნობა, რომლებმაც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელეს

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

29 ნოემბერი 2021, 11:35

სამართალი

რა ხდება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს

თითქმის ორ თვიანი პატიმრობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სხდომათა დარბაზში პირველად დაესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სასამართლოში უკვე იმყოფებიან სააკაშვილის უფლებადამცველები, ბრალდების მხარე. მედია სასამართლო დარბაზში არ იმყოფება. პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს და შემდეგ კადრებს გაავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:32

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს

საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:31

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები

„დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბექა ბასილაია

29 ნოემბერი 2021, 11:25

სამართალი

ბექა ბასილაია: ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა

„ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი პროცესი, როდესაც რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული. ეს არის პროცესი, რომლისადმი არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არცერთ პროცესზე აქამდე არ ყოფილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა სასამართლო სხდომები და ეს სხდომაც უნდა იყოს გადაცემული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და პროცესზე გავაჟღერებთ. პროცესის შემდეგ ყველა ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებებს“, - განაცხადა ბასილაიამ.

29 ნოემბერი 2021, 11:24

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:12

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება

„ჩვენ მიერ ინიცირებული რეგულაციები გულისხმობს შემდეგს: ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის, გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასაკობრივ ზღვარზეც გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება

„საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით დოკუმენტი პარლამენტში დეკემბრის თვეში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:10

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, კანონპროექტი ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ პარლამენტს დეკემბერში წარედგინება

„დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. ფარმაცევტული ბაზრის შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბერში. ასეთია ჩვენ სურვილი და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

29 ნოემბერი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 954 თბილისში, 313 იმერეთში, 106 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11

29 ნოემბერი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.74%-ია

28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%, ბოლო 14 დღეში - 9.0%, ხოლო 7 დღეში - 9.04%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 840 593 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 783 987, გარდაიცვალა 11 974 პაციენტი.

29 ნოემბერი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 840 593 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 783 987, გარდაიცვალა 11 974 პაციენტი.

29 ნოემბერი 2021, 10:51

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 47 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 840 593 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 783 987, გარდაიცვალა 11 974 პაციენტი.

ვირჯილ აბლო

29 ნოემბერი 2021, 10:42

მსოფლიო

დიზაინერი ვირჯილ აბლო 41 წლისა გარდაიცვალა

დიზაინერს გულის ანგიოსარკომა ჰქონდა. ის ონკოლოგიურ დაავადებას ისე ებრძოდა, რომ დიაგნოზს არ ასაჯაროებდა. აბლო 41 წლისა იყო.

მიხეილ სააკაშვილი

29 ნოემბერი 2021, 10:29

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დარბაზში დაესწრება

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზში დაესწრება. პროცესს, რომელიც 11:00 საათზეა ჩანიშნული, სამი მოსამართლე განიხილავს. სასამართლო პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქციას გეგმავს.

რატი იონათამიშვილი

29 ნოემბერი 2021, 10:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება მთავრობის ინიციატივას აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ინიციატივა

„ჩვენი საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება მთავრობის ინიციატივას აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის ინიციატივა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ, ის პარლამენტის ბიუროს გადმოეგზავნება განსახილველად, რომელიც გადააწერს სათანადო კომიტეტებს და საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოვემზადებით პლენარული სესიისთვის“, - განმარტავს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი რატი იონათამიშვილი.

ლაშა ხუციშვილი

29 ნოემბერი 2021, 10:15

ეკონომიკა

ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, დღეს ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომაზე კონკრეტულ ხედვას წარადგენს

დღეს მთავრობის სხდომაზე, ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი კონკრეტულ ხედვას წარადგენს. როგორც უკვე ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა სამ კომპონენტს მოიცავს - ასაკობრივი ზღვრის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვასა და ონლაინკაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას.

29 ნოემბერი 2021, 10:04

სამართალი

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სავარაუდოდ, უკვე გადაიყვანეს

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, სავარაუდოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ადასტურებს.