imedi /  28 ოქტომბერი 2021, 12:07 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ოპონენტების სასოწარკვეთილი რიტორიკა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი გუშინდელი შეკრების წარმატებას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

გუშინ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა პარტიის სახელით მადლობა გადავუხადო თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენს მხარდამჭერებს შეკრებისა და ძალიან ძლიერი მუხტისთვის, რომელმაც გუშინ თავისუფლების იდეის გარშემო გაგვაერთიანა. გუშინ ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. ყველამ დაინახა, რომ ქართული საზოგადოება არის ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, რომელიც სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობას და საკუთარი სამშობლოს კეთილდღეობას.

სწორედ ამ ღირებულებებმა გაგვაერთიანა ჩვენ 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, როდესაც ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, თავისი ძალა აჩვენა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს.
გუშინ, თავისუფლების მოედანზე ამ ღირებულებებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ხალხი, რომელმაც ყველას მკაფიოდ დაანახა, რომ არ დაუშვებს ხელისუფლებაში საკუთარ სახელმწიფოზე, ეკლესიასა და ხალხზე მოძალადე ადამიანების დაბრუნებას.
აქციაზე დასასწრებად უამრავმა ადამიანმა შორი გზა გამოიარა. მადლობა შეკრების თითოეულ მონაწილეს ამ ძალისხმევისთვის, რომელიც აუცილებლად ჩვენი საერთო გამარჯვებით, ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებით დაგვირგვინდება.

აქვე, არ შეგვიძლია, ძალიან მოკლედ არ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური ოპონენტების სასოწარკვეთილ რიტორიკას გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ეს სასოწარკვეთა ზედმიწევნით ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას. თავისუფლების მოედანზე შეკრებილი 10 ათასობით ადამიანისთვის იმის წოდება, რისი გამეორებაც კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ნათლად ცხადყოფს ღირებულებით სხვაობას ჩვენსა და მათ შორის.

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები ხალხზე ძალადობდნენ ფიზიკურად. ახლა კი, როდესაც მათ ამის შესაძლებლობა აღარ აქვთ, ფიზიკური ძალადობა მათ სიტყვით ძალადობით ჩაანაცვლეს. ნათელია, ამ ადამიანებს ძალაუფლების დაბრუნების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სიტყვით ძალადობას ისინი კვლავ ფიზიკურ ძალადობად აქცევენ. სწორედ ეს არ დაუშვა ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს, როდესაც მკაცრი უარი უთხრა მოძალადეებს მათივე გამოცხადებულ ე.წ. რეფერენდუმზე.

მოძალადეების გამარჯვება დაუშვებელია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რათა თუნდაც ერთ ქალაქსა თუ რაიონში ავანტიურისტების დესტრუქციული ზრახვების გამო არ დაზარალდეს ადგილობრივი მოსახლეობა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ 2 ოქტომბრის გამარჯვებას 30 ოქტომბერს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი მიზანია, არჩევნები მოვიგოთ ოცივე მუნიციპალიტეტში, რათა 30 ოქტომბრიდან ახალი ენერგიით განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 15:25

რეგიონი

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავნის უღელტეხილზე შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:14

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი გერმანიაშიც დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰესენის მხარის სოციალურ საკითხთა მინისტრი კაი კლოზე ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 15:05

მსოფლიო

ბრიტანეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა - არის მსხვერპლი

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალმა „არვენმა“ ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი ადამიანი, რომელიც მასწავლებელი იყო, ანტრიმში, მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ხემ მოიყოლა კიდევ ერთი კაცი კამბრიაში. ისიც დაიღუპა.

27 ნოემბერი 2021, 14:44

სამართალი

ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა - შესაძლოა, საიტები Google-მაც შეზღუდოს

სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა. მოსალოდნელია, რომ მეკობრულ საიტებს Google-ის საძიებო სისტემაც შეზღუდავს.

27 ნოემბერი 2021, 14:25

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ენტონი ბლინკენის განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არის მოქმედებების დაწყების სიგნალი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებს გამოეხმაურა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2021, 14:15

COVID19

თამარ გაბუნია: ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ - ეს შტამი კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზია, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბრაიან ადამსი

27 ნოემბერი 2021, 14:01

COVID19

ბრაიან ადამსს კორონავირუსი ერთ თვეში მეორედ დაუდგინდა

კანადელ მუსიკოსსა და შემსრულებელს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. როგორც ხელოვანი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვირუსი იტალიაში, მილანის აეროპორტში აღმოაჩნდა.

ფრანკ ულრიხ მონტგომერი

27 ნოემბერი 2021, 13:34

COVID19

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 13:26

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ დარემში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიცაა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირებას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ასხლეტილი ტყვია მოხვდა და სამიზნე ის არ ყოფილა.

27 ნოემბერი 2021, 12:58

მსოფლიო

თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ანიმაციურ ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. მედიის ინფორმაციით, ინსპექტორებმა უკვე შეამოწმეს რამდენიმე ბაღი და იქ, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.

27 ნოემბერი 2021, 12:33

COVID19

ფარმაცევტული გიგანტები „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

ფარმაცევტული გიგანტები კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ირაკლი ჭიჭინაძე და ფრენკ აბელი

27 ნოემბერი 2021, 12:32

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა.

27 ნოემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს

მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება. ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

27 ნოემბერი 2021, 12:20

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.

ივანე ჩხაიძე

27 ნოემბერი 2021, 12:13

COVID19

ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე - „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა - „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

27 ნოემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

მექსიკაში ავარიას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მექსიკაში, სან ხოსე ელ გუარდაში ავტობუსი სახლს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20-მდე მგზავრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მგზავრები სალოცავისკენ მიემართებოდნენ, სამუხრუჯე სისტემის პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, ოფიციალურად, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 11:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 11:40

საზოგადოება

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრესტურის შემდეგ კი, ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.

27 ნოემბერი 2021, 11:24

მსოფლიო

რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, სოლომონის კუნძულებზე დამწვარი ცხედრები იპოვეს

სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში სამი ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს. რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ეს მსხვერპლის არსებობის პირველი დადასტურებაა. დანახშრებული ცხედრები ჩაინათაუნის დასახლებაში იპოვეს, რომელიც მაროდიორებისა და მომიტინგეების სამიზნე იყო. პოლიციის ცნობით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ.