imedi /  29 ოქტომბერი 2021, 00:53 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ქოლცენტრების, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი, ეს უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოძიებული და დადასტურებული ინფორმაციაა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ქოლცენტრების უკან, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი. ეს არის არა ჩემი მოსაზრება, არამედ უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოძიებული და დადასტურებული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თავდაცვის სამინისტროში კეზერაშვილის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოძიების მიერ არის დადასტურებული.

„გუშინ გამოვიდა მათი მთავარი სიყალბის და დეზინფორმაციის პროპაგანდისტი, მთავარი პროვოკატორი გვარამია, რაღაც გაუგებარი სქემა წარმოადგინა და აბსურდული ბრალდება, სასაცილო. ქოლცენტრების ბიზნესის ლობირებაში დაგვდეს ბრალი. ამ ქოლცენტრების უკან, ამ დანაშაულებრივი სქემის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი. ეს არის არა ჩემი მოსაზრება, არამედ უცხოური მედიასაშუალებების მიერ გამოძიებული და დადასტურებული ინფორმაცია. კეზერაშვილი რომ ცნობილი კრიმინალი და დამნაშავეა, ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, ამაზე ამაზრზენი რა შეიძლება გააკეთო, მტერი უნდა იყო, როცა საკუთარი ჯარის ბიუჯეტს გაფლანგავ. რას ვგულისხმობ ამაში - როცა მინისტრად დავინიშნე, მაინტერესებდა განვლილი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება და საბუთები და აღმოვაჩინე, რომ მილიარდზე მეტი დებიტორული დავალიანება არსებობდა მანამდე, რაც იქნა ჩამოწერილი მე ვფიქრობ, უსამართლოდ და აქაც ძალიან სერიოზული კითხვები არსებობს. ამას გარდა, 300 მილიონი დებიტორული დავალიანება დამხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ასეულობით მილიონი იყო გადარიცხული კეზერაშვილის მინისტრობის დროს, ფიქტიური კონტრაქტის საფუძველზე, ოფშორულ კომპანიებში, თითქოს რაღაც შეიარაღების შესყიდვაზე, თითქოს რაღაც ტრენინგის ჩატარებაზე, ჯარის წვრთნებისთვის. ჩვენს ჯარს არც შეიარაღება მიუღია, არც ტრენინგი ჩატარებულა და ეს არის დადასტურებული გამოძიების მიერ. სასამართლომ ასეთ ერთ-ერთ საქმეზე ბატონ კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღვეთა. ეს ადამიანი დღეს აფინანსებს ტელევიზიას, პოლიტიკურ პარტიებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პატარა ფსევდო ოპოზიციურ პარტიებს. ეს კაცი ქოლცენტრების უკან იდგა და დგას, მათ შორის საქართველოშიც. მე არ ვარ გამომძიებელი და მითუმეტეს, პროკურორი და არ მინდა, გამოძიების კომპეტენციაში შევიდე, მაგრამ, მე, როგოც პრემიერ-მინისტრმა მინდა მოსახლეობას ვუთხრა და განვუმარტო, რას ვგულისხმობდი - ვინაიდან გამოძება შეეხო მის ამ კრიმინალურ საქმიანობას, იფიქრეს, რა უნდა მოემოქმედებინათ და გვარამიამ სწორდ ეს გაუგებარი ბრიფინგი ჩაატარა. ანუ, რა გამოდის - კეზერაშვილის უკანონო საქმიანობა დაგვაბრალეს ჩვენ, ჩვენ, ვინც გამოვიძიეთ და ვიძიებთ მის კრიმინალურ საქმიანობას და ამაში ევროპული ქვეყნებიც არიან ჩართულნი. გამოძიებას უნდა მივანდოთ ეს საქმე და თავს შევიკავებდი ზედმეტი კომენტარისგან. მე არცერთი ადამიანის მიმართ არავითარი სუბიექტური არ გამაჩნია. არც კეზერაშვილის, არც სააკაშვილის და არც არავის მიმართ. მე ვლაპარაკობ საქმეზე, დანაშაულზე, კრიმინალზე. ეს ჩემი ვალდებულებაა, რომ როგორ პრემიერ-მინისტრი, როგორც მანამდე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, ასეთ დანაშაულებზე მოვახდინო რეაგირება. ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. „ფორმულაც“ „ტვ პირველიც“, „მთავარიც“, ეს სამივე ტელევიზია სწორედ კეზერაშვილისგან ფინანსდება და მათი ეს ბრალდებები ჩემთვის არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა, რომ დანაშაულზე ყველამ თანაბრად აგოს პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

30 ივლისი 2026, 11:26

ტექნოლოგიები

Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დამყარა

ლაინერმა Airbus A350-1000 ULR-მა ისტორიაში ავსტრალიიდან ევროპაში პირველი უწყვეტი ფრენა შეასრულა, რა დროსაც ჰაერში 24 საათი და 24 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში თვითმფრინავმა 23 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი დაფარა, გადაუფრინა ორ ოკეანესა და სამ კონტინენტს. ეკიპაჟმა ორი აისისა და ორი დაისის ნახვა მოასწრო.

30 ივლისი 2026, 11:22

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს

მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა სილვიუ დომენტეს დამსახურებას საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის ეფექტურ მუშაობაში. მინისტრმა მას თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

30 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა.

30 ივლისი 2026, 11:19

რეგიონი

რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 80 971 596 ლარს შეადგენს. 4 ახალაშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს.

30 ივლისი 2026, 11:17

საზოგადოება

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მუნიციპალიტეტში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც 104 ტრენინგი ჩაატარა და 1650 ადგილობრივი ბენეფიციარი გადაამზადა. სამიზნე დასახლებებში, ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის სერტიფიცირებული ტრენინგები სრულიად უფასოდ თემებზე: „ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”, „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება” და „ინტერნეტი დასაქმებისთვის” ჩაუტარდათ.

30 ივლისი 2026, 11:13

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხში სკრინინგ აქცია გაიმართა. მოქალაქეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული , პროსტატის კიბოს, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

30 ივლისი 2026, 10:53

პოლიტიკა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურს, გარიკ მურადიანს, შეხვდა

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს მეზობელ სახელმწიფოებს შორის ამ მიმართულებით მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.

30 ივლისი 2026, 10:51

მსოფლიო

Reuters: საუდის არაბეთი „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან წითელ ზღვაში გემების დასაცავად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ცდილობს

საუდის არაბეთი ცდილობს წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან საზღვაო გადაზიდვების დასაცავად საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბოს. ინფორმაციას Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 10:47

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების უკანონო გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს.

30 ივლისი 2026, 10:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ინტერნეტდამოკიდებულებასა და ცუდ განწყობას შორის კავშირი გამოავლინეს

2025 წელს სპეციალისტებმა გერმანიის 900 სრულწლოვანი მცხოვრები გამოკითხეს. რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც ითამაშეს ვიდეოთამაშები, უყურეს პორნოგრაფიას, გამოიყენეს სოციალური ქსელები ან გააკეთეს ონლაინ-შესყიდვები. ამ მოქმედებების სიხშირის მიხედვით, მათი ინტერნეტ-აქტივობა სამი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიაკუთვნეს: პათოლოგიური, რისკის შემცველი ან არაპრობლემური. პრობლემურ მოხმარებად (რომელიც მოიცავს პათოლოგიურსა და რისკის შემცველს) ითვლებოდა ონლაინ-სერვისების გადაჭარბებული გამოყენება, რაც ფუნქციურ დარღვევებსა თუ დისტრესს იწვევდა.

30 ივლისი 2026, 10:19

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 32 კაფსულა „მეთადონი“, „მარიხუანა“ და 13 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

30 ივლისი 2026, 10:16

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მხარეებმა განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული პროგრესი. საუბარი ასევე შეეხო თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცესში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

30 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

დონალდ ტრამპი

30 ივლისი 2026, 10:15

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის მიერ ღამით ირანზე განხორციელებული თავდასხმა ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებზე გადასვლას არ ნიშნავს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა გვიან ღამით ირანის ტერიტორიაზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 10:15

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 13 კილოგრამზე მეტი მცენარე „კანაფი“ და 7 კილოგრამი „მარიხუანა“.

პეტერ მადიარი

30 ივლისი 2026, 09:50

მსოფლიო

Euractiv: უნგრეთში პეტერ მადიარის მთავრობის პოპულარობა შემცირდა

უნგრეთის პროდასავლური მთავრობის პოპულარობა პირველად შემცირდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესმა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მხარდაჭერაზე უარყოფითად იმოქმედა. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:40

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ივლისს საქართველოში

30 ივლისს ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ქსენია ფიოდოროვა

30 ივლისი 2026, 09:32

მსოფლიო

France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:19

მსოფლიო

რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა

რუსეთმა დღეს გამთენიისას უკრაინის მიმართულებით ათობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე ასობით დრონი გაუშვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 09:19

სპორტი

საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართება

საქართველოს გოლფის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან: თორნიკე ბახტურიძე, პაატა ვარდიაშვილი, ზურაბ ედიბერიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, გუნდის კაპიტანი – ანდრო შილაკაძე. ქართველი სპორტსმენები თავიანთ უშუალო მეტოქეებთან ასპარეზობას დღეს და ხვალ გამართავენ.