კახა კალაძე: რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს
კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან, ამ ყველაფრის გამო, პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, რომლის შესახებაც არაერთხელ ისაუბრა.
„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გაჟღერდა. როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა?! რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი - ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა?! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება, პენიტენციური სისტემა ისევე იმოქმედებს, როგორც ეს სხვა პატიმრების შემთხვევაში ხდება.
„ძალიან ბევრი განცხადება მაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის საქმე - თუ რამე აუცილებლობა იქნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება მძიმე, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებაში, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 18:43
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ამ წერილს და აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვას ვუყურებთ და ვაფასებთ ისე, რომ საქართველოს ამ კუთხით ნაბიჯები გადასადგმელი არ აქვს - საქართველო არის მზად პარტნიორობისთვის ყველასთან ერთი მთავარი პრინციპის დაცვით, რასაც ჰქვია ჩვენი ეროვნული ინტერესების პატივისცემა
სახელმწიფო დეპარტამენტის ამ წერილს და მთლიანად ამ მოლოდინს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას ვუყურებთ და ვაფასებთ ისე, რომ საქართველოს ამ კუთხით ნაბიჯები გადასადგმელი არ აქვს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით.
02 ივნისი 2026, 18:40
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის ტერორისტული რეჟიმი დამხობისთვისაა განწირული
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის რეჟიმი „განწირულია გაქრობისთვის“ და პირობას დებს, რომ ისრაელი ამას ხელს შეუწყობს.
02 ივნისი 2026, 18:32
პოლიტიკა
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდათ, დროს აკარგვინებენ, რადგან უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილს გარდა არაფერზე დგას, - წერს "გირჩის" წევრი, ლევან ჯგერენაია, სოციალურ ქსელში.
02 ივნისი 2026, 18:32
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს. ევროკავშირი ღიად დეკლარირებს, რომ 2030 წლისთვის ის ემზადება რუსეთთან პირდაპირი ომისთვის
განვლილ 35 წელიწადში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ ფურცელზე, მაგრამ მივიღეთ ენჯეოების და საელჩოების მმართველობა საქართველოში, ჩვენ დაგვაჯერეს, რომ ბატონის გამოცვლა იყო სწორედ დამოუკიდებლობა და თავისუფლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
02 ივნისი 2026, 18:29
მსოფლიო
პეტერ მადიარი მზად არის, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი მზად არის, მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი უნგრული უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 18:28
პოლიტიკა
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში ღია კარის დღე გაიმართება
11 ივნისს ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში (ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 51) ღია კარის დღე გაიმართება.
02 ივნისი 2026, 18:15
პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მყოფ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მუხროვანის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლეს
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა. სამხედრო ქვედანაყოფში მას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს.
02 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ტრამპის ადმინისტრაციის წერილში მკაფიოდ წაიკითხონ, ნახონ რა წერია და გაიაზრონ, რომ აქ ახალ არჩევნებზე კი არაა საუბარი, მათ რომ აწუხებთ და ესიზმრებათ, არამედ იმაზე, რომ საკუთარი ამომრჩევლის სურვილები პარლამენტში გაახმოვანონ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ტრამპის ადმინისტრაციის წერილსა და ამ წერილის მიმართ ოპოზიციის შეფასებებს გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გამოეხმაურა.
02 ივნისი 2026, 18:12
მსოფლიო
ირანული მედია: ირანი აშშ-თან დროებითი შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაყინული 12 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ განბლოკვას ითხოვს
ირანი აშშ-თან დროებითი შეთანხმების ხელმოწერისთანავე გაყინული 12 მილიარდი დოლარის დაუყოვნებლივ განბლოკვას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 18:04
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის კურსი, ის მიდგომები, ის გზა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეული, არის აბსოლუტურად სწორი
ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ის კურსი, ის მიდგომები, ის გზა, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ არჩეული, არის აბსოლუტურად სწორი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 ივნისი 2026, 18:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ეს არის ჩვენი გულისტკივილი, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა ხელისუფლების და არა ქვეყნის ოპოზიცია
„რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს, რადიკალებმა მალეს ჭირი და ჭირმა თავი საბოლოოდ არ დამალა. ყოვლად უნიათო, ძალიან სუსტი და არაფრის გამკეთებელი რადიკალი ოპოზიციონერები მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ საკუთარ უცხოელ პატრონებს მოაწონონ თავი და თავები თვალონ რაღაც იმპროვიზებულ აქციებზე. ამ მოცემულობაში ერთმანეთისკენ თითს რომ იშვერენ და უშველი სიტყვებით ლანძღავენ და ერთმანეთს არ ინდობენ - ეს არის თანამედროვე რადიკალური ქართული ოპოზიციის სახე“, - აცხადებს მათიკაშვილი.
02 ივნისი 2026, 18:00
მსოფლიო
ტრამპმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად უილიამ პულტე დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად უილიამ პულტე დანიშნა, რომელიც განსახლების ფედერალური სააგენტოს დირექტორია.
02 ივნისი 2026, 17:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ხაზი გაიხსნა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ბევრად გაზრდის ეს მაგისტრალი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალური თვალსაზრისით
გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო ხაზი გაიხსნა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის უმნიშვნელოვანესი არტერია „შუა დერეფნის“, რომლის ფუნქციონირებაზეც ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული. ბევრად გაზრდის ეს მაგისტრალი, როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალური თვალსაზრისით, რეგიონული თვალსაზრისით, ასევე, ქვეყანა რეალურ მატერიალურ ბენეფიტებს მიიღებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
02 ივნისი 2026, 17:45
მსოფლიო
მედია: ვაშინგტონში ლინბანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო
ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ვაშინგტონში დაიწყო. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაში - „თანასწორობის ხელშეწყობა: გენდერული სტერეოტიპებისა და ნეგატიური სოციალური ნორმების ბარიერის დაძლევა“ მონაწილეობენ.
02 ივნისი 2026, 17:26
საზოგადოება
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა. ფოტოგალერეა🚄
სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ.
02 ივნისი 2026, 17:26
სამართალი
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ყველა მათგანი სრულად აღიარებს დანაშაულს. სწორედ ამის გათვალისწინებით, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება.
02 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი
„ფიშერის განცხადებები აჩვენებს იმ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, რომელიც მას ზოგადად, კავკასიის რეგიონის მიმართ გააჩნია. ის პირები, ვინც მას ტაშით ეგებებოდნენ, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ასეთი აზროვნება მათთვის მისაღებია თუ არა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
02 ივნისი 2026, 17:10
მსოფლიო
ჯონ მირშაიმერი: ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებით შეგულიანებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მათი ხალხი არ იღუპება. ეს მორალური სისაძაგლეა
პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მირშაიმერის განცხადებით, ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იომონ, რაც მორალური სისაძაგლეა.
02 ივნისი 2026, 16:49
ეკონომიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა.


