09 ნოემბერი 2021, 14:27 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარია ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, „ქართულ ოცნებას“ კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე - რადიკალური ოპოზიცია.

„მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს. დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ახალი დღის წესრიგი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი. ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია - ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ. ამგვარი თემა და კლიშე თავის დროზე იყო „უნიათო ხელისუფლება“, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს დღის წესრიგიდან, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებაზე სამჯერ მეტი გზა დააგო, სამჯერ მეტი გაზი გაიყვანა, სამჯერ მეტი ბაღი და სკოლა ააშენა, სამჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება და ა.შ. ასეთივე თემა იყო ქვეყანაში „კრიმინალის თარეში“, ვიდრე არ გაირკვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად, მკვლელობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა. დღეს რადიკალების კუთვნილი პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოებას ამგვარ თემად სააკაშვილი და მისი პატიმრობა მოახვიონ თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რადიკალების ამ დღის წესრიგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაჰყვება.

„მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი. მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - ეს არის შეგახსენებთ, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი და ჩვენ ამ დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2026, 00:01

მსოფლიო

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

ლევან მაჭავარიანი

15 აპრილი 2026, 23:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია

არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

სკოტ ბესენტი

15 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:32

საზოგადოება

პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

15 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:16

პოლიტიკა

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

კეროლაინ ლევიტი

15 აპრილი 2026, 23:15

მსოფლიო

თეთრი სახლი ირანთან შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს

თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან „შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს“. ამასთანავე აღინიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილი პაკისტანი იქნება.

15 აპრილი 2026, 22:52

საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

15 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

მაია ბითაძე

15 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.