Imedi /  09 ნოემბერი 2021, 17:47 / სანდო წყარო

ირაკლი ზარქუა: შეურაცხყოფის მიყენება სამართალდამცველებისა და სპეცსამსახურებისთვის - ძალიან ვწუხვარ, რომ ნიკა მელია ამ დონეზე დაეშვა

ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა

შეურაცხყოფის მიყენება სამართალდამცველებისა და სპეცსამსახურებისთვის - ესღა დარჩენიათ. ძალიან ვწუხვარ, რომ ნიკა მელია ამ დონეზე დაეშვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ზარქუ გუშინდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას მიერ პოლიციელთა შეურაცხყოფის ფაქტს გამოეხმაურა.

„შეურაცხყოფის მიყენება სამართალდამცველებისა და სპეცსამსახურებისთვის - ესღა დარჩენიათ და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ნიკა მელია ამ დონეზე დაეშვა. მისი შემდეგი მომავალი ის არის, რომ გარიცხავენ იმ პარტიიდან.

როდესაც არ გაქვს ისეთი ავტორიტეტი, რომ ამხელა თამასა ასწიო, არ უნდა შეეჭიდო. ახლა თავის თავს დააბრალოს, იაროს და აგინოს ჩვენს გმირ პოლიციელებსა და ვაჟკაც ბიჭებს“, - განაცხადა ზარქუამ.

ყველა სიახლე

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:41

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რასაც შევქმნით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად ეს შეუძლებელია

ხარისხთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აბსოლუტურად უკომპრომისოები ვიქნებით ამ კუთხით. ყველამ ერთად, ერთის მხრივ სამინისტრომ და მეორეს მხრივ ჩვენმა პარტნიორმა კერძო კომპანიებმა და კონტრაქტორებმა, უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რასაც შევქმნით, თითოეული თეთრი უნდა დაიხარჯოს ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნაში. სხვანაირად ეს შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

ლევან მოსეშვილი

21 ივლისი 2026, 18:39

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებში დღის და ღამის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, დღის რეისებზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს აეროპორტებში დღის ფრენების რაოდენობა წინა პერიოდებთან შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის ღამისა და დღის ფრენების თანაფარდობა 50/50-ზეა, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.

გივი მიქანაძე

21 ივლისი 2026, 18:24

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პირველ ეტაპზე, 15 სექტემბრისთვის ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში - ოქტომბერსა და ნოემბრის ბოლოს უკვე შემოვა დამზადებული ფორმები, რომლებითაც დანარჩენი 5 კლასი - მეექვსე კლასის ჩათვლით იქნება უზრუნველყოფილი

ახალი სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სკოლის მოსწავლეები სასკოლო ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილები. განათლების მინისტრის განცხადებით, ბაზრის კვლევის საფუძველზე შეირჩა ჩინური კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა. ეს კომპანია სასკოლო ფორმებს საქართველოში სამ ეტაპად გამოაგზავნის. ის ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 65 000 ან ნაკლები ქულით არის შეფასებული, ფორმას უფასოდ მიიღებენ.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:23

მსოფლიო

გერმანული გამოცემა BILD: ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირიბად დაადასტურა, რომ ბაქოში შესაძლოა გერმანიისა და რუსეთის წარმომადგენელთა დახურული შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:11

მსოფლიო

უკრაინული მედია: ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება

ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი (COELA) უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება, რათა მათი გახსნის ფორმალური პროცესი დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: თელავში სტიქიის დროს ინტერვიუში ვახსენე, რომ სტიქია ყველა ქვეყანაშია და სამწუხაროდ, ხელზე დაიხვიეს ზოგიერთებმა ეს გამოთქმა, თითქოს ეს ასე არ იყოს. ბუნებრივია ყველგან ხდება სტიქია და ამისგან დაზღვეული არავინ არის, თუმცა ხელისუფლების სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, თუ როგორი რეაგირება აქვს სტიქიურ მოვლენაზე

შეუძლებელია, რომ ყველაფერი წინასწარ გათვალო, ყველა შესაძლო საფრთხე წინასწარ იყოს გათვლილი. თუმცა ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პროაქტიულები ვიყოთ და მაქსიმალურად დავიცვათ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ზარალი, რაც შეიძლება სტიქიამ გამოიწვიოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:05

რეგიონი

რევაზ სოხაძე: თელავში დასასრულს უახლოვდება ღვარცოფის შედეგად წარმოქმნილი შედეგების ლიკვიდაცია, თუმცა ამით პროცესი არ დასრულდება, მთავრობისგან გვაქვს დავალება, რომ დაზიანებული არხი მთლიანად მოწესრიგდეს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ბოლო პერიოდში რეგიონებში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მინისტრმა განმარტა რა ეტაპზეა თელავსა და ლენტეხში მიმდინარე სამუშაოები.

რევაზ სოხაძე

21 ივლისი 2026, 18:04

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს პირველ ნაბიჯებს გადავდგამთ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობის კუთხით. პროექტი უკვე მზად არის და ახლა მიწის გამოსყიდვების პროცესი მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“ ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

21 ივლისი 2026, 18:00

მსოფლიო

ინდოეთში მეორე დღეა საპროტესტო აქციები იმართება

ახალგაზრდების პროტესტი ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებულმა სკანდალმა გამოიწვია, რომელსაც 2 მილიონზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა. ცნობილი გახდა, რომ საგამოცდო დავალებებმა გაჟონა, რის გამოც ხელისუფლებამ შედეგების გაუქმება და ტესტირების ხელახლა ჩატარება გადაწყვიტა. განმეორებითი გამოცდა მძიმე განსაცდელად იქცა ჩამბარებლებისთვის. მეორედ მათ გამოცდის ჩაბარება უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების პირობებში მოუწიათ. შედეგად, 20-ზე მეტმა სტუდენტმა სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველოს ჰქონდა ფუნქცია, რომ ერთგვარად პროქსი სახელმწიფოდ ექციათ დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე იყო გარკვეული პოლიტიკური ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით, რეზოლუციები, ორმაგი სტანდარტი, უსამართლო ცილისწამება. დღეს არა სრულად, მაგრამ გარკვეულწილად გადაიარა ამ პროცესმა და მათაც დაინახეს, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ადგილსა და ფუნქციაზე ისაუბრა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას

ეს არის პირდაპირი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც ეს პოლიტიკური დაჯგუფებები ცდილობენ საქართველოს ინტერესების დაზიანებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ოპოზიციის ქმედებებზე საუბრისას.

21 ივლისი 2026, 17:50

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავია მიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

ოლექსანდრ სირსკი

21 ივლისი 2026, 17:49

მსოფლიო

უკრაინაში სირსკის გადადგომას ითხოვენ

„თუ პარასკევამდე, 24 ივლისამდე, სირსკი არ იქნება გადაყენებული და ფედოროვი არ იქნება წარდგენილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჩვენ დავიწყებთ უვადო სრულიად უკრაინულ საპროტესტო აქციას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ფედოროვის არმიის ვეტერანმა დმიტრო კოზიატინსკიმ.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, ეს არის ერთგვარად გადახედვა, მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის, თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება

შემდგომი თვეები იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რომ შევაფასოთ, რომ ეს არის ერთგვარად გადახედვა მათ შორის გერმანიის წინა პოზიციის თუ უბრალოდ დიპლომატი შეიცვლება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:44

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში

თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

21 ივლისი 2026, 17:40

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა

„ის მოხდა, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ველოდით - ნორმალური დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ გერმანიიდან რაიმე განსაკუთრებულს არ ვითხოვდით, ვითხოვდით ელემენტარულ ნაბიჯს, რომელიც გამოხატავდა იმას, რომ არის ნორმალური, პროტოკოლური თუ სხვა ტიპის ურთიერთბა ორ ქვეყანას შორის და რომელიც გამოხატავდა ერთგვარ პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის არჩევანისა და ზოგადად, ქვეყნისადმი დამოკიდებულებას“, - განაცხადა მახაშვილმა.

21 ივლისი 2026, 17:24

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც. შესაბამისად, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც ზრდის უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების რისკს

2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის დროებით გადატვირთვას, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 17:18

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ.

დავით სონღულაშვილი

21 ივლისი 2026, 17:17

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: მელიორაცია დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გვაქვს მასშტაბური გეგმები და ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან, რათა განხორციელდეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორს, გიგლა თამაზაშვილს და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

დმიტრი ლუბინეცი

21 ივლისი 2026, 17:16

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის ომბუდსმენი მობილიზაციის პროცესში კორუფციაზე საუბრობს

უკრაინის პარლამენტის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი აცხადებს, რომ ფრონტზე ჯარისკაცების მობილიზაციის პროცესში მასშტაბური კორუფციაა. მისი თქმით, ომში ღარიბები მიდიან, ხოლო, ვისაც ფული აქვს, ფრონტზე გაწვევას თავს კორუფციული სქემების საშუალებით არიდებს.