imedi /  17 ნოემბერი 2021, 14:20 / სანდო წყარო

ლევან ბეჟაშვილი სააკაშვილზე: ეს შიმშილობა არ არის პროტესტი, ეს არის მისი დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში

ლევან ბეჟაშვილი

ლევან ბეჟაშვილი

უნდა წარმოვიდგინოთ რომ ეს შიმშილობა არ არის არც პროტესტი, ეს არის მისი დამოკიდებულება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში. ამიტომ ადამიანი როდესაც ასეთ გზას შეუყვება, ბუნებრივია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და სულიერი სიმტკიცე სხვა მიზნებს განაპირობებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი დაეთანხმა ევროსასამართლოს მოთხოვნას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, ერთი პირობით, რომ შიმშილობის შემდგომ დგება სასიცოცხლო რისკები და მისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ადეკვატური რეაბილიტაცია, რომლის პირობებიც ციხის საავადმყოფოში არ არის“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.

ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 08:33

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 462-ე დღეს

20-მდე გასროლა იყო ზალპური ცეცხლის საზენიტო სისტემებით. უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს უკრაინის დედაქალაქს. უკრაინული მხარის მტკიცებით, კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 31-დან 29 დრონი ჩამოაგდეს.

31 მაისი 2023, 08:15

პოლიტიკა

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის

კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დაასახელებს. იცვლება არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმი.

31 მაისი 2023, 08:00

სამართალი

31 მაისი ქართული პოლიციის დღეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცავს და მათ სიტყვით მიმართავს.

რომის პაპი და მარტინ სკორსეზე

31 მაისი 2023, 00:53

კულტურა

მარტინ სკორსეზე რომის პაპს შეხვდა და იესო ქრისტეს შესახებ ფილმი დააანონსა

მედიის ცნობით, სკორსეზემ სცენარზე მუშაობა პაპ ფრანცისკეს სიტყვების „ნება მოგვეცი იესო დავინახოთ“ შემდეგ დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია ფილმის სიუჟეტი და ის თუ ვინ შეასრულებს ქრისტეს როლს.

ეკა სეფაშვილი

31 მაისი 2023, 00:52

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: რუსეთის მიერ ფრენების ცალმხრივად აღდგენა ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია და ამ გამოწვევას ევროკავშირმა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით უნდა უპასუხოს

ჩვენ შევუერთდით ყველა საერთაშორისო სანქციას. მაგალითად, ჩვენი საბაჟო ძალიან მკაცრად აკონტროლებს არასანქცირებული ტვირთების გადაზიდვას. გუშინ მოვიძიე ინფორმაცია და, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 1200-ზე მეტი არასანქცირებული ტვირთი, მათ შორის ევროკავშირიდან შემოსული, არის გაბრუნებული საზღვრიდან. ასე რომ ჩვენ ამ ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, სანქციებში იმიტომ კი არ მოვაქციეთ რუსეთი, რომ ევროკავშირს უნდოდა თავისი ეკონომიკის საფრთხის ქვეშ დაყენება, მაგალითად, გერმანიაში ეკონომიკური რეცესიაა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი ამ ეკონომიკური სანქციებით ჩაეყენებინათ არასახარბიელო მდგომარეობაში, ეწვნია ამ სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური დანაკარგი და წასულიყო დათმობებზე. აქედან გამომდინარე, პატარა საქართველომ, რომლის მთლიანი ექსპორტი რუსეთის მთლიანი ვაჭრობის საერთო მოცულობის 0.3%-ია, რანაირად უნდა აგრძნობინოს რუსეთს დისკომფორტი ამ მიმართულებით? უბრალოდ დაზარალდებოდა ქართველი ხალხი და საქართველოს ეკონომიკა, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა რიცხვით გაიზარდა და ახლაც 7%-იანი ზრდა ფიქსირდება, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ამ წლის ბოლოს ერთ სულზე 8 000 იქნება შემოსავალი და 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზრდება $15 000-მდე“, - განაცხადა სეფაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

31 მაისი 2023, 00:38

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც საუბარი ეხება ასოცირების შეთანხმებიდან გამოწვეულ ვალდებულებებს, ევრორეკომენდაციების პუნქტებს, გარდა მავნებლური პიარისა, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერც საქმიან სიტყვას, ვერც დასწრებას ოპოზიციიდან

„მადლობა მინდა გადავუხადო მომხსენებელს იმასთან დაკავშირებით, რომ ესეთ შრომატევად სამუშაოს ასრულებთ და ერთი მხრივ, რა თქმა უნდა ინტერესია, მათ შორის ეროვნული ინტერესია, საქმიანი ინტერესია, საგნობრივი და სიღრმისეული ინტერესია კონკრეტული საკითხების ამგვარად გადაჭრა და მეორე, ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანი ევრორეკომენდაციები და ასოცირების ხელშეკრულების მდგენელებთან გვაქვს ჩვენ საქმე. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა და ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რომ სახის შენარჩუნებისათვის მაინც მიიღონ ხოლმე მსგავსი საკითხების განხილვაში მონაწილეობა“, - განაცხადა მდინარაძემ

31 მაისი 2023, 00:31

მსოფლიო

ცნობილია რის გამო გამწვანდა წყალი ვენეციის დიდ არხში

ამ ნივთიერებას ჩამდინარე წყლების ტესტირებისთვის იყენებენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვინ და რა მიზნით მოათავსა ის არხში. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ეკოაქტივისტების ან ანონიმი მხატვრის პერფორმანსი იყო.

31 მაისი 2023, 00:26

სპორტი

Corriere dello Sport: ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლის“ ფეხბურთელები ქალაქ ნეაპოლის საპატიო მოქალაქეობას მიიღებენ

ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლის“ ფეხბურთელები ქალაქ ნეაპოლის საპატიო მოქალაქეობას მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Corriere dello Sport-ი ქალაქ ნეაპოლის მერზე, გაეტანო მანფრედიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

31 მაისი 2023, 00:15

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა შეიქმნა იმ მიზნითა და სულისკვეთებით, რომ საზოგადოებას სიმართლე მივაწოდოთ

„გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ასე სრულფასოვნად ვერ მოვახერხეთ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა, თუმცა შემდეგ, პოსტფაქტუმ მაინც შევძელით. ეს კანონი ამერიკული FARA-ს მიხედვით მოვამზადეთ, ხოლო ის აქტიური, დეზინფორმაციული კამანია, რაც ამ კანონთან მიმართებით დაიწყო, რომ ის თითქოს რუსული იყო, დაეფუძნა იმ ნარატივს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ეს კანონი ძალიან ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს. ჩვენი ძირითადი დამარცხება იყო ის, რომ საზოგადოებას წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს. საზოგადოების დიდი ნაწილი გულწრფელად შეცდომაში შევიდა, თუმცა იყო გარკვეული ნაწილი, რომელმაც იცოდა რას შეეხებოდა ეს კანონი“, - განაცხადა სეფაშვილმა.

31 მაისი 2023, 00:10

ტექნოლოგიები

GITA -ს მხარდაჭერით, საქართველოში პირველი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point 9 ივნისს გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და Touch Platform-ის ორგანიზებით, რომელიც უკვე 6 წელია საერთაშორისო ტექ. კონფერენციებს მართავს, წელს, პირველად საქართველოში, Martech ფესტივალს - Touch.point - ს ატარებს.

31 მაისი 2023, 00:01

პოლიტიკა

პრეზიდენტი: ურყევია ქართველი ხალხის ნება დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა ქართველი ხალხის ნება შეუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს და ხაზი გაუსვა ქართული საზოგადოებისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

ენტონი ბლინკენი

30 მაისი 2023, 23:54

მსოფლიო

ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თურქეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაასრულოს შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 მაისი 2023, 23:51

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ფაქტზე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 30 მაისს, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

30 მაისი 2023, 23:49

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოწყობის წარმატებული გამოცდილება საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს გაუზიარა

ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების სფეროში არსებული გამოწვევები და სტრატეგიული განვითარების მიმართულებები იყო პრაღაში გამართული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების მსოფლიო ფორუმის განხილვის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მიიღეს.

30 მაისი 2023, 23:27

რეგიონი

სოფლების ურთას, ცაიშის, ცაცხვის წყალმომარაგების პროექტირების ახალი ტენდერი ივნისში გამოცხადდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ურთას, ცაიშის და ცაცხვის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად, ხელახალ ტენდერს ივნისში გამოაცხადებს.

30 მაისი 2023, 23:06

პოლიტიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით თვალაბეიშვილი 84 ხმით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით თვალაბეიშვილი 84 ხმით აირჩიეს. პარლამენტმა შესაბამისი დადგენილების პროექტი კენჭისყრით მიიღო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 მაისი 2023, 22:49

მსოფლიო

უკრაინული მედია: პოლონეთის საგარეო უწყების სპიკერი, რომელსაც სურდა, რომ ზელენსკის ბოდიში მოეხადა ვოლინის ტრაგედიის გამო, თანამდებობას ჩამოაშორეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ლუკაშ იასინა, რომელსაც სურდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოეხადა 1943 წლის ვოლინის ტრაგედიის დროს პოლონელების დაღუპვისთვის, თანამდებობას ჩამოაშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

30 მაისი 2023, 22:43

რეგიონი

„ელარჯი-ფართი“ წალენჯიხის მერიაში - მერიის თანამშრომელი, ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გონერ კვარაცხელიას მეუღლე ქეთევან ფიფია სამსახურში ელარჯს ამზადებს

წალენჯიხის მერიაში განუკითხაობაა - მერიის ქონების მართვის სამსახურის განყოფილების ოთახში, სამუშაო საათებში თანამშრომლები ელარჯს ამზადებენ და „ფართის” აწყობენ. ის, ვინც ელარჯს ამზადებს მერიის თანამშრომელი, საკრებულოს ფრაქცია ,,გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გონერ კვარაცხელიას მეუღლე ქეთევან ფიფიაა.

30 მაისი 2023, 22:33

საზოგადოება

ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, პროკურატურის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით, სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებით და საპატიო თანამშრომლის წოდებით დააჯილდოვა.

30 მაისი 2023, 22:00

პოლიტიკა

„პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა“, „რუსეთის კარზე ნატოს „ყეფამ“ შესაძლოა ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია“ - რას ამბობდნენ უკრაინის ომის დაწყების მიზეზებზე მსოფლიო ლიდერები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება. „ყველამ იცის, მე მგონი, მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატოს გაფართოება და ბევრი სხვა მიზეზი, ხომ ასეა?! არ მინდა ამაზე სპეკულირება ან ციტირება რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.