IMEDI /  17 ნოემბერი 2021, 23:34 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილია რი ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოხსნას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში ისაუბრა.

„ნინო ლომჯარიამ იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხნის მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ. იგივე ინტერესი აქვთ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს, ეს არის მარტივი. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და აქედან გამომდ8ინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებული ვართ რომ სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მოტაცებისა და გატაცების საშუალებას მისცემენ ვინმეს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები ჩვენ ვფიქრობთ ადამინების სიცოცხლეზე. წარმოიდგინეთ თავდასხმა კლინიკაზე. ჩვენ არ გვინდა ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. ეს არის ძალიან მარტივი რამ. სააკაშვილი რომ იყოს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. ის დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. მით უმეტეს არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომელსაც ის არ ასრულებს. კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და აქვს რეალურად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2021, 11:04

საზოგადოება

საქართველო ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

04 დეკემბერი 2021, 11:02

საზოგადოება

თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელთა ნაწილი დეკემბერში 2 ქვითარს მიიღებს

ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი 2 ქვითარს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი

04 დეკემბერი 2021, 10:29

სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია

არასამთავრობო ორგანიზაციები არ პასუხობენ კითხვას - შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიხეილ სააკაშვილის შვილის სწავლის დაფინანსება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ნიჭიერია. ამ კითხვით „ქრონიკამ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა, თუმცა, ვერც ერთისგან პასუხი ვერ მიიღო.

04 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

განათლების სამინისტროს განცხადებით, სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ სტაბილურია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.

04 დეკემბერი 2021, 10:17

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

„ერთ-ერთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა ჩვენი ახალგაზრდების ჩართვა სოფლის მეურნეობაში. ინოვაციების მიმართულება არის გზა, რომ ახალგაზრდები დავაინტერესოთ სასოფლო-სამეურნეო სექტორით და ამის მაგალითები უკვე გვაქვს; არის ბევრი სტარტაპი, მათ შორის წარმატებულიც. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მწვავე კლიმატის ცვლილების პერიოდში. ეს საკითხი პარიზის კლიმატის შეთანხმების ბოლო შეხვედრაზე, გლაზგოშიც იყო აქტიურად განხილული. ყველა ქვეყანამ მკაფიო განცხადებები გააკეთა, დაისახა ამბიციური მიზნები და ვალდებულებები კლიმატის ცვლილების შესარბილებლად. კლიმატის ცვლილების შერბილება სასურსათო სექტორში ეფექტიანობის ზრდის პარალელურად, არ გამოვა ინოვაციების და ტექნოლოგიების გარეშე. აგროსასურსათო სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზემოქმედია ბუნებაზე; ეს ყოველივე კი, შეიძლება გადაწყდეს ინოვაციებით, კვლევებით, აღმოჩენებითა და სწორი მიგნებების სწორად დანერგვით. მინდა გისურვოთ წარმატებები; გვიგულეთ თქვენ მხარდამჭერად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა; ის მიგნებები, რომელიც იქნება წარმოდგენილი და აქვს პრაქტიკული გამოყენების შანსი, გვინდა, რომ სწრაფად იყოს გაზიარებული, ერთი მხრივ, მეწარმეებისა და ფერმერების მიერ, მეორე მხრივ კი, გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

04 დეკემბერი 2021, 10:03

თავდაცვა

DIBS სკოლასა და იტალიის არმიის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრის დირექტორმა პოლკოვნიკმა დელ გაუდიო ანტონიომ მოაწერეს.

04 დეკემბერი 2021, 09:29

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა უნგრელ კოლეგასთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ადამიანური რესურსების მინისტრთან მიკლოშ კაშლერთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო განათლების საკითხებს ფარავს.

04 დეკემბერი 2021, 09:20

COVID19

„ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული

კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების შემთხვევები უკვე ამერიკის 10 შტატშია დაფიქსირებული. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

04 დეკემბერი 2021, 08:53

COVID19

ბელგიაში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ზოოპარკში ორი ბეჰემოთი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ბეჰემოთებს სურდო დაეწყოთ, რის შემდეგაც ვეტერინარებმა მათ ანალიზები აუღეს. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - ზოოპარკში მკაცრი სანიტარული ზომები იყო დაცული, თანამშრომლებს კი კორონავირუსი არ ჰქონიათ.

04 დეკემბერი 2021, 08:24

მსოფლიო

Reuters: „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს

მომდევნო კვირაში, „დემოკრატიის სამიტის“ ფარგლებში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ახალ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ უწყებაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

ჯო ბაიდენი

04 დეკემბერი 2021, 08:17

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კონტექსტში ის ვინმეს წითელ ხაზებს პატივს არ სცემს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 დეკემბერს ქუთაისში გამოიდარებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი + 5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ეკატერინე ტიკარაძე

04 დეკემბერი 2021, 01:04

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოში ორჯერადად აცრილების რიცხვი მილიონს გადასცდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2021, 00:53

მსოფლიო

ინდოეთში ლეოპარდი სკოლის შენობაში შევიდა და მოსწავლეს დაესხა თავს

ბავშვს მცირე დაზიანებები აქვს. ის იხსენებს, რომ საკლასო ოთახიდან გაიქცა, როცა დაინახა, რომ იქ ცხოველი იმალებოდა. 5 წლის ლეოპარდი კი 11-საათიან ოპერაციის შემდეგ, ტრანკვილიზატორის მეშვეობით დაიჭირეს.

04 დეკემბერი 2021, 00:33

კულტურა

„მატრიცა 4“-ის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა🎬🍿ვიდეო

„მატრიცა: მკვდრეთით აღდგომები“ პრემიერა კინოთეატრებსა და HBO Max-ზე 22 დეკემბერს შედგება. თავის როლებს დაუბრუნდნენ კიანუ რივზი (ნეო) და კერი-ენ მოსი (ტრინიტი). ფილმის რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია.

04 დეკემბერი 2021, 00:24

სპორტი

ზეიმი ბათუმში - დინამო ბათუმმა საჩემპიონო ფარი ჩაიბარა

2021 წლის 3 დეკემბერი - ეს თარიღი დინამო ბათუმის ისტორიაში სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაეწერა, რადგან კლუბმა საქართველოს ჩემპიონის ფარი პირველად ჩაიბარა და ეს ყველაფერი საკუთარი, ერთგული გულშემატკივრის თვალწინ მოხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონობა ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, ამჯერად კი ნანატრი ზეიმის დრო დადგა, რადგან აჭარული გუნდი საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

ჯენ ფსაკი

04 დეკემბერი 2021, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლი: ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ნატოში ქვეყნების გაწევრიანების საკითხს ალიანსი წყვეტს და არა რუსეთი.

04 დეკემბერი 2021, 00:14

ტაბლოიდი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობის აღდგენის საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. The Wall Street Journal-თან ინტერვიუში აფლეკმა მისი და ლოპესის ურთიერთობებს „სიყვარულის დიდებული ისტორია“ უწოდა.

03 დეკემბერი 2021, 23:59

კულტურა

Netflix-ი „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს

Netflix-ი სერიალ „ქაღალდის სახლის“ სპინოფს გადაიღებს, რომლის სახელწოდებაც „ბერლინი“ იქნება. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

ენტონი ბლინკენი

03 დეკემბერი 2021, 23:54

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო

ერთადერთი აგრესიული ქმედება, რომელიც ბოლო წლებში ვიხილეთ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.