გია გაბრიჭიძე: დღევანდელი „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტი აგრესიული ლიბერალიზმის რეზიდენტურას წარმოადგენს, რომელსაც რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია
გია გაბრიჭიძე
ფოტო: არქივი
დღევანდელი „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტი აგრესიული ლიბერალიზმის რეზიდენტურას წარმოადგენს, რომელსაც რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია და მათი გადაწყვეტის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ იმ იდეის დამცველ ფუნქციას ასრულებს, რასაც აგრესიული ლიბერალიზმი კომუნიზმის მსგავსად ავრცელებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნინო ლომჯარიას მისამართით პატიმრების მხრიდან გინებას.
გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ დღეს სახალხო დამცველს თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს და რეალურ პრობლემებზე თავს არ იწუხებს. იმის ნაცვლად, რომ პირველ რიგში პატიმრებისთვის იყოს იმედი მაინც იმ სამუშაოს ასრულებს, რაც დავალებული აქვს.
„სახალხო დამცველი, პირველ რიგში პატიმრებისთვის უნდა იყოს იმედი და ყოველგვარ ძალოვანი სტრუქტურასთან ურთიერთობის საშუალება. ამ პერსონის მიმართ, რომელიც რატომღაც საქართველოს სახალხო დამცველობას იბრალებს, თვით მსჯავრდებულებსაც კი სრული მიუღებლობა აქვთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს სიტყვებს: მუდამ ვთვლიდი, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი და საერთოდ არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ისეთ უაზრო წარმონაქმნს წარმოადგენდნენ, როგორიც გარდატეხის ასაკის ბიჭებს მუწუკების სახით გამოსდით და მათს შფოთვაზე უფროსებს ეცინებათ, რადგან იციან, რომ ეს წარმონაქმნები გარდა ვიზუალური დისკომფორტისა არაფერ სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენენ და დროთა განმავლობაში ქრებიან. ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა მსგავსი დაწესებულება მაგალითად ბელგიაში, ანდორაში ან დანიაში. ისეთ ევროპულ ქვეყნებში, რომელთა სტანდარტებისკენ მივისწრაფვით და თუ არის, ამ „ჩვენი სახალხო დამცველის მსგავსად“ „ხალხის დაცვაზე“ კი არ არიან ორიენტირებულნი, არამედ მუხლჩაუხრელად იბრძვიან სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად. ჩემდა სამწუხაროდ გავაკეთე შედარება საბჭოთა კავშირის დროინდელ ცეკას მეორე მდივნის ინსტიტუტთან, რომელიც რესპუბლიკის საქმეებში ერთის მხრივ რაიმე სერიოზულ ჩართულობას არ ავლენდა, მაგრამ რეალურად ასრულებდა იმ რეზიდენტის ფუნქციას, რომელიც მოსკოვს ნებისმიერ საკითხზე „აჩოტს“ აბარებდა. დღევანდელი „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტი აგრესიული ლიბერალიზმის რეზიდენტურას წარმოადგენს, რომელსაც რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია და მათი გადაწყვეტის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ იმ იდეის დამცველ ფუნქციას ასრულებს, რასაც აგრესიული ლიბერალიზმი კომუნიზმის მსგავსად ავრცელებს: ეკლესიასთან ბრძოლა, უმცირესობების პრობლემების ხელოვნური შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის წახალისება, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის აშკარა მხარდაჭერა. ამ ყველაფრის ე.წ. მონიტორინგი და Report-ის გაშანშალებას, საქართველოს მოსახლეობისთვის ზუსტად იგივე დატვირთვა აქვს, რაც ავტომობილისთვის მეხუთე ბორბალს, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის საკმაოდ სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეს ე.წ. სახალხო დამცველი ფაქტობრივად არცერთ რეალურად არსებულ პრობლემაზე თავს არ იწუხებს და მხოლოდ ამ ტიპის „საქმიანობით“ არის დაკავებული. საზოგადოება კი ამ ყველაფრის დანახვის შემდეგ სწუხს, ღელავს, რომ ეს გარკვეულწილად საჭირო ინსტიტუტი ფაქტობრივად უმოქმედოა (მეც ზუსტად მსგავსი განცდა მქონდა) და არ იცის, რომ „სახალხო დამცველი“ უბრალოდ შირმაა, რომელსაც კონკრეტული დავალება აქვს და ჩვენი მოთხოვნების მიუხედავად, მაინც იმას შეასრულებს. გუშინ დავინტერესდი ამ ლომჯარიას იმპიჩმენტის“, - წერს Facebook-ზე გაბრიჭიძე.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 01:59
მსოფლიო
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე: ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ - ევროკავშირი დემოკრატია და ღირებულებებია და არა უბრალოდ „ბანკომატი“
პოლონეთში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ, ვლოდზიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა.
11 აგვისტო 2026, 00:04
მსოფლიო
უკრაინამ ოდესის ოლქში საბრძოლო დავალების შესრულებისას გამანადგურებელი MiG-29 დაკარგა
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოდესის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, უკრაინულმა მხარემ MiG-29 იპის გამანადგურებელი დაკარგა.
10 აგვისტო 2026, 23:20
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ჩვენი ხედვა მთიანი აჭარის გაძლიერებას უკავშირდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებიც
ზურაბ პატარაძის განცხადებით, აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და გზების, საკომუნიკაციო არტერიების მოწესრიგება მაღალმთიანეთის გაძლიერებისთვის, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
10 აგვისტო 2026, 22:42
მსოფლიო
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა - კოლუმბიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა. ქვეყნის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კატასტროფას მთელი ქვეყნის მასშტაბით 111 ადამიანი ემსხვერპლა.
10 აგვისტო 2026, 22:22
კულტურა
გიორგი კალანდია: ვულოცავ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მფლობელი გახდა
„დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსია, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნება. ჯილდო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც“.
10 აგვისტო 2026, 21:57
მსოფლიო
The Guardian: აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა
აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
10 აგვისტო 2026, 21:41
რეგიონი
11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.
10 აგვისტო 2026, 21:21
პოლიტიკა
მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს
„მეოთხე დღეა აგრძელებს.. ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია ეს რა ვთქვიო. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავისი ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს, მას შუბლზე ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს“, - აღნიშნა თოფურიამ.
10 აგვისტო 2026, 21:12
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. გარეგნული იერსახის განახლების პარალელურად, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემაც.
10 აგვისტო 2026, 21:09
სამართალი
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ორი დაკავებული - ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნივთიერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულთა ბრძოლის ფარგლებში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს: უცხოელი სტუდენტი და საქართველოს მოქალაქე. ამოღებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ორივე ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
10 აგვისტო 2026, 21:08
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს და თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.
10 აგვისტო 2026, 21:06
პოლიტიკა
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო მზად არის ნავთობის გაზრდილი ნაკადი გაატაროს. როგორც თბილისში აღნიშნეს, ინფორმაცია განსაკუთრებით მნშვნელოვანია ბაქო-სუფსის კონტექსტში. ნავთობის ტრანზიტი აქ ბოლო წლებში არ ხდებოდა, თუმცა მილსადენი სრულად დაიტვირთება.
10 აგვისტო 2026, 21:00
სამართალი
17 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმე - რა ინფორმაცია აქვს შსს-ს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა ის ადამიანი გამოკითხეს, რომელმაც 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ვიდეო 3 დღის წინ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გურამ დადიანიძის გაუჩინარების ამბავს ამ დრომდე იკვლევს.
10 აგვისტო 2026, 20:52
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას - აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.
10 აგვისტო 2026, 20:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
10 აგვისტო 2026, 20:49
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - გია ბარამიძის განცხადების შესახებ გამოკითხვა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურა აგრძელებს იმ ადამიანთა გამოკითხვას, რომლებსაც აფხაზეთში ნანახის შესახებ ბევრი აქვთ მოსაყოლი, გიორგი ბარამიძის ნათქვამზე კი ყველას რეაქცია მძიმეა.
10 აგვისტო 2026, 20:47
პოლიტიკა
მალხაზ ჩემია ბარამიძის განცხადებაზე: ასეთ უდროო და უადგილო დროს, ასეთ განცხადებას შეკვეთით აკეთებენ - ეს არ არის ბრიყვის განცხადება
„ეს არ არის ბრიყვის განცხადება, ამ განცხადებას რუსეთი და აფხაზეთი ხომ ატრიალებს, საქართველოს სახელმწიფო და ვეტერანები მივდივართ ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ. მე პირადად, ორი აფხაზი დაჭრილი ტყვე ხაზთან მივიყვანე და გავუშვი. რა ს ამბობთ, რა დახვრეტა?!“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.
10 აგვისტო 2026, 20:33
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას
„დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
10 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფაქტები წარსულიდან ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, „ქრონიკა“ ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვინც ახლა უფრო ხმაურობს, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ.
10 აგვისტო 2026, 20:19
მსოფლიო
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 47 ადამიანი.


