25 ნოემბერი 2021, 12:45 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს, - ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ეხმიანება საერთაშორისო კვლევითი ცენტრის - „დემოკრატიის ვარიაციები“ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები: გამოხატვის თავისუფლება; თავისუფლება წამებისგან.

ცუცქირიძე ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი კარგი რეიტინგის გამო მიიწვიეს საქართველო დემოკრატიის სამიტზე და ის პათოსი, თითქოს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის, სრულად ქარწყლდება.

„პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა დემოკრატიზაციის კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება. ეს კვლევა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მას აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში, ორგანიზაცია “დემოკრატიის ვარიაციები”, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება. ნიშანდობლივია, რომ საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ქვეყანას განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს დემოკრატიზაციის შეფასების ორივე წამყვანი მახასიათებელი, - თავისუფლება წამებისგან (freedom from torture) და გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression). კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს. საქართველოს გარდა, ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციის სტატუსით, კერძოდ, ელექტორალური და დახურული ავტოკრატიით კლასიფიცირდება. ეს თანაბრად ეხება თურქეთსაც, სომხეთსაც, აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთსაც და ყაზახეთსაც. საქართველოს ჯგუფში გადიან აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ლიტვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და უნგრეთი. დიდწილად, სწორედ ასეთი კარგი რეიტინგების გამო მიიწვიეს საქართველო 2 დეკემბერს დემოკრატიის სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ და ვფიქრობ, წერტილიც დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე აღარ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანა ვართ. ეს ფაქტებიც აჩვენებს, თუ რამდენად არის აცდენილი ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი და პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობა" აცდენილი რეალობას, როდესაც მათივე მხარდაჭერილი პარტიული მედიით ხელაღებით მიდის მტკიცება, თითქოს, ქვეყანა ავტორიტარიზმისა და ავტოკრატიისაკენ იყოს გადახრილი“, - წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

ედგარს რინკევიჩი

29 ნოემბერი 2021, 21:33

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი: ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა და განაგრძობს საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერას გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

საქართველო და უკრაინა მინისტერიალზე სპეციალურ სესიაზე არიან მოწვეული, რომელიც დაეთმობა შავი ზღვის რეგიონზე მსჯელობას. ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენად ძვირფასი და ღირებულია ჩვენთვის ეს 2 ასპირანტი. მე ძალიან მიხარია, რომ მინისტერიალი, სადაც საქართველო და უკრაინა იქნებიან ტარდება რიგაში. ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა და განაგრძობს საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერას გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

29 ნოემბერი 2021, 21:31

COVID19

ანტონიო გუტერეში: ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები კორონავირუსის ახალი ვარიანტების გაჩენას უწყობს ხელს

ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლები კორონავირუსის ახალი ვარიანტების გაჩენას უწყობს ხელს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

ფრანსუა ფიიონი

29 ნოემბერი 2021, 21:14

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრემიერისთვის მეუღლის ფიქტიური დასაქმების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს

საფრანგეთის პროკურატურა ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ფრანსუა ფიიონისთვის მეუღლის ფიქტიური დასაქმების საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ედგარს რინკევიჩი

29 ნოემბერი 2021, 21:09

პოლიტიკა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის მაპის მინიჭებას, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ კონსენსუსით მიიღება. კონსენსუსი კი მაგიდასთან, სადაც 30 წევრი ქვეყანაა, ზოგჯერ რთულია, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

29 ნოემბერი 2021, 20:53

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 20:49

მსოფლიო

თურქეთში, ქარიშხალს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, ქარიშხალს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 20:22

COVID19

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი მოელის, რომ კომპანიის კოვიდსაწინააღმდეგო აბები „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ მოელის, რომ კომპანიის კოვიდსაწინააღმდეგო აბები „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ნოემბერი 2021, 20:21

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება - ამ ეტაპზე, საწოლფონდის დეფიციტი არ არის

საველე ჰოსპიტლების ამოქმედება არ იგეგმება, ყველა პაციენტი იმართება კლინიკის დონეზე, ამ ეტაპზე არ არის არანაირი საწოლფონდის დეფიციტი - ანგარიში უნდა გავუწიოთ ადამიანურ რესურსს, ნებისმიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არის მოძიებადი, მაგრამ ადამიანური რესურსი არის ის რესურსი, რომლის ერთ-ორ წელიწადში მოძიება ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ნოემბერი 2021, 19:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა - ეს არის ცუდი ქმედებები და დანაშაულები

შეცდომა ვერასდროს დაერქმევა იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან დღეს სასამართლო სხდომაზე გააკეთა.

მამუკა მდინარაძე

29 ნოემბერი 2021, 19:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილის პროცესზე მიყვანა იმიტომ სჭირდებოდათ, რომ გაეკეთებინათ ის, რაც დღეს იკადრეს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე ფიზიკური დასწრება იმისთვის უნდოდა, რომ „გაეკეთებინათ ის რაც დღეს იკადრეს“. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩართვაც შეუძლია და ამით მისი სამართლიანი სასამართლოს ქონის უფლება არ ირღვევა, რადგან დღეს კოვიდრეგუალციებისა და სხვა მიზეზების გამო ასეულობით მსჯავრდებული ერთვება დისტანციურად.

29 ნოემბერი 2021, 19:50

პოლიტიკა

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს მოუსმინეს

ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩ მარეკ შჩიგელს მოუსმინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ელჩს მიესალმა და სადამკვირვებლო მისიის როლზე ისაუბრა.

29 ნოემბერი 2021, 19:46

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან

აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე დადასტურდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მიხეილ სარჯველაძე

29 ნოემბერი 2021, 19:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილისგან მოვისმინეთ ბევრი ისეთი მოსაზრება, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეეფერება

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილისგან ბევრი ისეთი მოსაზრება მოისმინეს, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

29 ნოემბერი 2021, 19:35

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს

მიხეილ სააკაშვილმა შეგვახსენა, რომ არ შეცვლილა და არანაირი სინანული არ აქვს, - ამის შესახებ დეპუტატმა, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მან ხელიდან დიდი შესაძლებლობა გაუშვა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად სწორი პოზიციით წარმდგარიყო, რადგან სინანული ღირსებაა.

29 ნოემბერი 2021, 19:28

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ეს ის მიმართულებებია, სადაც რესურსები უნდა ჩაიდოს რომ ჩვენმა ქვეყანამ ნორმალურად იცხოვროს და ნორმალური ეკონომიკა გვქონდეს

პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 2020-2021 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ჯეკ დორსი

29 ნოემბერი 2021, 19:17

ტექნოლოგიები

CNBC: ჯეკ დორსი Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს

Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.

ამირან სალუქვაძე

29 ნოემბერი 2021, 18:55

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: პარალელურ სამყაროში ცხოვრობს სააკაშვილი, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში და 9 წელია გვამადლის შუქს, გაზს

პარალელურ სამყაროში ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, ჩარჩენილია პრეზიდენტობის ეპოქაში და 9 წელია გვამადლის შუქს, გაზს. პოლიციელებსა და ჯარისკაცებს ამადლის 15 თუ 17 წლის წინ შეკერილ ფორმებს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა ბიუჯეტის ფულით არ იყო ნაყიდი და ერთი ადამიანის ქველმოქმედება იყო, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

29 ნოემბერი 2021, 18:55

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სააკაშვილისგან არ გვიგრძნია არანაირი თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სიცოცხლე მოუსპო, ცხოვრება დაუმახინჯა

არა მხოლოდ 7 ნოემბერთან დაკავშირებით, ჩვენ მისგან არ გვიგრძნია არანაირი ემპათია, თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც სიცოცხლე მოუსპო, ჯანმრთელობა, ქონება წაართვა და ცხოვრება დაუმახინჯდა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა. ბოჟაძე დაინტერესდა, რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა იმისთვის, რომ 7 ნოემბრის მოვლენები არ განვითარებულიყო.

29 ნოემბერი 2021, 18:52

COVID19

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭო: კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ვაქცინის მესამე დოზის მნიშვნელობას ხაზს უსვამს

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ვაქცინის მესამე დოზის მნიშვნელობას ხაზს უსვამს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

29 ნოემბერი 2021, 18:49

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: 2022 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ღონისძიებების დაწყებისთვის, სამსახურების სრული მობილიზებაა საჭირო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამსახურებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე ისაუბრა. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, 2022 წელს რუსთავის ბიუჯეტი 31 მილიონით გაიზარდა და 81 მილიონი ლარი გახდა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება, მერიის სამსახურების სრული და დროული მობილიზებაა საჭირო.