კახა კუჭავა: ერთობლივი ქმედებები აუცილებელია დემოკრატიის დაცვისთვის - საქართველოს პარლამენტი მზად არის ამ მიზნით სხვა პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის
კახა კუჭავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დემოკრატია გლობალური უსაფრთხოების საკითხი და მისი მიღწევის ინსტრუმენტია. გლობალური და ადგილობრივი მნიშვნელობის მთელი რიგი გამოწვევების ფონზე, ცოცხალი დემოკრატია, ანუ დინამიური და ეფექტიანი ინსტიტუტები, მმართველობა და დემოკრატიული პროცესები, საჭიროა ქაოსის თავიდან არიდებისა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ერთობლივი ქმედებები აუცილებელია ამგვარი დემოკრატიის დაცვისთვის - საქართველოს პარლამენტი მზად არის ამ მიზნით სხვა პარლამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ამბიციურ სამომავლო მიზნებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მმართველობის სისტემები არსებითი საფრთხეების წინაშე დგანან. ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალური პოლიტიკური რიტორიკა დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის რეალურ გამოწვევას წარმოადგენს და მთლიან საზოგადოებას ვნებს. აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა და დემოკრატიული განვითარებისთვის ხელახალი ენერგიის მიცემა.
ჩვენ შეიძლება ვერ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს ცალკეულ თემატურ საკითხებზე. ეს ნორმალური და საჭირო უთანხმოებაა, რაც დემოკრატიას ამოძრავებს. თუმცა, გასული ათწლეულის მანძილზე პოლარიზაციის ჯერ არნახული ხარისხის მომსწრე გავხდით.
კოვიდ-19 ვირუსის პანდემიამ კიდევ უფრო მეტად მოახდინა გავლენა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას.
პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს.
ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც.
ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე, განათლებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული.
მჯერა, რომ დემოკრატიული მედეგობის განმტკიცებისთვის, ძლიერი საზოგადოების და მდგრადი მომავლის ასაშენებლად საჭიროა ინოვაციური, გამბედავი და ერთობლივი სტრატეგიები. სასურველია, ეს სტრატეგიები მოიცავდეს შემდეგს:
პირველი, საჭიროა მდგრადი თემებისა და საზოგადოების მშენებლობა. ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებები, სკოლები, ოჯახები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და მათი ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელია დემოკრატიის გასამტკიცებლად მისსავე საფუძველში.
მეორე, პოლიტიკურმა აქტორებმა, მედიამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, საზოგადოების ყველა წევრმა პასუხისმგებლიანი როლი უნდა ითამაშონ დემოკრატიისთვის რეალური შინაარსის შეძენაში - მაშასადამე, ააშენონ მოქალაქეზე ორიენტირებული მომავალი, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს საკუთარი თავის წარმატებით რეალიზებას.
მესამე, ჩვენ ყველამ თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებაში, ასევე, აქტიური პოლიტიკური კონკურენციიდან დესტრუქციულ პოლარიზაციად გადაქცევის თავიდან არიდების საქმეში. მოსახლეობამ თითოეულ ჩვენგანს ანდო თავიანთი მომავალი, ოცნებები და იმედები; ეს უზარმაზარი ლეგიტიმაცია და პასუხისმგებლობაა, რაც არ უნდა დაიკარგოს.
მშვიდობიანი და კეთილდღეობით სავსე საზოგადოების მშენებლობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა უნდა განაგრძოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და პროდასავლური საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროებში და გაუძღვეს ახალი, არსებითი რეფორმების გატარებას. ეს ასევე დადებითად წაადგება საქართველოს განზრახვას, 2024 წელს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პრიორიტეტად ვაქციე პარლამენტში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგის და გარემოს ხელშეწყობა. ჩვენ ყველა უნდა ჩავერთოთ შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ და კონსტრუქციულ საპარლამენტო დისკუსიებში. ეს განსაკუთრებით საინტერესო პროცესია ახლა, ვინაიდან 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს გააჩნია მძლავრი ინსტრუმენტები ეფექტიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობისთვის საქართველოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.
მეოთხე, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან პლანეტაზე. თუმცა, მომავალი თაობებიც იგივეს იმსახურებენ. კლიმატური ცვლილებები ყველა ჩვენგანზე უარყოფით გავლენას ახდენს იმის მიუხედავად, თუ მსოფლიოს რომელ წერტილში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილებისთვის ჯანსაღი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ქმედება, საჭიროა ახლავე მოქმედება. პარლამენტებს შეუძლიათ და უნდა გაუძღვენ კიდეც ამ პროცესს ვითარების არსებითად გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
30 აგვისტო 2026, 11:58
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
30 აგვისტო 2026, 11:45
სპორტი
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.


