ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებენ და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე
ირაკლი ზარქუა
ფოტო: Facebook
პრემიერ-მინისტრი თავს კი არ იწონებს რიცხვებით, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებენ და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ათი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10,5%-ს შეადგენს და მთელი მთავრობა აქცენტირებულია, რომ ეს რეალიზებული იყოს ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებში, მათ შორისაა პედაგოგების ხელფასები, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის გაზრდა, სოციალური მიმართულება, რომელიც ისტორიულად არის ყველაზე მაღალი, 6,5 მილიარდამდეა უკვე გაზრდილი. ეს მიუთითებს იმას, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ბიუჯეტში გაიზარდა შემოსავლები და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი განსაზღვრული გვაქვს 19 მილიარდ ლარზე მეტით“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ.
მისი თქმით, საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროკავშირში.
„უფრო მეტსაც გეტყვით და ეს არა მხოლოდ ჩვენი აღქმაა, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის კვლევებით, მათ შორის, ხუთწლიანი პროგნოზით და მოლოდინებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს საქართველოს, ეს უნდა გაიგოთ, ეს უნდა მივიღოთ, მათ შორის საგარეო ვაჭრობაში. ბატონ ჰერმან საბომ თქვა და მივესალმები მის იმ განცხადებას, მეც და ჩვენი გუნდიც მაქსიმალურად აქცენტირებული იქნება თანამშრომლობაზე იქ, სადაც დისკუსია იქნება სწორი, ადეკვატური, ჯანსაღი, იდეებზე და ა. შ., ოღონდ ჩასაფრებულის პოზიციიდან ერთმანეთის ხელის გადაგრეხვა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის წევრი საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა და განაცხადა: „საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას რაც შეეხება, მე ვიყავი საკრებულოში 2017 წელს. მე დამხვდა იქ ძველი მთავრობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი. შემდეგ როცა შედგა ახალი საკრებულო, ჩვენ რა ცვლილებებიც გვქონდა, შევიტანეთ და ვინ გიშლით ხელს, თუ უმრავლესობა გაქვთ. ასე რომ, შევეშვათ ამ სპეკულაციებს, აქცენტირებული იყავით მოსახლეობის იმ საჭიროებებზე, რაც განსაზღვრულია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში“.
ირაკლი ზარქუას თქმით, იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რაც აქვს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე გადაიხედება სოციალური მიმართულება და უფრო სამართლიანი გახდება.
„აქაც ველოდებით თქვენ გვერდში დგომას, სწორი ადეკვატური შენიშვნების მიღებას, თუ გაქვთ. კრიტიკას, ეს მისაღებია. მისასალმებელია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია და ის უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი ეკონომიკის განვითარების, ასე რომ სწორ რელსებზე მივდივართ ეკონომიკაში და ნუ ეცდებით, ისევ უკან დაგვაბრუნოთ, სადაც გზების გადაკეტვა, ქაოსი, დესტაბილიზაციაა. ეს ხომ ვნახეთ ვისი ხელწერაც არის და სწორი ქენით რომ გუშინ გაემიჯნეთ და არცერთი თქვენგანი არ იყავით იქ, სასამართლოზე წარმოდგენილი“, - მიმართა ირაკლი ზარქუამ კოლეგა ოპოზიციონერებს.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე:აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.
27 მაისი 2026, 21:17
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.
27 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
27 მაისი 2026, 21:08
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.
27 მაისი 2026, 20:53
პოლიტიკა
უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს - სენატორი ჯინ შაჰინი ომში მყოფ ქვეყანაზე და შეფასებები თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ინტერესების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ გზის აუცილებლობას მმართველ გუნდს ამერიკელი სენატორის განცხადებაც უჩვენებს.
27 მაისი 2026, 20:51
პოლიტიკა
ისტორიის გადაწერის მცდელობა ოპოზიციისგან - მმართველი გუნდი 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 მაისი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენენ და მართავენ, მძიმე წარსულის ფაქტობრივი დასტურია.
27 მაისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს
ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 20:42
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.
27 მაისი 2026, 20:41
პოლიტიკა
„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.
27 მაისი 2026, 20:38
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.
27 მაისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ახალი სლოგანი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მორიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ე.წ. საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო.
27 მაისი 2026, 20:23
პოლიტიკა
„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი
„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.
27 მაისი 2026, 20:20
მსოფლიო
„არა, არა, არავითარ შემთხვევაში“ - ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის.
27 მაისი 2026, 20:19
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.


