დავით ზალკალიანი: რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას
დავით ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სტოკჰოლმში მიმდინარე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე სიტყვით წარდგა. მინისტრმა ეუთო-ს 2021 წლის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წლის განმავლობაში ორგანიზაციის ფარგლებში გაწეული ეფექტიანი სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს სამივე განზომილების საქმიანობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს ფუძემდებლური პრინციპების მხარდაჭერის და შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მწუხარებით აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წესების და პრინციპები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა. ამ კონტექსტში მინისტრმა ეუთო-ს სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაზე, მოსკოვი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს და აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის კედლების აღმართვას, კილომეტრიანი მავთულხლართებითა და ღობეებით საქართველოს გულში. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული საბრძოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. მინისტრის განმარტებით, ამ ქმედებებით რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების“ ხელმოწერა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის, მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნა დაგმო. მინისტრმა წუხილი გამოხატა, რომ უკვე 13 წელია, საქართველო აწყდება რუსეთის დესტრუქციულ დამოკიდებულებას მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ, რუსეთის მიერ წმინდა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებით და პროცესის ჩიხში შეყვანით.
მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაზე. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოხუმში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხზე, რომელიც სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს. მან ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შემდეგ, გენადი ბესტაევის საქართველოს ხელისუფლებისთვის მცირე ხნის წინ გადმოცემის თაობაზე. დავით ზალკალიანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ ქართველი დევნილების სასტიკი მკვლელობის შემთხვევები და ხაზი გაუსვა, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენნი კვლავაც დაუსჯელნი არიან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და აღნიშნა, რომ მისი საერთაშორისო მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების აღკვეთას.
დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას, რომლითაც დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის განხორციელება; სასამართლომ ცნო რუსეთის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმების დარღვევაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ საქართველო ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შეეხო მთავრობის ინკლუზიური, ეროვნული მასშტაბის და ყოვლისმომცველი დეოკუპაციისა და კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის შემუშავების პროცესს. ასევე ისაუბრა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აღნიშნა, რომ საქართველო აძლიერებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ თემებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ძალისხმევას და ამისთვის ახალ და პრაგმატულ შესაძლებლობებს ითვალისწინებს. მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც Covid-19-მა მძიმედ დააზარალა რეგიონები, საქართველომ იზრუნა ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მცხოვრებლებისთვის.
დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სტრატეგიისა და მიდგომის ერთიანობა გადამწყვეტია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოვს გაეგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა მიუღებელია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მინისტრის განმარტებით, რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეს ერთადერთი გამოსავალია და სხვა გზა არ არსებობს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარის შეთავაზება ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სხვადასხვა ფორმატში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ხსენებულ სამ ქვეყანას შორის დიალოგის პლატფორმის ხელშეწყობას.
მინისტრმა გამოსვლისას დაგმო რუსეთის მტრული რიტორიკა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ქმედებების ინტენსიფიცირება. მან გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასა და ურყევ კურსს. გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 23:11
საზოგადოება
ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
17 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 22:09
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
17 აპრილი 2026, 22:02
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.
17 აპრილი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.
17 აპრილი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა
„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.
17 აპრილი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
17 აპრილი 2026, 21:25
პოლიტიკა
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას
მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.
17 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 21:17
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში
რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
17 აპრილი 2026, 21:01
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.
17 აპრილი 2026, 20:51
რეგიონი
სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.
17 აპრილი 2026, 20:47
მსოფლიო
ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.
17 აპრილი 2026, 20:47
პოლიტიკა
ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
17 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
პეტრე ცაავა პატრიარქის შეურაცხყოფას არ ნანობს - ვინ აძლევს ტრიბუნას ეკლესიის დისკრიმინაციის მსურველებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვის და რისთვის გაახსენდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელმაც საზოგადოებას პატრიარქის ცილისწამებით და შეურაცხყოფით დაამახსოვრა თავი. პეტრე ცაავა ნათქვამს არც ნანობს და იმეორებს კიდეც.
17 აპრილი 2026, 20:36
პოლიტიკა
სპეკულაცია და დეზინფორმაცია - პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აბასთუმნის ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გავრცელებული ცნობები განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ცვლილებები კი სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას.
17 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, შეცვლილი ავტორები და უცვლელი სცენარი - ოპოზიცია ბლაჟევიჩთან კავშირს უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერია ახალი სამოქმედო გეგმის ავტორი.
17 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“, - აღნიშნავს პრემიერი.
17 აპრილი 2026, 20:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა
პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გაღრმავებასთან ერთად, მსოფლიო გამოწვევებზეც მსჯელობდნენ.


