ირაკლი ბერაია: შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას
ირაკლი ბერაია
ფოტო: არქივი
შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი , ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, დიდია მისი როლი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
ირაკლი ბერაიამ კომენტარი გააკეთა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
მისივე თქმით აუცილებელია საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში და საქართველოს , მისი გამორჩეული როლის გათვალისწინებით რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, აქვს სრული მზაობა კიდევ უფრო გააღრმავოს და გააძლიეროს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა
„შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი , ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მასთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ძალიან დიდი არის მისი როლი ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებაში და ჩვენ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. რა თქმა უნდა კონგრესში ვესაუბრეთ, დღეს ამერიკასთან არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე და გაძლიერებაზე. რეგიონში არის საკმაოდ მძიმე უსაფრთხოების გარემო, საკმაოდ კომპლექსური არის საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ხაზგასმით დავაფიქსირეთ, რომ აუცილებელი არის შეერთებული შტატების მეტი ლიდერობა რეგიონში, მისი ჩართულობის გაზრდა. ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება ისევე, როგორც საქართველოს ალიანსში გაწევრების პროცესის დაჩქარება. ცვენ ასევე მკაფიოდ გავუსვით ხაზი, რომ აუცილებელი არის საქართველოს საკითხი მუდმივად იდგეს ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც უმაღლეს პოლიტიკურ, ასევე ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგში და საქართველოს , მისი გამორჩეული როლის გათვალისწინებით რეგიონული უსაფრთხოების საქმეში აქვს სრული მზაობა კიდევ უფრო გააღრმავოს და გააძლიეროს მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, თანამშრომლობა, როგორც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სასიცოცხლო ინტერესების და ზოგადად ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დასაცავად“, - განაცხდა ირაკლი ბერაიამ.
ყველა სიახლე
17 აგვისტო 2026, 13:22
ტაბლოიდი
Vogue-მა რონალდუსა და ჯორჯინას ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები გამოაქვეყნა
ცერემონია 11 აგვისტოს გაიმართა - წყვილის პირველი შეხვედრიდან ზუსტად 10 წლის თავზე. მაშინ ჯორჯინა მადრიდში, Gucci-ს მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობდა. ღონისძიებას მხოლოდ წყვილის 5 შვილი და 4 ახლო მეგობარი ესწრებოდა. მოგვიანებით ოჯახმა ჯვრისწერის კურთხევაც მიიღო.
17 აგვისტო 2026, 13:20
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი იკვეთება, რაც საზოგადოებისთვის ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგიის თავს მოხვევას გულისხმობს.
17 აგვისტო 2026, 13:11
სამართალი
კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, წვრილმანი ხულოგნობის ფაქტზე დააკავეს
კობა ფარტენაძე პოლიციის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
17 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
ხანძრით დაზარალებული ჟირონდის მოსახლეობა საფრანგეთის პრემიერს სტვენით შეხვდა
გარდა ამისა, აქციის დროს შავებში ჩაცმულმა მცხოვრებლებმა ხალხში ცარიელი სკამი დადგეს, რაც დაზარალებულებთან პრემიერის უშუალო კომუნიკაციის არარსებობას ასახავდა. ცარიელ სკამზე დემონსტრანტებმა დადეს ფურცელი წარწერით: „ლეკორნიუ და მთელი მისი კომპანია?“.
17 აგვისტო 2026, 12:53
რეგიონი
სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ნანიანის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
17 აგვისტო 2026, 12:40
კულტურა
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის ნამუშევრები მოიპარეს
ძარცვა 15 აგვისტოს საღამოს მოხდა, როდესაც იტალიაში ფერაგოსტოს - ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ქურდები მუზეუმში შეიჭრნენ, გვერდი აუარეს განგაშისა და უსაფრთხოების სისტემებს, რის შემდეგაც დაჯავშნილი ვიტრინა გატეხეს.
17 აგვისტო 2026, 12:08
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ქართული საზოგადოებისთვის არასრულფასოვნებისა და წაგებულის კომპლექსის თავს მოხვევის მცდელობები განწირულია მარცხისთვის, რადგან ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის ფუნდამენტურ ღირებულებებს
„საგარეო-პოლიტიკური წარმატება ეროვნულ დამცირებაზე არ აიგება. სახელმწიფო, რომელსაც არ ძალუძს დაიცვას საკუთარი საზღვრები და ისტორიული მეხსიერება, არც საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარმოადგენს ფასეულობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება.
17 აგვისტო 2026, 12:07
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური: სამეწარმეო საქმიანობის კანონდარღვევით განხორციელება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება
პირის მიერ სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც სსკ-ით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - 5747
17 აგვისტო 2026, 12:04
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გვარამია-სამადაშვილის განცხადებებზე: როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის „ტრავმულ მეხსიერებად“ მოხსენიებასა და ყარაბაღის დათმობის მაგალითად მოყვანას, ასევე სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის, ეხმიანება.
17 აგვისტო 2026, 12:02
მსოფლიო
Bloomberg: ექსპორტიორებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის საიდუმლო მიწოდებ ააწყვეს
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, ფარული მიწოდების მასშტაბებზე Sentinel 1-ის თანამგზავრული ფოტოები მოწმობს. 11 აგვისტოს გადაღებულ სურათებზე ომანის სანაპიროსთან სხვადასხვა ზომის დაახლოებით 150 გემი ჩანს. იანვარში ამ რაიონში მხოლოდ 40-მდე გემი იმყოფებოდა.
17 აგვისტო 2026, 11:50
საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026") მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო პერსონალსა და ადმინისტრაციულ ჯგუფზე ფულადი პრიზები გაიცემა.
17 აგვისტო 2026, 11:47
ეკონომიკა
70 000 ლარამდე უპროცენტო სესხი შენი ბიზნესისთვის - მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას აფართოებს.
17 აგვისტო 2026, 11:43
მსოფლიო
Politico: ბრიტანეთის პრემიერს მიმოწერა ჰქონდა პირთან, რომელიც თავს ტრამპის აპარატის ხელმძღვანელად ასაღებდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, შესაძლოა, მიმოწერას აწარმოებდა პირთან, რომელიც თავს ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად ასაღებდა, - წერს Politico ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
17 აგვისტო 2026, 11:33
პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი-სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ
რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება ქართველ პოლიტიკოსს აფხაზეთის საკითხის გადაჭრა, გვარამიამ პაშინიანის მაგალითი მოიხმო, რომელიც აზერბაიჯანთან მთელ რიგ დათმობებზე წავიდა, - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი.
17 აგვისტო 2026, 11:20
მსოფლიო
კიევში ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
კიევში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა დმიტრო კოზიატინსკიმ განაცხადა, შეკრების მიზანია, ხელისუფლებას საზოგადოებასთან დიალოგის აუცილებლობა შეახსენოს.
17 აგვისტო 2026, 11:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის
მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
17 აგვისტო 2026, 11:18
პოლიტიკა
ყალბი რუსოფობია - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადგინდა, რომ უშიკიშვილმა საზოგადოება მოატყუა და მისი სასტუმრო რუს ტურისტებს ხშირად მასპინძლობს
ყალბი რუსოფობიის ამბავი - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს და მეტი სიმძაფრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელს იშველიებს.
17 აგვისტო 2026, 11:16
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც „განგრენოზული“ კიდურის ამპუტაცია
საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა. ინფორმირებულმა ხალხმა მითხრა, რომ ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში ეს იდეა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე რამდენჯერმე „ჩააწვეთეს“ ქართულ მხარეს, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.
17 აგვისტო 2026, 11:12
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე დონეცკის, სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს დასახლებული რაიონები გახდა.
17 აგვისტო 2026, 11:09
მსოფლიო
ბელგიის ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის არეალი ორჯერ გაიზარდა
ბელგიაში არდენების ბუნებრივ ნაკრძალში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის არეალი ბოლო 24 საათში ორჯერ გაიზარდა. სტიქიის ეპიცენტრი გერმანიის საზღვრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს.


