18 დეკემბერი 2021, 09:10 / სანდო წყარო

სალომე ზურაბიშვილი: პოლარიზაცია შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელმაც ძველი დემოკრატიებიც დააზარალა, ის ბევრ ქვეყანაშია და საერთო გამოსავალი უნდა ვიპოვოთ

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკოსების შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომელიც არის რეგიონში.

„უსაფრთხოება და სტაბილურობა სულ უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ახლოს ვხედავთ რუსეთის უკიდურეს გადაწყვეტილებას, დაუპირისპირდეს ძველ წესრიგს – ჩვენ ამას ვხედავთ საქართველოს ტერიტორიაზე; ვხედავთ, რომ ეს მაგალითი ახლა სხვაგან მეორდება და უკრაინაშია უკიდურესად შემაშფოთებელი ქცევა; ვხედავთ, რომ ბელარუსი იყენებს მიგრანტებს, რაც ახალი ინსტრუმენტია მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის; ვხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან შემაშფოთებელ ახალ ტენდენციას და უნდა ვიპოვოთ ახალი გადაწყვეტილებები. ამ გამოწვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სულ რაღაც გუშინ გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე. ეს არის ის სამყარო, სადაც ჩვენ წელს ვცხოვრობდით და სავარაუდოდ მომდევნო წელსაც გავაგრძელებთ ცხოვრებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა პოლარიზაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ის არ შეხებია მხოლოდ პატარა ქვეყანას, ახალ დემოკრატიას – საქართველოს და ვხედავთ, რომ ძველი დემოკრატიებიც დაზარალდნენ პოლარიზაციის გამო.

„ასევე ცნობილია შიდა უკიდურესი გამოწვევები არა მხოლოდ საქართველოში; პოლარიზებული არჩევნები, რაც ნამდვილად შემაშფოთებელი საკითხია, სადაც სახელმწიფო ინტერესები ცალსახად გვერდით არის გადადებული ცალკეული პოლიტიკური ინტერესების სანაცვლოდ. ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საქართველოს, პატარა ქვეყანას, ახალ დემოკრატიას და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ძველი დემოკრატიებიც დაზარალდნენ ამ პოლარიზაციის გამო. როგორც ჩანს, ეს არის ტენდენცია ბევრ ქვეყანაში და საერთო გამოსავლები უნდა ვიპოვოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებთან ისაუბრა ახლახან ჩატარებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და განაცხადა, რომ ეს სამიტი იყო პროგრესი ევროინტეგრაციის საქმეში, მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისშიც კი.

„ჩვენ დავინახეთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბოლო სამიტი იყო პროგრესი ევროინტეგრაციის საქმეში და ევროკავშირის გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკურ კრიზისშიც კი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტები არის ის, რაც ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნაბიჯის წინ გადადგმა. იყო აქტიური, საკმარისი არ არის, საჭიროა მეტი წინსვლა და ვხედავთ, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ ჩვენ მზად ვართ, შეგვიძლია ეს წინსვლა და ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამოწვევაა.

მე გამოვთქვი ახალი ინიციატივა, რომელიც უთანხმოებების გადალახვისა და გაერთიანების მცდელობაა, მაგრამ საზოგადოება პლურალისტური უნდა დარჩეს. ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ერთნაირად ბევრ განსხვავებულ საკითხზე, მაგრამ ამავდროულად, აზრი არ აქვს განსხვავებულ აზროვნებას ან განსხვავებულ საკითხებს, თუ ჩვენ არ შეგვიძლია ერთად განხილვა. ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა ამ ყველაფრის გადასაჭრელად და შევხედოთ უთანხმოებებს, რადგან შესაძლოა, ერთმანეთის მოსმენა იყოს საინტერესო და ვფიქრობ, ამით ჩვენ დავიბრუნებთ იმას, რაც არის საქართველოს იდენტობა, რომელიც იყო ერთიანობა და ტოლერანტობა. სხვა შემთხვევაში, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, დღეს ეს ქვეყანა არ იქნებოდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა კიდევ დიდხანს იარსებებს და რომ ერთად შევძლებთ ამ ახალი გამოწვევების დაძლევას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრისას.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 11:58

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

12 ივლისი 2026, 11:54

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზურგჩანთის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

12 ივლისი 2026, 11:51

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

12 ივლისი 2026, 11:48

სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავა

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ არასრულწლოვნებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე, დგინდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

დონალდ ტუსკი

12 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: არ შეიძლება მეხსიერება სიძულვილის იარაღად იქცეს

„მოკლულები უსახელოდ არ უნდა დარჩნენ. პოლონეთის რესპუბლიკა არცერთ მათგანს არ დაივიწყებს. მაგრამ მეხსიერება სიძულვილს არ უნდა ემსახურებოდეს“, - აღნიშნა მან.

12 ივლისი 2026, 11:37

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვას ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, პეტრე-პავლობის დღესასწაულს ზეიმობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო წირვას, ამ წუთებში, ავლაბარში მდებარე, პეტრე-პავლეს ტაძარში აღავლენს.

კაროლ ნავროცკი

12 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

კაროლ ნავროცკიმ პოლონეთში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისა და მისი მებრძოლი ფრთის დროშის აკრძალვა მოითხოვა

„ჩვენ არ გვინდა ეს პოლონეთში ვნახოთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პოლონეთში ამან აღარ იარსებოს. მჯერა, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის კანონს, რადგან ეს იგივეა, რაც გერმანელი ნაცისტების დროშა. სწორედ ამას გულისხმობდა ის და მის უკან იდგა და დგას უკრაინელი ნაცისტების იდეოლოგია, რომლებმაც პოლონელი ქალები და ბავშვები დახოცეს. ჩვენ არ ვადანაშაულებთ უკრაინელ ხალხს. დანაშაული მიუძღვის ბანდერას იდეოლოგიას, მათ, ვინც მკვლელობები ჩაიდინეს და მათ, ვინც 21-ე საუკუნეში წითელ-შავ დროშას ისევ იყენებენ. ეს მიუღებელია, რადგან გენოციდის განდიდება ან მასზე თვალის დახუჭვა ახალი გენოციდისკენ მოწოდებაა“, - განაცხადა ნავროცკიმ.

12 ივლისი 2026, 11:25

მსოფლიო

CNN: ირანში ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნები ფიქსირდება

CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც, შესაძლოა ინახებოდეს ასაფეთქებელი მასალები ბირთვული იარაღის შესაქმნელად, დაფიქსირებულია დროებითი საფარები, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე, ხოლო შემდგომ სამშენებლო სამუშაოები.

12 ივლისი 2026, 11:24

სპორტი

თბილისში RAF-ის ღონისძიება გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მსოფლიოს სპორტის გამორჩეული ვარსკვლავები და ჭიდაობის არაჩვეულებრივი სანახაობა საქართველოს დედაქალაქში - „თბილისი არენაზე“ შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა და ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა პრესტიჟული ამერიკული საჭიდაო ორგანიზაციის RAF-ის მორიგი, რიგით მეათე ღონისძიება იხილა.

პლატონ კალმახელიძე

12 ივლისი 2026, 11:18

რეგიონი

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული თელავში სტიქიაზე: სამაშველო სამსახურები, ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს დავიწყებთ

წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ თელავში ხევები აადიდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა დაიწყო, - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.

თეონა გვაზავა

12 ივლისი 2026, 11:18

სამართალი

ადვოკატის ცნობით, იოსებ სიგუამ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა

„ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მსვლელობას, საკუთარი ნება-სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ვფლობთ არაერთ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 1 კვირის წინ, „ტვ პირველზე“ გასულ სატელევიზიო სიუჟეტში გაცხადებული პოზიცია, რომელიც მსხვერპლის სტატუსის მქონე სოფიო სიგუამ გააჟღერა, არ შეესაბამება რეალობას. გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს, რითაც დადასტურდება იოსებ სიგუას უდანაშაულობა და დავიცავთ მის ღირსებას. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა იოსებ სიგუას მიმართ განხორციელდა სამსახურებრივი წახალისება და დააწინაურეს. მოხდა სხვადასხვა დეპარტამენტში ცვლილება და როტაცია, რაც არ ითვლება იოსებ სიგუას დაწინაურებად“, - განმარტა ადვოკატმა.

12 ივლისი 2026, 11:01

რეგიონი

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

12 ივლისი 2026, 09:42

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.